×

 

       

რა არის გეზ მოტორს ქარდი

გეზ მოტორს ქარდი არის გეზ მოტორსის ფასდაკლების ბარათი - იმისათვის, რომ გახდეთ გეზ მოტორს ქარდის მფლობელი, საჭიროა კომპანიის ნებისმიერ ფილიალში მიიღოთ პროდუქტი ან მომსახურება. გეზ ბარათი საშუალებას გაძლევთ დაზოგოთ თანხა და ისარგებლოთ სპეციალური შეთავაზებებით და აქციებით.

კომპანია ორი ტიპის ფასდაკლების ბარათს გთავაზობთ, ვერცხლის 5%-იანი ბარათი (Silver) და ოქროს 10%-იანი ბარათი (Gold). პირველ ეტაპზე მომხმარებელს გადაეცემა, 5%-იანი ფასდაკლების ბარათი, ხოლო 1500 ქულის დაგროვების შემდგომ (1 ლარი = 1 ქულას) კი გოლდ ბარათი. გეზ ქარდის წარდგენის შემდგომ, ფასდაკლებას მიიღებთ ჩვენს ნებისმიერ ფილიალში.

ბარათის მომსახურების პირობები

11.1.   მომხმარებელი, რომელიც მინიმუმ ერთ პროდუქციას შეიძენს ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით, იღებს ლოიალურობის ბარათს, რომელიც შემდგომში შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს როგორც ფასდაკლების ბარათი;

11.2.   „მიმწოდებლის“ ლოიალობის ბარათის „მომხმარებლისთვის“ გადაცემა ითვალისწინებს „მომხმარებლისთვის“ უფლებამოსილების მინიჭებას ბარათის და „მომხმარებლის“ პიროვნების მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტის ან მხოლოდ „მომხმარებლის“ პიროვნების მაინდენტიფიცირებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში, მონაწილეობა მიიღოს „კომპანიის“ მიერ გამოცხადებულ აქციებში და აღნიშნული აქციების ფარგლებში მიიღოს საქონელი/მომსახურება ან/და ისარგებლოს ლოიალობის ბარათის გაცემისა და სარგებლობის წესით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებებით. „მომხმარებლის“ პიროვნების მაიდენტიფიცირებელ დოკუმენტად მიიჩნევა საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გაცემული ნებისმიერი სახის დოკუმენტი, სადაც მითითებულია პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ფოტოსურათი და დოკუმენტის მოქმედების ვადა. სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მქონე პირი ან/და საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი ვალდებულია ბარათთან ერთად წარმოადგინოს პასპორტი.

11.3.   ლოიალობის ბარათი გაიცემა კონკრეტულ „მომხმარებელზე“, შესაბამისად, დაუშვებელია „მომხმარებლის“ მიერ ბარათის სხვა პირზე გადაცემა.

11.4.   წინამდებარე    ხელშეკრულების  რომელიმე   მუხლის ბათილად ცნობა ზეგავლენას არ ახდენს  ამ  ხელშეკრულების  დანარჩენი   მუხლების   ნამდვილობაზე, თუ ხელშეკრულება დაიდებოდა ბათილი პირობის გარეშეც.

11.5.   ნებისმიერი საკითხი, რომელიც განსაზღვრული არ არის ამ ხელშეკრულებით, წყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

11.6.   წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი შეტყობინება ან სხვა კომუნიკაცია უნდა წარიმართოს წერილობით ამ ხელშეკრულების რეკვიზიტებსა და მომხმარებლის ანგარიშში მითითებულ საკომუნიკაციო საშუალებებზე შეტყობინების გაგზავნის ან ნებისმიერი სხვა ფორმით, თუ იგი იძლევა საშუალებას ადრესატის მიერ შეტყობინების მიღების დამტკიცებისა.

 

 

 

გამოიწერეთ სიახლეები