შენი ავტომობილი იხრჩობა და შენ ეს არც იცი?
როგორ ვუმკურნალოთ ძრავის „ქრონიკულ ბრონქიტს“? - წარმოიდგინე, რომ მთელი დღე მჭიდრო პირბადით დადიხარ. ყოველი ჩასუნთქვიას დისკომფორტს გრძნობ, ორგანიზმს ჟანგბადი აკლია და ენერგია გეცლება. ზუსტად ასე გრძნობს თავს შენი ავტომობილის ძრავიც, როცა მისი სასუნთქი სისტემა დაბინძურებულია და მარტივი მაგალითით, ავტომობილის პირბადე დაბინძურებულია.
ხშირად მძღოლები ვერც კი ამჩნევენ, როგორ კარგავს მანქანა სიმძლავრეს, სანამ პრობლემა კრიტიკულ ზღვარს არ მიაღწევს. მოდით, გადავხედოთ ავტომობილის „ანატომიას“ და გავიგოთ, რატომ სჭირდება მას პერიოდული „სამედიცინო პროცედურები“
როგორ სუნთქავს მანქანა? იმისათვის, რომ ძრავამ ენერგია წარმოქმნას, მას სუფთა ჰაერი სჭირდება. თუ ამ პროცესს ადამიანის ორგანიზმს შევადარებთ, ასეთ სურათს მივიღებთ:
ჰაერის ფილტრი — ეს მისი ცხვირია
ჰაერმზომი (MAF სენსორი) — ცხვირ-ხახის რეცეპტორები
დროსელი და კოლექტორი — ავტომობილის ბრონქები
წვის კამერა — ფილტვები, სადაც ჰაერმა ენერგია უნდა წარმოქმნას
დიაგნოზი 1: როცა რეცეპტორები „ბრმავდებიან“
სისტემის დასაწყისში დგას პატარა, მაგრამ უმნიშვნელოვანესი დეტალი, ჰაერმზომი. ადამიანის ორგანიზმში ეს თქვენი ცხვირის რეცეპტორებია. როცა სუნთქავთ, ეს ნერვული დაბოლოებები წამში ხვდებიან, რამდენი ჰაერი შევიდა ორგანიზმში ან რა ტემპერატურისაა. სწორედ აქედან ვგრძნობთ უჰაერობის შეგრძნებას, დაბინძურებულ ჰაერს და ა.შ
თუ ჰაერმზომზე მტვერი და ნამწვი დაგროვდა, რეცეპტორები „ბრმავდებიან“. შედეგად, ავტომობილი ვეღარ იგებს ზუსტ მონაცემებს და ვერ მართავს ჰაერის ნაკადს სწორად.
გამოსავალი: ამ შემთხვევაში გამოსავალი მარტივია, რადგან LIQUI MOLY-ს აქვს ჰაერმზომის სპეციალური საწმენდი სპრეი, რომელიც უსაფრთხოდ, ყოველგვარი დაზიანების გარეშე აშორებს ჭუჭყს და ნადებს მგრძნობიარე სენსორებიდან და უბრუნებენ პირვანდელ სახეს.
ჰაერმზომის პრობლემა მოვაგვარეთ, მაგრამ რა ხდება შემდეგ. რა ხდება მაშინ, როდესაც ავტომობილს აქვს „ქრონიკული ბრონქიტი“ და დახშულია მისი სასუნთქი გზები? გადავიდეთ მთავარ სასუნთქ გზებზე ბრონქებზე. როდესაც დროსელში და კოლექტორში შავი ნადები (ჭვარტლი) გროვდება, ეს პროცესი შეიძლება ავტომობილისთვის ძრავის ქრონიკული ბრონქიტს შევადაროთ.
როგორც ადამიანის შემთხვევაში ნახველი აფერხებს სუნთქვას, აქაც ნადები ავიწროებს ჰაერის გასასვლელს. სიმპტომები მაშინვე იჩენს თავს:
ავტომობილი იწყებს „ხველას“ (არასტაბილური მუშაობა)
ბრუნვები (აბაროტები) თამაშობს
მანქანას საგრძნობლად აკლდება ძალა
ამ შემთხვევაშიც არსებობს გამოსავალი, იმისათვის რომ ჩავატაროთ სრული წმენდა, აუცილებლად დაგვჭირდება ღრმა თერაპია ზონდით, უბრალო ზედაპირული წმენდა საკმარისი არ არის. აქ საქმეში ერთვება LIQUI MOLY-ს დროსელის საწმენდი და სპეციალური გრძელი ზონდი.
პროცედურა წააგავს ბრონქოსკოპიას: ზონდით შევდივართ კოლექტორში ღრმად და ვასუფთავებთ შემშვებ სარქველებს, რომელიც შეგვიძლია შევადაროთ ფილტვებს. თუ ფილტვები გაჭედილია, ჟანგბადი წვის კამერამდე ვერ აღწევს. LIQUI MOLY-ს სპრეი მოლეკულურ დონეზე შლის ნალექს და გზას უხსნის ჰაერს და შედეგსაც მყისიერად ვღებულობთ - თავისუფალი სუნთქვა.
ამ პროცედურის შემდეგ შედეგი მყისიერია
სასუნთქი გზები სუფთავდება.
„ბრონქები“ ფართოვდება.
ავტომობილი ისევ სავსე ფილტვებით სუნთქავს.
და რაც მთავარია ეს ყველაფერი ხდება ძრავის დაშლის გარეშე! მინიმალური დანახარჯით და მაქსიმალური შედეგით. ეფექტური მედიკამენტოზური მკურნალობა შენი ავტომობილისთვის. იცოდი, რომ ავტომობილის ჰაერით მომარაგების სისტემაში ერთ-ერთ მთავარ როლს ფილტრები ასრულებს?
ჰაერის ფილტრი უზრუნველყობს სწორად, რომ მტვერი, ქვიშა და მცირე ნაწილაკები არ მოხვდეს წვის კამერაში. შესაბამისად, როდესაც ჰაერის ფილტრი გამოსაცვლელია, ძრავს უჭირს სუფთა ჰაერის მიღება და შედეგიც სახეზეა: სიმძლავრის დაკარგვა, შავი ბოლი გამონაბოლქვიდან, საწვავის ხარჯის მატება.
ისევ შედარება, რომ გამოვიყენოთ საწვავის ფილტრი, იდეალურად ერგება თირკმელის ფუნქციას ადამიანში. საწვავი იშვიათადაა იდეალურად სუფთა, შესაბამისად აქ ერთვება საწვავის ფილტრი, რომელიც ხელს უშლის ნალექის, ჟანგის ნაწილაკების და სხვა მავნე ნივთიერებების ავზში მოხვედრას.
სალონის ფილტრის შეცვლით არამხოლოდ ავტომობილზე, არამედ შენზე და შენი ავტომობილის მგზავრებზეც შეგიძლია იზრუნო. ვინაიდან სწორედ სალონის ფილტრი უზრუნველყობს, რომ სალონში არ მოხვდეს ჭუჭყი და მტვერი, რომელსაც შენ და შენი მგზავრები სუნთქავენ.
ნუ დაელოდები, სანამ შენი მანქანა დაზიანდება. მოდი გეზ მოტორსში, ჩაუტარე სასუნთქი გზების თერაპია LIQUI MOLY-ს პროფესიონალური საშუალებებით და დაუბრუნე შენს ავტომობილს პირვანდელი სიმძლავრე.