×
გადაცემათა კოლოფის ზეთი შესაცვლელია? - სიმპტომები

გადაცემათა კოლოფის ზეთი შესაცვლელია? - სიმპტომები

14 ნოემბერი 2022

არ იცით, როგორ განსაზღვროთ, რომ ტრანსმისიაში ზეთი შესაცვლელია? - გავრცელებული პრობლემები, რომელიც ტრანსმისიაში სითხის დაბალი დონის ან ზეთის არ შეცვლით წარმოიქმნება. 

➤ რატომ არის გადაცემათა კოლოფის სითხე მნიშვნელოვანი?

ავტომობილის სატრანსმისიო სითხე მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებს, რათა შეუფერხებელი მუშაობა უზრუნველყოს. ის მონაწილეობს ძრავის სიმძლავრის ბორბლებამდე გადაცემის პროცესში და გადაცემათა კოლოფის სისტემის, ნაწილების შეზეთვისა და გაგრილების მისია აკისრია.

რა სიმპტომები ახასიათებს, გადაცემათა კოლოფში ზეთის შეცვლის დაგვიანებას, ან ნაკლებობას? - გარდა იმიას რაც ვიდეოში ავღწერეთ, ავტომობილი ცდილობს, რომ მიგვანიშნოს გარკვეული პრობლემის არსებობაზე. ტრანსმისიის გაუმართავ კომპონენტს და სითხის გაჟონვას, თქვენი ავტომობილის დაზიანება შეუძლია. იმისათვის, რომ ტრანსმისიის ძვირადღირებული რემონტის საჭიროება აიცილოთ თავიდან, უნდა გახსოვდეთ ის ნიშნები, რომლებიც სითხის ნაკლებობას მოჰყვება. წარმოგიდგენთ ტრანსმისიაში სითხის მცირე დონის ყველაზე გავრცელებულ სიმპტომებს, რომელთა ამოცნობაც უნდა შეგეძლოთ:

თუ გადაცემის საფეხურების შეცვლისას, მანქანა ტემპს კარგავს, მოულოდნელი გადართვა მაღლა, ან დაბლა, გადართვის წინ ბრუნვების მკვეთრი ზრდა, უცნაური ხმები გადართვისას და სიჩქარის შეცვლის არამდგრადობა - ეს ყველაფერი იმავე პრობლემის ნიშნებია. ყველა ეს სიმპტომი, ტრანსმისიაში სითხის ნაკლებობაზე მიგანიშნებთ და გეუბნებათა, რომ გადახურების რისკის წინაშე ხართ. გარდა ამისა, ისინი შეიძლება მიანიშნებდეს, რომ მნიშვნელოვანი ფრიქციული დეტალები და ტრანსმისიის ლენტები, გადაცემის სრულყოფილად ჩართვას ვერ ახერხებს. ეს კი ნიშნავს, რომ უკვე სახეზეა სისტემის მნიშვნელოვანი დაზიანება.

○ გადახურებული ტრანსმისია: თუ შეამჩნევთ სიმძლავრის ვარდნას, ან ავტომობილი ბოლს უშვებს, გრძნობთ დამწვრის სუნს, ან გადაცემები არათანაბრად ირთვება, მაშინ გაჩერება აუცილებელია. ეს ყველაფერი იმის ნიშანია, რომ თქვენი ტრანსმისია გადახურდა, რადგან მასში სითხის დონე შემცირდა. თუ თქვენ ამ დროს, მართვას გააგრძელებთ, მაშინ ტრანსმისიას სერიოზული დაზიანების რისკის ქვეშ დააყენებთ.

○ გადაცემის გადართვის დაგვიანება: თუ თქვენს ტრანსმისიაში სითხე ცოტაა, მაშინ „დრაივზე“ და „რევერსზე“ გადართვისას, შესამჩნევ პაუზას (2-3 წამიანს) დააფიქსირებთ. ამის მიზეზი ისაა, რომ გადაცემის გადართვის ჰიდრავლიკურ სისტემაში წნევა დაბალია. 

არარეგულარული გადართვები: ტრანსმისიაში სითხის ნაკლებობის კიდევ ერთი სიმპტომი, გადაცემების გადართვის არარეგულარობაა. თუ გადაცემების გადართვა აგვიანებს, არარეგულარულია, აჩქარება ახასიათებს, ან ვარდება, ამას ადვილად მიხვდებით. სითხის ნაკლებობა, გადაცემების გადართვისას არასტაბილურობას იწვევს.

○ გადართვა შეუძლებელია: როდესაც თქვენს ტრანსმისიაში სითხე “E” ნიშნულზეა, გადაცემების გადართვა შეუძლებელი ხდება. შეავსეთ ავზი შესაბამისი სითხით, რათა დროებით აღმოფხვრათ პრობლემა. ამის შემდეგ, თქვენ მანქანა მომსახურების ცენტრში უნდა მიიყვანოთ, სადაც პრობლემის დიაგნოსტირებას ჩაატარებენ. 

ტრანსმისიის დაზიანება: თუ თქვენ ტრანსმისიაში სითხის შემცველობის სიმპტომებიდან რომელიმეს მას შემდეგ დააფიქსირებთ, რაც სითხის ავზს შეავსებთ, მაშინ ტრანსმისიის გარემონტება, ან შეცვლა მოგიწევთ.

გარდა ამისა, კიდევ უამრავი სიმპტომი არსებობს, თუ როგორ უნდა აღმოვაჩინოთ გადაცემათა კოლოფის გაუმართაობა, ასე რომ თუ თქვენს ავტომობილის რაიმე პრობლემა აღმოაჩნდება, აუცილებლად ეწვიეთ მომსახურების ცენტრს. 

 

 


გამოიწერეთ სიახლეები