×

 

 

მსოფლიო ბრენდი - დამზადებულია გერმანიაში.
ბრენდი, რომელიც მოძრაობს და ივსება ენთუზიაზმით 

ენთუზიაზმი - LIQUI MOLY-ის მამოძრავებელი ძალა და შთაგონება. მსოფლიოში პრემიუმ ხარისხის საცხებ-საპოხი მასალების მწარმოებელ კომპანია, რომლის ისტორია 1957 წელს იწყება და დღეს გლობალური სავაჭრო ნიშანია, რომლის მთავარი ღირებულება უმაღლესი ხარისხის სტანდარტია. 65 წლიანი ისტორიის განმავლობაში, კომპანიამ მომხმარებლისათვის შექმნა საუკეთესო პროდუქტი, საუკეთესო ნედლეულით და ხარისხის მუდმივი ინსპექტირებით, რომელიც უმაღლეს მახასიათებლებთანაა შესაბამისობაში. კომპანია ამ ეტაპზე მსოფლიოს 125-ზე მეტ ქვეყანაში მოღვაწეობს და 5-6 წელია აქტიურად გამოჩნდა ქართულ ბაზარზე.

LIQUI MOLY-ის პროდუქციის სრული ასორტიმენტი მოიცავს 4000-ზე მეტი დასახელების პროდუქტს, განკუთვნილი: ავტომობილებისათვის, კომერციული ტრანსპორტისათვის, მოტოციკლისათვის, ველოსიპედებისათვის, ნავებისა თუ ბაღის ტექნიკისათვის. LIQUI MOLY-ის საცხებ-საპოხი მასალები, ახანგრძლივებს ძრავის და აგრეგატების სამუშაო რესურსს, უზრუნველყობს მათ შესანიშნავ სისუფთავეს და სტაბილურ მუშაობას. რაც საბოლოო ჯამში, მომხმარებელს უქმნის კომფორტს და უმცირებს ხარჯებს გრძელვადიან პერსპექტივაში.

LIQUI MOLY-ის მომსახურების სტანდარტის მიზანი, მომხმარებლისათვის მაქსიმალური სარგებლის მოტანა და კმაყოფილებაა. ამ მიზნით, ბრენდის მომსახურების სრული სპექტრი მოიცავს: პირადი რჩევებს ავტომობილის შესახებ, პროდუქციის და მომსახურების სათანადო შერჩევას. ბრენდს ერთი მკაფიო მისია აქვს, საქმისადმი თავდადებით და მაქსიმალური კომფორტის შექმნით - გაგავსოთ ენთუზიაზმით.

 

 

სრული სპექტრი

ერთი ბრენდი - ყველა გადაწყვეტილება ! LIQUI MOLY-მომხმარებელს 4000-ზე მეტ დასახელების პროდუქტს სთავაზობს: ძრავის და გადაცემათა კოლოფის ზეთები, საწვავის და ძრავის ზეთის დანამატები, ავტოკოსმეტიკური საშუალებები და სხვა. პროდუქტის და მომსახურების სრული ასორტიმენტი. პრემიუმ ხარისხში-ყოველთვის და ყველგან. 

დამზადებულია გერმანიაში 

LIQUI MOLY-ის ფესვები გერმანიაა. უმაღლესი ხარისხის პროდუქცია 65 წელია უკვე გერმანიაში იქმნება და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ვითარდება. კომპანია მუდმივად უზრუნველყობს ხარისხის მუდმივ კონტროლს, ნედლეულის მიწოდებიდან - წარმოებამდე.

ბრენდი

LIQUI MOLY არის გერმანიის N1 საცხებ-საპოხი მასალების მწარმოებელი კომპანია. წლების განმავლობაში მიღებული აქვს ისეთი ჯილოდები როგორიცაა, ''ტოპ ბრენდი'' ან ''საუკეთესო ბრენდი'', რაც კარგად ასახავს კომპანიის წარმატებულ რეპუტაციას. 

გამოიწერეთ სიახლეები