×
 
საიტის გამოყენების წესები და პირობები
  1. 1.    შესავალი

    1.1.   წინამდებარე ხელშეკრულება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არეგულირებს ურთიერთობას ინტერნეტმაღაზია სს „კაუკაზუს ოტომოუტივ რითეილ“ ს/ნ:206264512)-სა (შემდგომში „ინტერნეტმაღაზია“/ „მიმწოდებელი“) და მის მომხმარებელს შორის (ორივე ერთად - „მხარეები“).

    1.2.   შეთანხმებაზე ხელმოწერით, „მომხმარებელი“ ადასტურებს, რომ დეტალურად გაეცნო შეთანხმების პირობებს და გამოხატავს თანხმობას, რომ „მომხმარებლის“ მიერ „ინტერნატმაღაზიის/მიმწოდებლის“ ნებისმიერი სახის საქონლის ან/და მომსახურების შეძენის შემთხვევაში, იმოქმედებს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული პირობები.

    1.3.   მომხმარებელი უფლებამოსილია, ნების თავისუფლების საფუძველზე, უარი განაცხადოს წარმოდგენილ წესებსა და პირობებზე, რაც ნიშნავს ინტერნეტმაღაზიის მომსახურებით სარგებლობაზე უარის თქმას.

    1.4.   წინამდებარე ხელშეკრულების წესებისა და პირობების დაცვით, მომხმარებელი აფორმებს შეკვეთას, ხოლო ინტერნეტმაღაზია მას გადასცემს შეთანხმებულ პროდუქციას შეთანხმებული საზღაურის სანაცვლოდ. მომხმარებელი პროდუქციის შეძენისას სარგებლობს ინტერნეტმაღაზიის/მიმწოდებლის პარტნიორი ბანკის და საფოსტო სერვისების პროვაიდერი კომპანიის მომსახურებით, აღნიშნული კომპანიების მომსახურებასა და მის ხარისხზე ინტერნეტმაღაზიის/მიმწოდებლის პასუხისმგებლობა არ ვრცელდება .

    1.5.   ინტერნეტმაღაზია/მიმწოდებელი “ უფლებამოსილია ცალმხრივად ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილება წინამდებარე შეთანხმებაში, რის შესახებაც ინფორმაციას განათავსებს ვებ-გვერდზე - http://gezmotors.ge/ .

    1.6.   ინტერნეტმაღაზია/მიმწოდებელი აფრთხილებს მომხმარებელს, რომ კომპანია GEZ MOTORS ოფიციალურ  ვებ-გვერდს წარმოადგენს:http://gezmotors.ge/. შესაბამისად  ნებისმიერი სხვა მსგავსი ან/და მიმსგავსებული ვერ-გვერდიდან პროდუქციის გამოწერის შემთხვევაში მიმწოდებელი იხსნის ნებისმიერ პასუხისმგბელობას.

     

    2.    რეგისტრაცია

    2.1.   მომხმარებელი ინტერნეტმაღაზიის საიტზე რეგისტრაციითა და შესაბამისი ველების შევსებით გამოთქვამს თანხმობას, რომ მისი პერსონალური ინფორმაცია მიიღოს და კანონის შესაბამისად დაამუშავოს მიმწოდებელმა.  მიმწოდებლის ვებ-გვერდზე რეგისტრაციის შემდგომ მომხმარებელი შექმნის თავის პირად ანგარიშს და მიიღებს შესაბამისი ლოიალურობის ბარათს, რომელზედაც პერიოდულად გავრცელდება მიმწოდებლის ფასდაკლებები.

    2.2.   მომხმარებელი ადასტურებს, რომ არის საქართველოს კანმდებლობის შესაბამისად სრულწლოვანი (18 წელს მიღწეული პირი) და არ აქვს შეზღუდული სამოქალაქო ნების გამოხატვის თავისუფლება;

    2.3.   მომხმარებელი თანხმობას აცხადებს, პერსონალურ მონაცემთა შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, მომხმარებლის ანგარიშში დააფიქსიროს ისეთი პირადი ინფორმაცია, როგორიცაა  სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ავტომობილის მოდელი, ელ-ფოსტა, ტელეფონის ნომერი;

    2.3.1. წინამდებარე მონაცემების შევსებით და წინამდებარე ხელშეკრულების პირობებზე თანხმობის გამოთქმით, მომხმარებელი გამოთქვამს თანხმობას, მიმწოდებელმა მის მიერ მითითებული საკონტაქტო საშუალებები გამოიყენოს პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის და  გაუგზავნოს სარეკლამო ხასიათის შეტყობინებები;

    2.3.2. მომხმარებელი ვალდებულია ანგარიშში მიუთითოს სწორი პირადი ინფორმაცია, მათ შორის პროდუქციის მიწოდების ადგილი. არასწორი ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს;

    2.4.   მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაიცვან კონფიდენციალურობის პრინციპი და არ გადასცენ მესამე პირებს ინფორმაცია, რომელიც გამჟღავნდა წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.

    2.5.   მომხმარებლის მიერ განხორციელებული ნებისმიერი შეკვეთა და მასთან დაკავშირებული ინფორმაცია ითვლება კონფიდენციალურად.

     

     

    3.    გამოწერა/შეკვეთის განხორციელება

    3.1.   მომხმარებელი ვებგვერდზე ირჩევს სასურველ პროდუქციას და გამოხატავს მისი შესყიდვის ნებას. მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა პროდუქცია შეიძინოს შემდეგი ფორმით:

    3.1.1. მის მიერ უშუალოდ ვებგვერდზე შექმნილი ანგარიშიდან.

    3.2.   მომხმარებელი უფლებამოსილია, პროდუქციის შერჩევისას გამოიყენოს ვებგვერდზე მითითებული “პროდუქციის  ძებნის ინსტრუმენტი”.

    3.2.1. ინტერნეტმაღაზიის/ მიმწოდებლის ვებ-გვერდზე სასურველი პროდუქციის არჩევის შემდგომ მომხმარებელი  გადადის პროდუქციის შეძენის პანელში, სადაც მას საშუალება აქვს ინტერნეტმაღაზიის/მიმწოდებლის პარტნიორი ბანკის გამოყენებით გადაიხადოს მითითებული პროდუქციის ღირებულება და შემდგომში ისარგებლოს სს საქართველოს ფოსტის მიწოდების სერვისით.

    3.2.2. ინტერნეტმაღაზია პასუხისმგებლობას არ იღებს ბანკის ვებ-გვერდზე გადასვლის შემდგომ მომხმარებლის მიერ მითითებული ინფორმაციის დაცვაზე, აღნიშნულზე სრული პასუხისმგბელობა ეკისრება თავად პროვაიდერ ბანკს.

     

    4.    მიწოდება

    4.1.   მომხმარებლის მიერ შეკვეთის გაფორმებისა და ღირებულების გადახდის შემდეგ, ინტერნეტმაღაზია ვალდებულია, გადასცეს მომხმარებელს შეთანხმებული პროდუქცია;

    4.2.   მომხმარებელი შეკვეთის გაფორმებისას ირჩევს შეკვეთის მიწოდების მეთოდებიდან ერთ-ერთს და აფიქსირებს მას ვებგვერდზე. მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს შემდეგი მეთოდები:

    4.2.1. მომხმარებლის მიერ საკუთარი ხარჯებით პროდუქციის გატანა ნივთის გაცემის პუნქტიდან;

    4.2.2. მიწოდება მომხმარებლის მიერ განსაზღვრულ მისამართზე. ასეთ შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია, მიუთითოს მისამართი სათანადო გრაფაში; მითითებული მისამართის სიზუსტესა და ავთენტურობაზე სრულად პასუხისმგებელია თავად მომხმარებელი;

    4.3.   თუ მომხმარებელი აირჩევს წინამდებარე ხელშეკრულების 4.2.1. პუნქტით გათვალისწინებულ პროდუქციის მიღების მეთოდს, კერძოდ, გამოხატავს სურვილს, თავად გაიტანოს პროდუქცია, იგი უფლებამოსილია, გაიტანოს პროდუქცია შეკვეთის გაფორმებიდან არაუგვიანეს  5  (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.

    4.3.1. თუ მომხმარებელი დაარღვევს პროდუქციის გატანის ათდღიან ვადას, მას ერთმევა ნივთის გადაცემის მოთხოვნის უფლება და გადახდილი თანხიდან უბრუნდება მხოლოდ თანხის ნაწილი, გადახდილის თანხის 10%-ის გამოკლებით, რაც წარმოადგენს პირგასამტეხლოს ნივთის გატანის ვადის დარღვევისათვის.

    4.3.2. ინტერნეტმაღაზია შეკვეთის მიღების და გადახდის შემდგომ არაუგვიანეს 1 (ერთი) კალენდარული დღის ვადაში მოამზადებს შეკვეთას სს საქართველოს ფოსტისთვის გადასაცემად. კერძოდ, უზრუნველყოფს პროდუქციის შეფუთვას ყველა არსებული სტანდარტების დაცვით, რაც საჭიროა პროდუქციის უსაფრთხო გადასაზიდად. შეკვეთის მომზადების შემდგომ შეკვეთა გადაეცემა სს საქართველოს ფოსტას მომხმარებელთან მიტანის მიზნით;

    4.3.3. ინტერნეტმაღაზიის მიერ მომზადებული შეკვეთის სს საქართველოს ფოსტისთვის გადაცემის შემდგომ  პროდუქციის დაზიანების ან/და განადგურების რისკი სრულად გადადის საფოსტო მომსახურების პროვაიდერ კომპანიაზე, შესაბამისად  დაგვიანებული მიწოდების, პროდუქციის დაზიანებით მიწოდების ან გადაზიდვისას პროდუქციის განადგურების შემთხვევაში მომხმარებელმა პრეტენზია უნდა წაუყენოს საფოსტო მომსახურების პროვაიდერ კომპანიას;

    4.3.4. იმ შემთხვევაში, თუკი შეთანხმებულ დროს მომხმარებელი მიმწოდებლის კურიერს არ დახვდება მითითებულ მისამართზე, მომხმარებელი ჩაბარების მცდელობის ყოველი მომდევნო ანალოგიური შემთხვევისას დამატებით აანაზღაურებს საკურიერო მომსახურების საფასურს.

    4.3.5. თუ მომხმარებელისათვის პროდუქციის გადაცემის 3 (სამი) მცდელობა უშედეგოდ დასრულდება, მაშინ მომხმარებელი ვალდებულია, გაიტანოს ნივთი თავისი ხარჯით ნივთის გაცემის პუნქტიდან 5 (ხუთი) კალენდარული  დღის ვადაში და, ამასთანავე, გადაიხადოს უშედეგო მიტანის საფასური. თუ მომხმარებელი არ შეასრულებს აღნიშნულ ვალდებულებას, მაშინ ონლაინ მაღაზიას უფლება აქვს, დაუქვითოს მომხმარებელს წინასწარ გადახდილი თანხიდან უშედეგო მიტანის საფასური და პირგასამტეხლო ნივთის ღირებულების 10%-ის ოდენობით და დარჩენილი თანხა დაუბრუნოს მომხმარებელს. თუ მომხმარებელს არ აქვს წინასწარ გადახდილი ნივთის საფასური, მაშინ ონლაინმაღაზია უფლებამოსილია, მოსთხოვოს მას ზემოაღნიშნული თანხების გადახდა.

    4.4.   მომხმარებელი პასუხისმგებელია მის მიერ სწორი მისამართის მითითებაზე. თუ მომხმარებელი მიუთითებს არასწორ მისამართს და, შესაბამისად, კურიერი მიწოდებას განახორციელებს არასწორ მისამართზე, მომხმარებელს დაეკისრება, როგორც მითითებულ მისამართზე, ასევე სწორ მისამართზე მიტანის ხარჯების გადახდის ვალდებულება.

    4.5.   მომხმარებელზე გადადის პროდუქციაზე საკუთრების უფლება მისი გადაცემის მომენტიდან.

     

    5.    გადახდა

    5.1.   პროდუქციის შესყიდვაზე ნების გამოხატვის შემდეგ მომხმარებელი იხდის პროდუქციის საფასურს, რომელიც მითითებული არის ვებ-გვერდზე.

    5.1.1. თუ მომხმარებელი გამოხატავს სურვილს წინამდებარე ხელშეკრულების 4.2.2. პუნქტში მითითებული საკურიერო სერვისით სარგებლობის, პროდუქციის საფასურს დაემატება მიწოდების საფასური, რომელიც განისაზღვრება ცალკეული პროდუქციის ტიპითა და მიმწოდებლის მიერ მითითებული მისამართის გათვალისწინებით.

    5.1.2. პროდუქციის მიწოდების საფასური ვებ-გვერდზე გამოისახება მას შემდეგ, რაც მომხმარებელი მიუთითებს პროდუქციის მიწოდებისათვის სასურველ მისამართს;

    5.2.   ანგარიშსწორება ხორციელდება, მომხმარებლის მიერ პროდუქციის შეკვეთისას მის მიერ შერჩეული ერთ-ერთი მეთოდით:

    5.2.1. ონლაინ, უნაღდო ანგარიშსწორებით, ერთიანი გადახდით, რომელიც ხორციელდება ვებგვერდის მეშვეობით;

    5.2.1.1.        უნაღდო ანგარიშსწორების ვალდებულება შესრულებულად ითვლება მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე თანხის აღრიცხვის მომენტიდან.

    5.2.2.  ნაღდი ანგარიშსწორების გზით, პროდუქციის გადაცემისთანავე.

    5.3.   იმ შემთხვევაში, თუკი მომხმარებელი აფორმებს შეკვეთას მომხმარებლის ანგარიშის მეშვეობით, იგი გადახდის მეთოდს აფიქსირებს ვებ-გვერდზე. 

    5.4.   მომხმარებელს არ აქვს უფლება, მოითხოვოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული, გადახდილი საფასურის დაბრუნება ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფუძვლის გარეშე.

     

    6.    მომხმარებლის პრეტენზიები

    6.1.   იმ შემთხვევაში, თუკი მიწოდებული პროდუქცია განსხვავდება მომხმარებლის მიერ შეკვეთილი პროდუქციისაგან მიმწოდებლის ბრალით, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯით მიაწოდოს მომხმარებელს შეკვეთილი პროდუქცია და მიწოდების ხარჯი აანაზღაუროს სრულად. მომხმარებელი გადაიხდის მხოლოდ შეკვეთილი პროდუქციის ღირებულებას.

    6.2.   იმ შემთხვევაში, თუკი მიწოდებული პროდუქცია არ შეესაბამება მომხმარებლის სურვილს მომხმარებლის ბრალით (მაგალითად, მომხმარებლის შეცდომის შემთხვევაში), მომხმარებელი ვალდებულია დამატებით გადაიხადოს განმეორებითი ტრანსპორტირების ღირებულება. გადასახდელი თანხა ასევე შეიცვლება იმ პროდუქციის ღირებულებათა სხვაობის მიხედვით, რომელიც მომხმარებელმა შეუკვეთა და რომლის შეკვეთაც მომხმარებელს სურდა.

    6.3.   მომხმარებელი ვალდებულია პროდუქციის მიღებისთანავე შეამოწმოს არის თუ არა მის მიერ მიღებული პროდუქცია ის, რაც მან შეუკვეთა/რისი შეკვეთაც მას სურდა, სხვა შემთხვევაში, იგი არ არის უფლებამოსილი ისარგებლოს წინამდებარე ხელშეკრულების 6.1., 6.2., 6.3. პუნქტებით გათვალისწინებული უფლებებით.

    6.4.   მომხმარებელი უფლებამოსილია პროდუქციის მიღებიდან 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში შეატყობინოს მიმწოდებელს პროდუქციის ნაკლის შესახებ.

    6.4.1. მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან 2 (ორი) სამუშაო  დღის ვადაში შეამოწმობს პროდუქცია და თუ იგი აღმოჩნდება ნაკლიანი, ნაკლის  აღმოჩენიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში მიმწოდებელი ვალდებულია თავისი არჩევანით გამოასწოროს ნაკლი ან შეცვალოს იგი იმავე სახის პროდუქციით. ნაკლის გამოსწორებასთან დაკავშირებული მიწოდების დამატებითი ხარჯები ეკისრება მიმწოდებელს;

    6.4.2. თუ ნაკლის გამოსწორება ან ნივთის ჩანაცვლება არის შეუძლებელი ან თუკი ეს მოითხოვს შეუსაბამოდ დიდ ხარჯებს., მიმწოდებელი უფლებამოსილი უარი თქვას ნაკლიანი ნივთის ნაკლის გამოსწორებაზე ან შეცვლაზე. ასეთ შემთხვევაში, მიმწოდებელი მომხმარებელს დაუბრუნებს ნაკლოვანი პროდუქციის ღირებულებას.

    6.4.3. მითითებული ვადის, 2 (ორი) სამუშაო დღის გასვლის შემდეგ, ნივთის ნაკლის შესახებ პრეტენზიები არ მიიღება და მიმწოდებელი თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან. 

    6.5.   მომხმარებელი არ არის უფლებამოსილი დააბრუნოს ან გადაცვალოს მიღებული პროდუქცია ან მოითხოვოს მის მიერ გადახდილი საფასურის დაბრუნება, გარდა წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

     

    7.    საავტორო უფლებები

    7.1.   ვებგვერდზე განთავსებულ ნებისმიერ მასალაზე, მათ შორის ვიზუალურ თუ აუდიო მასალაზე, ფოტოზე, ვიდეოზე და ა.შ. საავტორო უფლებები ეკუთვნის მიმწოდებელს. მომხმარებელი არ არის უფლებამოსილი გამოიყენოს, გაავრცელოს, ან ისარგებლოს მითითებული მასალით მიმწოდებლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, ან სხვა რაიმე ფორმით დაარღვიოს მიმწოდებლის საავტორო უფლებები.

    8.    მხარეთა პასუხისმგებლობა და პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება

    8.1.    მხარეებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის ამ ხელშეკრულებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

    8.2.   მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან, თუ მათი მხრიდან ვალდებულების დარღვევა გამოწვეული არის დაუძლეველი ძალის მოქმედებით (ფორს-მაჟორი) ან ისეთი გარემოებით, რომლის გათვალისწინება და აღკვეთა მხარეების ძალებს აღემატებოდა;

    8.2.1. ხელშეკრულების მიზნებისთვის პასუხისმგებლობისგან გამათავისუფლებელ გარემოებებად ჩაითვლება, სტიქიური მოვლენები, გაფიცვები, საბოტაჟი ან სხვა საწარმოო არეულობა, სამოქალაქო მღელვარება, ომი, სამხედრო მოქმედებები, ბლოკადა, აჯანყება, მიწისძვრა, მეწყერების ჩამოწოლა, ეპიდემია, წყალდიდობა და სხვა მსგავსი მოვლენები, რომელიც არ ექვემდებარება მხარეთა კონტროლს და რომელთა თავიდან აცილებაც მათ მიერ შეუძლებელია;

    8.2.2. ხელშეკრულებების პირობების დარღვევა ფორსმაჟორული გარემოებების დადგომის გამო არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას;

    8.2.3. მხარეები ვალდებული არიან დაუძლეველი ძალის არსებობის შედეგად ვალდებულების შესრულების შეუძლებლობის შესახებ შეატყობინონ მეორე მხარეს დაუყოვნებლივ. დაუყოვნებლის შეტყობინების შეუძლებლობის შემთხვევაში, პირველივე შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 7 დღისა ასეთი გარემოების წარმოშობიდან. აღნიშნულ ვადაში შეტყობინების განუხორციელებლობის შემთხვევაში, დამრღვევ მხარეს უფლება არ აქვს, პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების მიზნით, მიუთითოს ასეთ გარემოებებზე, თუ შეტყობინების გაუგზავნელობა არ იყო გამოწვეული ამ გარემოებებით;

    8.2.4. იმ შემთხვევაში თუ ფორსმაჟორული გარემოების ხანგრძლივობა 30 (ოცდაათი) დღეზე მეტ ხანს გაგრძელდა ან მისი დადგომისთანავე ცხადი გახდა, რომ მოქმედება 30 (ოცდაათი) დღეზე მეტ ხანს გაგრძელდება, მხარეები წყვეტენ ხელშეკრულების მოქმედების მიზანშეწონილობის საკითხს. მხარეების შეუთანხმებლობის შემთხვევაში, გადაწყვეტილებას შეწყვეტის შესახებ, იღებს მხარე, რომლის მიმართაც ჯეროვნად არ სრულდება ვალდებულება. ხელშეკრულების ამგვარი შეწყვეტის დროს მხარეები შეძლებისდაგვარად გონივრულ ვადებში ასწორებენ ყველა ადრე არსებულ ვალდებულებებს ერთმანეთის მიმართ.

     

    9.    ხელშეკრულების ძალაში შესვლა და შეწყვეტა

    9.1.   ხელშეკრულება ძალაში შედის მომხმარებლის მიერ სათანადო წესით, ელექტრონული გზით, მასზე თანხმობის გამოხატვის მომენტიდან და მოქმედებს მხარეთა მიერ ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე;

    9.2.   წინამდებარე ხელშეკრულების  ვადამდე შეწყვეტა შესაძლებელია:

    9.2.1.      მხარეთა მიერ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ნებისმიერ დროს;

    9.2.2.      მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების უხეში დარღვევის შემთხვევაში, თუკი მეორე მხარის მიერ დანიშნული დამატებითი გონივრული ვადის ამოწურვის შემდეგაც არ ასრულებს ვალდებულებას ჯეროვნად;

    9.2.3.      ამ ხელშეკრულებით და/ან კანონმდებლობით გათვალიწინებულ შემთხვევებში.

    10.  დავების გადაწყვეტის წესი

    10.1.   ნებისმიერი დავა, რაც წარმოიშვება ამ ხელშეკრულებიდან ან ამ ხელშეკრულებასთან კავშირში, მათ შორის ნებისმიერი კითხვა მისი არსებობის, კანონიერების, განმარტების, აღსრულების, დარღვევის ან შეწყვეტის შესახებ უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით;

    10.2.   თუ მოლაპარაკებას აზრი არ აქვს ან თუ მოლაპარაკებამ შედეგი არ გამოიღო, მხარეთა შორის ნებისმიერი დავა, წარმოშობილი წინამდებარე ხელშეკრულებიდან ან მასთან დაკავშირებით, განხილვისა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით გადაეცემა სასამართლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

     

    11.  ზოგადი დებულებები

    11.1.   მომხმარებელი, რომელიც მინიმუმ ერთ პროდუქციას შეიძენს ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით, იღებს ლოიალურობის ბარათს, რომელიც შემდგომში შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს როგორც ფასდაკლების ბარათი;

    11.2.   „მიმწოდებლის“ ლოიალობის ბარათის „მომხმარებლისთვის“ გადაცემა ითვალისწინებს „მომხმარებლისთვის“ უფლებამოსილების მინიჭებას ბარათის და „მომხმარებლის“ პიროვნების მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტის ან მხოლოდ „მომხმარებლის“ პიროვნების მაინდენტიფიცირებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში, მონაწილეობა მიიღოს „კომპანიის“ მიერ გამოცხადებულ აქციებში და აღნიშნული აქციების ფარგლებში მიიღოს საქონელი/მომსახურება ან/და ისარგებლოს ლოიალობის ბარათის გაცემისა და სარგებლობის წესით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებებით. „მომხმარებლის“ პიროვნების მაიდენტიფიცირებელ დოკუმენტად მიიჩნევა საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გაცემული ნებისმიერი სახის დოკუმენტი, სადაც მითითებულია პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ფოტოსურათი და დოკუმენტის მოქმედების ვადა. სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მქონე პირი ან/და საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი ვალდებულია ბარათთან ერთად წარმოადგინოს პასპორტი.

    11.3.   ლოიალობის ბარათი გაიცემა კონკრეტულ „მომხმარებელზე“, შესაბამისად, დაუშვებელია „მომხმარებლის“ მიერ ბარათის სხვა პირზე გადაცემა.

    11.4.   წინამდებარე    ხელშეკრულების  რომელიმე   მუხლის ბათილად ცნობა ზეგავლენას არ ახდენს  ამ  ხელშეკრულების  დანარჩენი   მუხლების   ნამდვილობაზე, თუ ხელშეკრულება დაიდებოდა ბათილი პირობის გარეშეც.

    11.5.   ნებისმიერი საკითხი, რომელიც განსაზღვრული არ არის ამ ხელშეკრულებით, წყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

    11.6.   წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი შეტყობინება ან სხვა კომუნიკაცია უნდა წარიმართოს წერილობით ამ ხელშეკრულების რეკვიზიტებსა და მომხმარებლის ანგარიშში მითითებულ საკომუნიკაციო საშუალებებზე შეტყობინების გაგზავნის ან ნებისმიერი სხვა ფორმით, თუ იგი იძლევა საშუალებას ადრესატის მიერ შეტყობინების მიღების დამტკიცებისა.

გამოიწერეთ სიახლეები