საჭიროა დიზელის ძრავში დანამატების გამოყენება?
მუდმივი სრულყოფის მიუხედავად, დიზელის თანამედროვე ძრავებს ნაკლი მაინც აქვს. დიზელის საწვავის წვის პროცესი, ბენზინთან შედარებით, „ჭუჭყიანია“. დიზელის წვისას, ჭვარტლი და თანმდევი ნამწვი წარმოიქმნება, რომლებიც საწვავის გაფრქვევის პროცესს აუარესებს. ამიტომ, წვის პროცესი არასრულყოფილი და „ჭუჭყიანია“. ეს ნორმალური პროცესია, რომელსაც თვითონ საწვავის და ამ ტიპის ძრავის თავისებურებანი იწვევს. ეკოლოგიის თანამედროვე ნორმების დასაკმაყოფილებლად, ძრავი დამატებითი სისტემებით აღიჭურვება, რომლების დანიშნულებაც, ეკოლოგიის გაუმჯობესებაა. ასეთია EGR სარქველი, რომელმაც აზოტის ოქსიდების კონცენტრაციის შემცირებას უნდა შეუწყოს ხელი. ასევე მავნე ნაწილაკების ფილტრი, რომლის სახელიც მის დანიშნულებაზე მიგანიშნებთ.
➤ EGR სარქველი შემდეგნაირად მუშაობს: გამონაბოლქვი აირის ნაწილი, სარქველის მეშვეობით შემშვებ კოლექტორში მიემართება და ამგვარად, წვის კამერაში ტემპერატურას ამცირებს. შედეგად, მცირდება აზოტის ოქსიდების კონცენტრაცია. მაგრამ არსებობს უარყოფითი მხარეც. შემშვებ სარქველში ასევე ხვდება საწვავის და ზეთის დაუწვავი ნარჩენები, რაც შემშვებ მილში და სარქველებზე ნამწვის გაძლიერებულ წარმოქმნას იწვევს. ამასთან, რაც მეტია ავტომობილის გარბენი, მით მეტი პრობლემა იქმნება.
ნაწილაკების ფილტრი დროის 90%-ის განმავლობაში, ჭვარტლის დაგროვებაზე მუშაობს. როგორც კი ის აივსება, მართვის ბლოკმა დაუყოვნებლივ უნდა ჩართოს გამოწვის რეჟიმი. ამ პროცესის გასააქტიურებლად, რამდენიმე პირობაა შესასრულებელი: ავტომობილი უნდა მოძრაობდეს. ამასთან, ძრავის ბრუნვები უნდა იყოს საშუალო, ან უფრო მეტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოწვის პროცესი არ დაიწყება. საცობების პირობებში, გამოწვა შეუძლებელია და ჭვარტლი ფილტრში ნორმაზე მეტად გროვდება. ამგვარად, ფილტრი სრულად იჭედება. დაბინძურებისგან გასაწმენდად, დეტალები ახლით უნდა შეიცვალოს. ეს კი ძვირი სიამოვნებაა. არსებობს სხვა გზა - პროფილაქტიკა.
საჭიროა თუ არა დიზელში დანამატების გამოყენება? ამ საკითხს ყველა დამოუკიდებლად წყვეტს. ზოგი ოფიციალურ მომსახურებას მიმართავს და დროს და ფულს ხარჯავს. არიან ისეთებიც, ვინც აღნიშნულ პროცესებში ერკვევა და აქვს თანხის დაზოგვის სურვილი. ასეთები დანამატებით სარგებლობენ. დიზელის დანამატებს შეუძლია არამხოლოდ ჩამოთვლილი პრობლემების აღმოფხვრა, არამედ ძრავის სამუშაო რესურსის გაზრდაც.
გასული ათწლეულის მაგალითი: EURO 4 ნორმების შემოღებით, დიზელის საწვავში გოგირდის შემცველობა შეიზღუდა. გოგირდი კი საპოხი კომპონენტია. ამის შედეგად, ზოგიერთი მწარმოებელი, საწვავის აპარატურის გაზრდილი ცვეთის პრობლემას აწყდება. თუმცა ეს პრობლემა, საწვავის აპარატურის კონსტრუქციის სრულყოფით და დიზელის საწვავში დამატებითი საპოხი კომპონენტების დამატებით გადაიჭრა. მაგრამ სანამ ეს მოხდებოდა, ზოგმა ავტო მწარმოებელმა, მათ შორის, „იაგუარ ლენდ როვერმა“ და „კიამ“, ავტომფლობელებს დიზელის საწვავის დანამატები შესთავაზეს, რომლებიც მაღალი წნევის საწვავის ტუმბოს მუშაობის ხანგრძლივობას ზრდის.
კომპანია LIQUI MOLY, რომელიც 1957 წელს, რუდოლფ დიზელის სამშობლოში დაარსდა, უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია, დიზელის საწვავისთვის, სხვადასხვა დანამატს აწარმოებს. მათ შორის არის კომპლექსური, ასევე კონკრეტული დანიშნულების დანამატები. რომელი პრობლემების მოგვარება შეუძლია დიზელის დანამატებს?:
○ პირველი პრობლემა - ყველაზე გავრცელებულია პრობლემა ყინვაში ძრავის დაქოქვაა. დიზელის საწვავის თავისებურება ისეთია, რომ დაბალი ტემპერატურისას, მასში პარაფინის კრისტალები წარმოიქმნება, რომლებიც საწვავის ფილტრს ჭედავს. ამ პრობლემას უმკლავდება დანამატი Diesel Fliss Fit (ანტიგელი), რომელსაც Liqui Moly აწარმოებს. ამ ანტიგელის მოლეკულები, პარაფინის კრისტალების წარმოქმნას და ზრდას უშლის ხელს, რის შედეგადაც, უარყოფითი ტემპერატურისას, დიზელის საწვავის გაფილტვრადობა უმჯობესდება. სხვაგვარად რომ ითქვას, ყინვაში ანტიგელის გარეშე ნორმალური ექსპლუატაცია შეუძლებელია.
○ მეორე პრობლემა - დიზელის საწვავის დაბალი ცეტანური რიცხვი. ეს მაჩვენებელი საწვავის ხასიათს განსაზღვრავს. ეს რიცხვი რაც უფრო მაღალია, მით სწრაფად და რბილად ხდება აალება და მით უფრო მძლავრია ძრავი. მაღალი ცეტანური რიცხვის მქონე დიზელის საწვავის წარმოება ძვირი ჯდება. ამიტომ, საწვავის მწარმოებლები ეკონომიურ გზას ირჩევენ. დიზელის საწვავის ცეტანური რიცხვის გაზრდა შეუძლია Liqui Moly-ს მიერ წარმოებულ უნივერსალურ დანამატს, მაგალითად, Langzeit Diesel Additiv-ს (არტიკული 2355) ან Speed Diesel Zusatz-ს (არტიკული 1975).
○ მესამე პრობლემა - დაბინძურებული ფრქვევანა, რისი სიმპტომებიცაა საწვავის ხარჯის ზრდა, ბოლი, მიმღებიანობის შემცირება, საწვავში ზეთის მოხვედრა. ძრავისთვის ბოლო განსაკუთრებით სახიფათოა, რადგან ამ დროს ხდება ზეთის განზავება, რამაც შესაძლოა, ძრავის დაზიანება გამოიწვიოს. Liqui Moly Diesel Spulung ფრქვევანების დაბინძურებას ეფექტურად ებრძვის.
○ მეოთხე პრობლემა - „მშრალი“ საწვავი EURO 4-6. თუ დიზელის საწვავს გოგირდის შენაერთებს მოვაშორებთ, მივიღებთ საწვავის ტიპს, რომელსაც სპეციალისტები „მშრალს“ უწოდებენ. დიზელში საპოხ დანამატებს მხოლოდ მსხვილი ნავთობ კომპანიები ურევენ. უფრო წვრილ მწარმოებლებს ამის შესაძლებლობა არ აქვთ. ამიტომ, ძრავის დაცვაზე თავად ავტომობილის მფლობელმა უნდა იზრუნოს. ცვეთისგან დასაცავად, Liqui Moly ორ დანამატს უშვებს. ესაა Diesel Schmier-Additiv (არტიკული 7504), კლასიკური მაღალი წნევის საწვავის ტუმბოსთვის (ასეთების რიცხვი ძალიან შემცირებულია) და Diesel Systempflege (არტიკული 7506), მაღალი წნევით შეფრქვევის თანამედროვე სისტემებისთვის (Common Rail).
○ მეხუთე პრობლემა - ნაწილაკების ფილტრის დაბინძურება. ნაწილაკების ფილტრის გამოწვას (რეგენერაციას) დანამატი Diesel Partikelfilter Schutz (არტიკული 2298). აიოლებს. ეს დანამატი მიეწოდება საწვავის ავზში. მისი წვისას წარმოიქმნება აქტიური ნივთიერებები, რომლებიც აღწევს ნაწილაკების ფილტრში და მუშაობს, როგორც კატალიზატორი. მისი მეშვეობით, დაგროვილი ჭვარტლი, ჩვეულებრივზე დაბალი ტემპერატურის დროსაც გამოიწვება.
პასუხი კითხვაზე - „რა საჭიროა დიზელში დანამატები?“ - აშკარაა. დანამატი საწვავის ნაკლის აღმოფხვრას უზრუნველყოფს. ასევე შეუძლია საექსპლუატაციო პირობების კორექტირება, გარემოს დაცვა და ძრავის რესურსის გახანგრძლივება. საჭიროა, თუ არა ეს - თავად ავტომფლობელმა უნდა გადაწყვიტოს.