სამუხრუჭე სითხის შეცვლა LIQUI MOLY Brake Fluid Tronic-ის მეშვეობით
მუხრუჭის სითხის სერვისი დღეს იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. მიზეზი მარტივია: დამუხრუჭების სისტემების სირთულის მატებასთან ერთად, იზრდება მოთხოვნები მუხრუჭის სითხეებისა და მათი შეცვლის სპეციფიკაციების მიმართ.
და მაინც, რატომ არის სამუხრუჭე სითხის შეცვლა აუცილებელი? სამუხრუჭე სითხის დროული შეცვლა არ არის მხოლოდ რეკომენდაცია - ეს თქვენი და თქვენი ავტომობილის უსაფრთხოების გარანტიაა
სამუხრუჭე სითხის დროული შეცვლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან მას ახასიათებს ჰიგროსკოპულობა, რაც იმას ნიშნავს, რომ სითხე დროთა განმავლობაში ჰაერიდან აქტიურად იწოვს ტენს. მასში წყლის შემცველობის მატება დაბლა სწევს სითხის დუღილის ტემპერატურას, რაც პირდაპირ აისახება მუხრუჭების ეფექტურობაზე.
ამ პროცესმა შეიძლება გამოიწვიოს ე.წ. „ორთქლის საცობის“ წარმოქმნა: ინტენსიური დამუხრუჭებისას სისტემა ძლიერად ცხელდება და სითხეში არსებული წყალი იწყებს აორთქლებას. წარმოქმნილი ჰაერის ბუშტუკები, სითხისგან განსხვავებით, ადვილად იკუმშება, რის გამოც მუხრუჭის პედალზე დაჭერისას ძალა აღარ გადაეცემა მექანიზმს და ავტომობილი შესაძლოა საერთოდ არ გაჩერდეს. გარდა ამისა, სითხეში დაგროვილი წყალი იწვევს სამუხრუჭე სისტემის შიდა ლითონის კომპონენტების, მათ შორის ცილინდრებისა და მილების კოროზიას, რაც საბოლოოდ სისტემის ძვირადღირებულ დაზიანებამდე მიდის.
თანამედროვე ავტომობილები აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური სამუხრუჭე სისტემებით, რომლებიც ბევრად სცდება ტრადიციულ მექანიზმებს. ABS და ESP უზრუნველყოფენ მაქსიმალურ კონტროლს, თუმცა ეს შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც მუხრუჭის სითხე თავის ფუნქციას საიმედოდ ასრულებს. სწორედ ამიტომ, პროფესიონალური სერვისი აუცილებელია – LIQUI MOLY Brake Fluid Tronic-ით კი ეს პროცესი განსაკუთრებით ეფექტური, უსაფრთხო და მარტივია.
LIQUI MOLY Brake Fluid Tronic არის პროფესიონალური მოწყობილობა, რომელიც სპეციალურად შეიქმნა მუხრუჭის სითხის შესაცვლელად და ჰიდრავლიკური სისტემების დასაჰაერებლად.
რით არის ის გამორჩეული?
მართვის თანამედროვე ტექნოლოგია: პროცესების ზუსტი წარმართვისთვის
წნევის ელექტრონული კონტროლი: ნაკადის მუდმივი წნევის შესანარჩუნებლად
ჰერმეტულობის ტესტი და შეწოვის ფუნქცია: მაქსიმალური უსაფრთხოების გარანტია
ციფრული დისპლეი: წნევის ჩვენება და ავტომატური რეგულირება სტაბილური მუშაობისთვის
ინტუიციური მართვა: გათვლილია ერთ ადამიანზე – ზოგავს დროსა და რესურსებს
გაცნობებთ, რომ გეზ მოტორსის ფილიალებში უკვე შეგიძლიათ ისარგებლოთ აღნიშნული სერვისით. დაგვიკავშირდით: 032 2 403 403