×

ძრავის და კოლოფის ზეთები, ავტოქიმია

ნამდვილი გერმანული ზეთი, მთელი მსოფლიოსთვის !

MEGUIN-ის ისტორია 1847 წელს იწყება, როდესაც გუსტავ მეგუინმა საარლანდში (Saarland) დააარსა კომპანია. თავდაპირველად, კომპანია აწარმოებდა ისეთი პროდუქტებს, როგორებიცაა ცხიმები ცხენის ჩლიქებისთვის, საპოხი მასალები ეტლებისთვის, რომელიც განსაკუთრებით მოთხოვნადი იყო მზარდი ინდუსტრიალიზაციის პერიოდში. ეს ადრეული გამოცდილება, მომხმარებლის საჭიროებების ღრმა გაგებაში დღესაც კომპანიის წარმატების ერთ-ერთი მთავარი საყრდენია.

1890-იანი წლები: ინდუსტრიალიზაციასთან ერთად, MEGUIN-ის პროდუქციის ასორტიმენტი გაიზარდა. კომპანიამ ახალი პრიორიტეტები დაისახა და ფოკუსირება ფოლადის ინდუსტრიისთვის განკუთვნილ საპოხ მასალებზე და მინერალურ ზეთებზე მოახდინა.
1948–1959 წლები: მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, აღდგენის ფაზაში, მინერალური ზეთები და საპოხი მასალები კვლავ მოთხოვნადი დარჩა, რამაც MEGUIN-ი იმ პერიოდის მნიშვნელოვან ეკონომიკურ მოთამაშედ აქცია.
2006 წელი: MEGUIN GmbH & Co. KG გახდა LIQUI MOLY GmbH-ის შვილობილი კომპანია. მენეჯმენტის ცვლილებას თან დაერთო მრავალი ინვესტიცია, რამაც კომპანიის სწრაფი ზრდა გამოიწვია.
2011 წელი: დილინგენის საპორტო ქალაქში სატანკო საცავის საძირკვლის ჩაყრამ, რომლის მოცულობაც 18 მილიონი ლიტრია, MEGUIN-ს ახალი შესაძლებლობები გაუხსნა და მომავლისთვის მომგებიან ინვესტიციად იქცა.
2014–2017 წლები: ამ პერიოდში კომპანიამ დაახლოებით 20 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა ახალ ლაბორატორიებში, მიწისქვეშა ავზებსა და სხვადასხვა სისტემების დანერგვაში, მათ შორის, შემავსებელ სისტემებსა და რობოტებში.
2015 წელი: პროდუქციის უცვლელად მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად, MEGUIN-მა ლაბორატორიის მოდერნიზება და გაფართოება მოახდინა, რამაც საარლუისის (Saarlouis) ქარხანას შესაძლებლობა მისცა, განევითარებინა და ეწარმოებინა საპოხი მასალები უმაღლესი სტანდარტებით.
დღეს: დღეს MEGUIN-ი მსოფლიოში ცნობილი მწარმოებელი და უმაღლესი ხარისხის საპოხი მასალების მომწოდებელია. თავისი გამოცდილებითა და ავტომობილებისა და ინდუსტრიისთვის განკუთვნილი მრავალფეროვანი პროდუქციის ასორტიმენტით, კომპანია მოთხოვნადი პარტნიორია როგორც ნავთობისა და ტექნიკური ვაჭრობის სფეროში, ასევე ტექნოლოგიური და ინოვაციური პარტნიორია ინდუსტრიისთვის მთელ მსოფლიოში.

ძლიერი ბრენდი, ძლიერი პროდუქტი

პროდუქციის ფართო ასორტიმენტი და მისი მაღალი ხარისხი მსოფლიო მასშტაბით არის ცნობილი. MEGUIN-ი მომხმარებლებს სთავაზობს საპოხ მასალებს, ზეთებს, საცხებსა და პასტებს მსუბუქი ავტომობილებისთვის, კომერციული სატრანსპორტო საშუალებებისა და მრეწველობისთვის. გარდა ამისა, კომპანიას აქვს მრავალი სპეციალიზებული პროდუქტი და ინდივიდუალურად მორგებული გადაწყვეტა, რომლებსაც მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაში აწვდის თავის მომხმარებლებს.

MEGUIN-ის განსაკუთრებული სიძლიერეა თანამედროვე კვლევითი ცენტრი, რომელიც კომპანიის სულისკვეთებასთან არის შერწყმული. MEGUIN-ისთვის განვითარება ყოველთვის გუნდურ მუშაობას ნიშნავს, რადგან მისი წარმატების გასაღები მომხმარებლებთან მჭიდრო თანამშრომლობაა. მთელი განვითარების პროცესის განმავლობაში, MEGUIN-ი თანამშრომლობს მომხმარებელთან, ინარჩუნებს მჭიდრო კონტაქტს ინდუსტრიასთან. მოსმენა, აზრის გაზიარება და გაუმჯობესება — ეს ქვაკუთხედი მუდმივად იწვევს ახალი, სასარგებლო პროდუქტებისა და წარმატებული კონცეფციების შექმნას.

MEGUIN-ის ამბიციაა, რომ მისი ინოვაციები დღესვე იყოს ხვალინდელი დღის გადაწყვეტილებები. კომპანია თავისი უნიკალური პროდუქტის შემუშავებით რეგულარულად აღემატება უახლეს მოთხოვნებსა და უმაღლეს ინდუსტრიულ სტანდარტებს.

 

ტექნოლოგია და გამოცდილება

ჩვენ გვაქვს პროდუქტები. ჩვენ გვაქვს ტექნოლოგია. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობები. ჩვენ გვყავს ადამიანები. კომპანიის 300-ზე მეტი პარტნიორის იდეები, კრეატიულობა და თავდადება უწყვეტი ზრდის საფუძველს ქმნის. ამ წარმატების უზრუნველსაყოფად, კომპანია რეგულარულად ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს და მტკიცედ ინარჩუნებს თავის საწარმოო ხაზის განვითარებას გერმანიაში.

MEGUIN-ის მიზანია, უზრუნველყოს უმაღლესი ხარისხი, წარმოების ყველა ეტაპზე.

ნედლეულის შერჩევისა და ინგრედიენტების მიღებისას, როგორიცაა მაღალი ხარისხის საბაზისო ზეთები და საწარმოო დანამატების პაკეტები, კომპანია გრძელვადიან პარტნიორობას ეყრდნობა. მის ფორმულებში მხოლოდ საუკეთესო კომპონენტები ხვდება, რომლებიც სანდო მომწოდებლებისგან მოეწოდება. ამასთანავე, MEGUIN-ში ყველა ნედლეული და მზა პროდუქცია გადის მკაცრ ხარისხის კონტროლს, რაც უზრუნველყოფს კომპანიის ხარისხის დანაპირების შესრულებას.

მეგუინი ძრავის და კოლოფის ზეთები

წარმოება

MEGUIN-ი მუდმივად ახორციელებს ინვესტიციას წარმოების შესაძლებლობების გასაფართოებლად. კომპანიის სატანკო პარკების საერთო მოცულობა 18 მილიონი ლიტრია, ხოლო ნედლეულის შესანახ ობიექტს სულ 140 საცავი ავზი აქვს. თანამედროვე ავტომატიზირებული სადისტრიბუციო ხაზი, უზრუნველყოფს მასალის ეფექტურ ნაკადს. თერთმეტი შერევის სისტემა, მოცულობას 22 ტონამდე უზრუნველყოფს. ორ ჩამომსხმელ ხაზზე ყოველდღიურად 300-მდე დიდი კონტეინერი ივსება. ხოლო, მცირე კონტეინერების ხუთი ჩამომსხმელი ხაზი ყოველდღიურად 70,000-დან 100,000 ლიტრამდე სითხეს ამუშავებს 250 მლ-დან 5 ლიტრამდე მოცულობის კონტეინერებში.

MEGUIN-ის წარმოების პროცესის მთავარი უპირატესობა მისი მოცულობა და მაღალი მოქნილობაა. ეს კომპანიას საშუალებას აძლევს, ყოველდღიურად აწარმოოს დაახლოებით 480 ტონა ზეთი და 70-მდე სხვადასხვა პროდუქტი. ყოველწლიურად MEGUIN-ი აწარმოებს დაახლოებით 80,000 ტონა საპოხ მასალას.

მეგუინის ხარისხი და ლაბორატორიული კონტროლი

ხარისხის კონტროლი

კომპანიის კარგად აღჭურვილი ლაბორატორიული საშუალებების დახმარებით, MEGUIN-ი აკონტროლებს წარმოების მთელ პროცესს, ნედლეულის მიწოდებიდან დაწყებული, პროდუქტის გაგზავნით დამთავრებული. ეს კომპანიას აძლევს საშუალებას, უფრო ეკონომიურად, სწრაფად და მოქნილად იმოქმედოს ყოველდღიურად მიღებული ზეთის მრავალრიცხოვანი ნიმუშებისა და წარმოების კონტროლისთვის საჭირო ინდივიდუალური ანალიზების დამუშავებისას. თითოეული საწარმოო ხაზის ყველა შესაბამისი მონაცემი საგულდაგულოდ აღირიცხება და დოკუმენტირდება. სერიული ნომრებითა და წარმოების თარიღებით მარკირება კი უზრუნველყოფს ყველა პროდუქტის სრულ მიკვლევადობას. 


კომპანია სერტიფიცირებულია შემდეგი სტანდარტების შესაბამისად: DIN EN ISO 9001 (ხარისხი), DIN EN ISO 14001 (გარემო), DIN EN ISO 45001 (შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მართვა) და DIN EN ISO 50001 (ენერგიის მართვა).

მეგუინის ხარისხი და ეკოლოგიაზე ზრუნვა

მდგრადობა

MEGUIN-ი ემსახურება სულისკვეთებას, უახლეს ტექნოლოგიებსა და მდგრად ზრდას. ისევე, როგორც კომპანია ლიდერია წარმადობასა და ხარისხში, ასევე ერთგულია ენერგიისა და რესურსების ეფექტურად გამოყენებაში. MEGUIN-ისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეკოლოგიურად სუფთა საწარმოო პროცესები და გარემოს დაცვის უმკაცრესი რეგულაციების დაცვა. ამიტომ, ის პროდუქციას აწარმოებს ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა გზით და მუდმივად აუმჯობესებს ყველა ობიექტსა და პროცესს როგორც ეკონომიკური, ისე ეკოლოგიური ფაქტორების გათვალისწინებით.

გარემოსთან თავსებადობა MEGUIN-ის პროდუქტებისთვისაც უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ამ მიზეზით, კომპანია მჭიდრო კავშირს ინარჩუნებს, მათ შორის, გარემოს დაცვის ფედერალურ სააგენტოსთან.

გამოიწერეთ სიახლეები