×
შეცვალე ზეთი დროულად და დარჩი უსაფრთხო მხარეს

შეცვალე ზეთი დროულად და დარჩი უსაფრთხო მხარეს

04 ნოემბერი 2023

შენ უკვე...

-       დააყენე ზამთრის საბურავები ! - შემოწმებულია !
-       შეავსე გაგრილების სისტემა ანტიფრიზით & საქარე მინის სითხე? - შემოწმებულია !
-       შეამოწმე აკუმულატორი? - შემოწმებულია !
-       შეამოწმე საქარე მინის ჩოთქები? - შემოწმებულია !
-       იზრუნე ავტომობილის ვიზუალზე? - შემოწმებულია !
-       დარწმუნდი, რომ ძრავის ზეთი კარგ მდგომარეობაშია? ...

 

თუ დარწმუნებული არ ხარ, შენი ავტომობილის ძრავის ზეთის მდგომარეობაში როდესაც ამას კითხულობ, მაშინ სასწრაფოდ უნდა იმოქმედო: ისარგებლე გეზ მოტორსის პროფესიონალური სერვისით, რომელიც დაგეხმარება, რომ დაიცვა საკუთარი ავტომობილის ძრავი ყველა პრობლემებისგან ზამთრის ცივ დღეებში. 

თუ მოკლე მანძილზე გიწევს მგზარობა ! დიდხანს ნუ დაელოდები !

ალბათ ყველას გვახსოვს იზოლაციის პერიოდი (ლოკდაუნი) როდესაც მხოლოდ სახლიდან გვიწევდა მუშაობა, ამ ფაქტმა მნიშვნელოვნად გაზარდა, მცირე მანძილზე მოგზაურთა რიცხვი. მაგრამ დროის მცირე ინტერვალით ავტომობილით გადაადგილება არ ნიშნავს იმას, რომ ავტომწარმოებლის რეკომენდაციის გარდა, არ უნდა შევამოწმოთ ავტომობილისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტი - ძრავის ზეთი !

მიზეზი: საწვავი ან კონდესატი შეიძლება დაგროვდეს ზეთში, განსაკუთრებით მაშინ როდესაც, მცირე დისტანციებზე მოძრაობის დროს, ძრავი ვერ ასწრებს ცივ ამინდში, შესაბამის ტემპერატურამდე გაცხელებას. შესაბამისად ეს იწვევს ძრავის ზეთის ნაადრევს დაბერებას და სამუშაო რესურსის, ეფექტურობის დაკარგვას. ეს ყველაფერი კი აისახება ზეთის უნარზე, რომ ეფექტურად მოახდინოს ძრავის შეპოხვა.

ასევე, თუ ტემპერატურა 0 გრადუს ჩამოცდა, არსებობს ძრავის გაყინვის რისკიც და მნიშვნელოვანია რომ დროულად შევამოწმოთ ანტიფრიზით. პროფესიონალთა გუნდით დაკომპლექტებული სერვის ცენტრის რჩევები, დაგეხმარებათ თქვენი ავტომობილისათვის ყველა მნიშვნელოვანი სერვისის დროულად ჩატარებაში და აგაცილებთ მნიშვნელოვან ფინანსურ ხარჯებს თავიდან.

პროფესიონალური რჩევა:
თუ ზეთის შეცვლა გადაწყვიტე, მაშინ აუცილებლად უნდა გირჩიოთ ძრავის გამორეცხვა, რათა მთლიანად მოვაშოროთ თქვენი ავტომობილის ძრავს, ძველი ზეთის ნადები და ჭუჭყი, რათა მაქსიმალურად გავზარდოთ ახალი ზეთის სამუშაო რესურსი და ეფექტურობა. ამაში კი LIQUI MOLY-ის Motor Clean-ი დაგვეხმარება.

გარდა, იმისა რომ ჩვენ უნდა გამოვრეცხოთ ძრავი და ჩავასხათ უმაღლესი ხარისხის ზეთი, ძრავის მაქსიმალური დაცვისათვის, შეგვიძლია გამოვიყენოთ Cera Tec-ი. ანტიფრიქციული დანამატი, რომელიც ძრავში კერამიკული მიკრონაწილაკების მოქმედების წყალობით, მნიშვნელოვნად ამცირებს ძრავის მეტალის დეტალების ხახუნს. რის შედეგადაც იზრდება ძრავის სამუშაო რესურსის დრო და დანამატის წყალობით, შეგვიძლია მაქსიმალური ვადით შევინარჩუნოთ ძრავის, მეტალის ცვეთადი ნაწილების ეფექტურობა.


გამოიწერეთ სიახლეები