×

 
Gez Motors

ჩვენი მისია

GEZ MOTORS-ი, არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან, ბიზნეს პარტნიორებთან და პერსონალთან, გრძელვადიანი თანამშრომლობის პრინციპის შესაბამისად მოქმედებს. ჩვენი მიზანია, გაყიდვებისა და ავტომომსახურების ახალი კონცეფციის დანერგვით, ჩვენი გამოცდილებით, მომხმარებლისადმი ერთგულებით და ტექნიკური განვითარების უწყვეტი პროცესით, საქართველოში მომხმარებელთა მომსახურების მაღალი სტანდარტები დავამკვიდროთ და შევინარჩუნოთ.

ჩვენი ხედვა

საქართველოში საავტომობილო სფეროში, მომხმარებელთა კმაყოფილების ახალი სტანდარტების დაწესების მისიიდან გამომდინარე, კომპანიის ხედვა, მომხმარებელზე ორიენტირებული, მაღალი ხარისხის პროდუქტების და მომსახურების, უაღრესად კომფორტული და ჯანსაღი გარემოს, მომხმარებელზე მუდმივი ზრუნვის პროცესის ინტეგრაციის გზით შეთავაზებას ეფუძნება. გვჯერა, რომ მომხმარებელზე ზრუნვა, პროცესის მონაწილე ყველა დაინტერესებული მხარისთვის გრძელვადიანი, წარმატებული და სტაბილური ბიზნეს გარემოს გასაღებია. ჩვენი აზრით, თუ მომხმარებელთა მომსახურებას გონივრულად მივუდგებით, კომპანიიის, გარკვეული პროდუქტებისა და ბრენდის მიმართ, ლოიალობის და ბმის გაძლიერება შესაძლებელი გახდება. 

ამიტომ ჩვენ, როგორც ენთუზიაზმით სავსე გუნდს, გვჯერა, რომ GEZ MOTORS-ის ახალი შოურუმისა და ავტოსერვისის კონცეფციის ფარგლებში, შეგვიძლია, ავტო მომსახურება და გაყიდვები, მომხმარებელთა კმაყოფილების მაღალ დონესთან გავაერთიანოთ. GEZ MOTORS-ის ახალი კონცეფცია კარგად ერგება დევიზს – „ჩვენ ეს თქვენთვის შევქმენით“, რომელიც ჩვენს ხედვას იდეალურად მიესადაგება.

ისტორია

GEZ MOTORS არის ქართული კომპანია, რომელიც თავდაპირველად ბაზარზე, ''Pit-Stop Ltd'' სახელით, 2002 წელს შევიდა. Pit-Stop-მა ფუნქციონირება დაიწყო, როგორც ჩვეულებრივმა მრავალპროფილიანმა ავტოსერვისმა, თუმცა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, იგი საქართველოში ტექნიკურად ერთ-ერთ ყველაზე მაღალი დონის, მოწინავე მომსახურებების და ავტომობილების სათადარიგო ნაწილების იმპორტიორად გადაიქცა. მდებარეობს თბილისში და ჯამში 3 500 მ2 ფართობის, სრულად ფუნქციონალური ინფრასტრუქტურა გააჩნია. 

ბაზარზე მუშაობის რამდენიმე წლის განმავლობაში, კომპანიას წარმატებული ისტორიების შექმნის უნარი ჩამოუყალიბდა, რასაც მუდმივი განვითარების და მომხმარებელთა კმაყოფილებაზე ფოკუსირების კომბინაციით აღწევს. მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომისა და განვითარების უწყვეტი პროცესის საფუძველზე, ჩვენ ბაზარზე აყვავება და მიღწევების მოკლე, მაგრამ რთული ისტორიის შექმნა შევძელით.

შპს Pit-Stop-ის ფინანსურ და საოპერაციო შესაძლებლობების მყარ საფუძველზე, 2007 წელს, საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით, დაარსდა ს.ს. Caucasus Automotive Retail (CAR JSC). იმავე წელს CAR JSC ხდება ცნობილი სამხრეთ კორეის ავტომობილების მწარმოებლის, SsangYong Motor Company-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში და სომხეთში.

2008 წელს CAR JSC-მ წარმატებით დაამყარა ძლიერი კავშირები SUBARU-სთან და Daihatsu Motor Co., Ltd.-სთან. შედეგად, CAR JSC საქართველოში ორივე ავტომწარმოებლის ოფიციალური დილერი გახდა. ამ მნიშვნელოვანმა მიღწევამ, საქართველოში საავტომობილო ინდუსტრიის არსებული და პოტენციური მომწოდებლებისთვის, CAR JSC-ის, როგორც სანდო და კარგი რეპუტაციის მქონე ბიზნეს პარტნიორის პოზიცია გააძლიერა. 2010 წელს კომპანიამ Tata Motors Limited-თან ექსკლუზიური თანამშრომლობა წამოიწყო. თუმცა, გარკვეული მიზეზების და კომპანიისთვის გარეგანი, არასახარბიელო სამწუხარო ფაქტორების გამო, CAR JSC 2014 წელს იძულებული გახდა, ავტომობილების დილერის რანგში მუშაობა შეეწყვიტა.

გარდა იმისა, რომ CAR JSC კომპანიის იურიდიული სახელი დღემდეა, კომპანიის სახელი 2015 წელს შეიცვალა GEZ MOTORS-ით. იმავე წელს, GEZ MOTORS გახდა LIQUI MOLY GmbH-ს სავაჭრო ნიშნით წარმოებული პროდუქციის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში. მას შემდეგ, LIQUI MOLY-მ საქართველოში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, რაც GEZ MOTORS-თან ერთად, ბრენდის ცნობადობისა და ფინანსური ზრდით გახდა შესაძლებელი, რამაც პარტნიორებს შორის, სტაბილურობის განცდა წარმოქმნა. დღესდღეობით, LIQUI MOLY არის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული, პოპულარული და მოთხოვნადი ბრენდი საქართველოში და ბაზრის ლიდერი თავის საფასო სეგმენტში.

2018 წელს GEZ MOTORS-მა თანამშრომლობა დაიწყო საბურავების მწარმოებელ, გლობალურად აღიარებულ Nankang Rubber Tire Corp., Ltd.-თან და მისი ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა. 2020 წელს GEZ MOTORS-მა მოახერხა ძლიერი კავშირების დამყარება სამხრეთ კორეის უმსხვილეს ნავთობ მომპოვებელ და გადამამუშავებელ კომპანია S-OIL Corporation-თან. GEZ MOTORS არის S-OIL 7 ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოსა და სომხეთში. 2021 წელს GEZ MOTORS-მა დაიწყო თანამშრომლობა NDI Group A/S-თან, რომელიც ჩრდილოეთ ევროპაში საბურავების უმსხვილესი დისტრიბუტორია. ჩვენ გავხდით NORDEXX-ის TBR-ის, PCR-ის, SUV-ის და LT-ს საბურავების ასორტიმენტის ექსკლუზიური წარმომადგენლები საქართველოში.

2023 წელს დავიწყეთ თანამშრომლობა KAVO PARTS-თან - ნიდერლანდებში ბაზირებულ კომპანიასთან. KAVO PARTS არის იაპონური და კორეული ავტომობილების მაღალი ხარისხის, სრული სპექტრის სათადარიგო ნაწილების გლობალური მიმწოდებელი. GEZ MOTORS არის KAVO PARTS-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. 2023 წელს ჩვენ თანამშრომლობა დავიწყეთ გერმანულ კომპანია TWIN BUSCH-თან, რომელიც ავტო მომსახურების სადგურებისთვის, პროფესიონალური აღჭურვილობის სანდო და კომპეტენტური მიმწოდებელია.

ზემოთ ხსენებული ბრენდების გარდა, GEZ MOTORS, MANN-FILTER-ის, Hengst-ის, FILTRON-ის, Yiğit Akü-ს და აზიის სხვადასხვა ბრენდების სატვირთო და ავტობუსის საბურავებს ჰყიდის.

GEZ MOTORS-ი დღეს

 

დღეს GEZ MOTORS გთავაზობთ საავტომობილო, მოტოციკლების, მძიმე მანქანების, სამრეწველო და საზღვაო საპოხი მასალების სრულ ასორტიმენტს, მანქანის მოვლის საშუალებებს და საწვავის და ზეთის დანამატების ფართო სპექტრს. საქართველოს საავტომობილო საპოხი მასალების ბიზნეს სექტორში, ჩვენ ერთ-ერთი ლიდერი ვართ. უფრო მეტიც, GEZ MOTORS ადგილობრივ ბაზარზე, სატვირთო და ავტობუსის საბურავების სეგმენტში მნიშვნელოვანი აქტორია. ჩვენ მუდმივად ვზრდით PCR-ის, SUV-ისა და LT-ის ბრენდების და პროდუქციის ასორტიმენტს, ვინაიდან მიზნად ვისახავთ, რომ პროდუქციის ამ ჯგუფში, 2024 წლის ბოლომდე, ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი ვიყოთ. სამუხრუჭე სისტემებისა და სათადარიგო ნაწილების გარდა, ჩვენ ავტომობილების ფილტრების სრულ ასორტიმენტს გთავაზობთ.

ჩვენ გვჯერა, რომ ბაზრის გაყიდვების სეგმენტაცია არის მნიშვნელოვანი პროცესი, გაყიდვების წარმატებული არხების და ცალკეული მარკეტინგული სტრატეგიების ჩამოსაყალიბებლად, რათა მიესადაგოს მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიას, განსხვავებული საჭიროებებით, ინტერესებით, ბიუჯეტით, ან სხვა ატრიბუტებით. აქედან გამომდინარე, ჩვენ გამოვყავით ბაზრის სამი ძირითადი სეგმენტი და წარმატებით ვახორციელებთ გაყიდვებს საბითუმო, კორპორატიულ და საცალო გაყიდვების სეგმენტებში.

ჩვენ კორპორატიულ და საცალო მომხმარებლებს, პროდუქციის სრულ ასორტიმენტს და პროდუქტებთან დაკავშირებულ მომსახურებას ვთავაზობთ სამგზავრო ავტომობილებისთვის, სპორტული მანქანებისთვის და მსუბუქი კომერციული მანქანებისთვის. კომპანია GEZ MOTORS-ის თბილისის შოურუმებსა და ავტომომსახურების ფილიალებში, 35 000-მდე საცალო და 400 კორპორატიულ მომხმარებელს ემსახურება. საქართველოს მასშტაბით, ჩვენ 500-მდე საბითუმო სავაჭრო პარტნიორი გვყავს.

ჩვენი მუდმივი განვითარების სტრატეგიიდან გამომდინარე, 2020 წელს GEZ MOTORS-ისთვის საცალო გაყიდვებისა და მომსახურების პუნქტების ახალი კონცეფციის ჩამოყალიბების შესახებ, გადაწყვეტილება მივიღეთ. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი მომხმარებელი ჩვენი ღირებული აქტივია. ჩვენ მზად ვართ, კლიენტები მომსახურების განსაკუთრებული ხარისხით უზრუნველვყოთ და მათი საჭიროებები, ჩვენს მთავარ პრიორიტეტად ვაქციოთ. 2021 წლის 5 დეკემბერს, ჩვენ ბაზარზე შევიტანეთ შოურუმისა და ავტოსერვისის სრულიად ახალი კონცეფცია. GEZ MOTORS-ის ახალი კონცეფციის ფუნდამენტური იდეა - „ჩვენ ის თქვენთვის შევქმენით“, მომხმარებლის კომფორტზეა ორიენტირებული. თანამედროვე დიზაინის შოურუმი, მაღალი ხარისხის სერვისთან ერთად - ეს ყველაფერი, შოურუმის ნებისმიერი სტუმრისთვის, ელეგანტურ და კომფორტულ ატმოსფეროს ქმნის.

ღირებულებები

GEZ MOTORS პრიორიტეტს ანიჭებს ღირებულებებს, რომლებიც პოზიტიურ, მოტივაციურ და ინკლუზიურ სამუშაო გარემოს ქმნის. ჩვენ გვჯერა შემდეგი ძირითადი ფასეულობების, რომლებიც ჩვენი გუნდის წევრებმა, ჩვენთან უნდა გაიზიარონ: ხელმისაწვდომი, ამაღელვებელი, პატივისცემა, პატიოსნება და გამჭვირვალობა.

ხელმისაწვდომი: ჩვენ ვცდილობთ, შევქმნათ ატმოსფერო, სადაც ყველა თავს კომფორტულად და თავდაჯერებულად იგრძნობს, რაც ხელს უწყობს, მიმართონ ერთმანეთს შეკითხვით, ან ინიციატივით. ჩვენი გუნდი ღია, მეგობრული და მარტივი ურთიერთობით გამოირჩევა. ჩვენთან ადამიანებს ვაიძულებთ, თავი კომფორტულად იგრძნონ და ადვილად მოვიპოვებთ მათს ნდობას. ჩვენთან წახალისებულია ღია კომუნიკაცია და ვქმნით გარემოს, რომელიც ხელს უწყობს თანამშრომლობას და ხელმისაწვდომობას. ის ფიზიკურადაც კი არის დანერგილი ჩვენი შოურუმის კონცეფციაში.

ამაღელვებელი: ჩვენ ვთვლით, რომ ნებისმიერი პროცესი გამოცდილებაა. ჩვენ დიდ ძალისხმევას ვდებთ, რათა შევქმნათ გამოცდილება, რომელიც საინტერესო და დასამახსოვრებელი იქნება GEZ MOTORS-ის ნებისმიერი დაინტერესებული მხარისთვის. როდესაც პროცესები შინაგანად საინტერესოა თანამშრომლებისთვის, ისინი სავსე არიან ენთუზიაზმით, რათა საერთო მიზნისთვის მაქსიმუმი გააკეთონ. როდესაც ჩვენი მომხმარებლისთვის, ჩვენს შოურუმში ვიზიტი საინტერესოა, ის ყოველთვის შეეცდება, დაბრუნდეს და შთაბეჭდილება სხვებს გაუზიაროს. ჩვენ ვცდილობთ, აღფრთოვანება ყოველდღიური მუშაობის ნაწილად ვაქციოთ, რათა მოტივაცია არ დავკარგოთ და უკეთესობისკენ ერთად ვისწრაფოთ.

პატივისცემა: პატივისცემა ჩვენი კომპანიის ღირებულებების გულშია. ჩვენ ხელს ვუწყობთ ინკლუზიურ და მხარდამჭერ გარემოს, სადაც განსხვავებები მისაღებია, რათა ყველამ იგრძნოს, რომ მას უსმენენ და აფასებენ. ჩვენთვის პრიორიტეტულია თანაგრძნობა და ჩვენს კომპანიაში პატივისცემის კულტურას აქტიურად ვავითარებთ.

პატიოსნება: პატიოსნება ნებისმიერ მხარესთან, ურთიერთსასარგებლო და გრძელვადიანი თანამშრომლობის საფუძველია. ჩვენ ვაფასებთ ერთიანობას და ჩვენს ყველა ურთიერთობაში, მაღალ ეთიკურ სტანდარტებს ვიცავთ. ჩვენი გუნდის წევრებს ვახალისებთ, იყვნენ გულწრფელები თავიანთ კომუნიკაციაში, თუნდაც წარუმატებლობის შემთხვევაში, რაც პატიოსნების წყალობით, ნდობის დამყარებას და შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

გამჭვირვალობა: ჩვენ მზად ვართ, ვიყოთ გამჭვირვალე ჩვენს საქმიანობაში, გადაწყვეტილების მიღების პროცესებში და ურთიერთობაში. ჩვენ გვჯერა ინფორმაციის ღიად და დროულად გაზიარების, იმის უზრუნველსაყოფად, რომ თანამშრომლები და დაინტერესებული მხარეები, კარგად იყვნენ ინფორმირებულნი ჩვენი მიზნების, პროგრესისა და გამოწვევების შესახებ. ჩვენ ვაფასებთ გამჭვირვალობას, როგორც ჩვენს ბიზნეს პარტნიორებს, ჩვენს თანამშრომლებს, მომხმარებლებს და ჩვენ შორის ნდობისა და ავტორიტეტის გაძლიერების საშუალებას. ყველა პროცესის გამჭვირვალობა, ერთ-ერთი მთავარი პუნქტია, რომელიც ჩვენს შოურუმშია ილუსტრირებული.

  

 

გამოიწერეთ სიახლეები