×
ავტომობილში უხარისხო ბენზინი ჩაგვისხეს?

ავტომობილში უხარისხო ბენზინი ჩაგვისხეს?

24 ივლისი 2021

როგორ მოვიქცეთ თუ ავტომობილში უხარისხო ბენზინი ჩაგვისხეს? - სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში შევხვედრივართ სიტუაციას, როდესაც არაბრენდულ ბენზინგასამართ სადგურზე, უხარისხო საწვავი ჩაუსხიათ და ავტომობილი ამ მიზნით დაზიანებულა. ბენზინის უხარისხობის მიზეზი ხშირ შემთხვევაში მინარევებია, რომელიც გავლენას ახდენენ ძრავის მუშაობაზე: ლითონის შემცველი კომპონენტები, სპირტი და ა.შ

➤ დაბალი ხარისხის საწვავის შემჩნევა ძალიან მარტივია:

○ ავტომობილს უჭირს დაქოქვა
○ იზრდება საწვავის მოხმარება
○ ავტომობილი კარგავს ძალას
 იზრდება გამონაბოლქვი
 მცირდება განვლილი მანძილი

თუ დაუყოვნებლივ არ მიიღებთ ზომებს, უხარისხო ბენზინმა შეიძლება გამოიწვიოს: ძრავის მნიშვნელოვნად დაზიანება, შემდგომ პრობლემის აღმოფხვრა კი გაცილებით დიდ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული.

გერმანული ბრენდის, LIQUI MOLY-ის ბენზინის და დიზელის სისტემის დანამატები.

მაგრამ შეგიძლიათ თავი აარიდოთ მსგავს პრობლემებს და უხარისხო საწვავის გამოყენების შემდგომ, გაწმინდოთ  საწვავის სისტემა სრულად. LIQUI MOLY-ი აწარმოებს სხვადასხვა პროფილაქტიკურ დანამატებს, რომელიც შექმნილია სპეციალურად ავტომობილის დაცვისა და მოვლისათვის. 


გამოიწერეთ სიახლეები