×
ძრავის ზეთი არასწორად შეარჩიეთ?

ძრავის ზეთი არასწორად შეარჩიეთ?

02 სექტემბერი 2022

რა ხდება როდესაც ძრავის ზეთს არასწორად არჩევთ თქვენი ავტომობილისათვის? - მიუხედავად იმისა, რომ საავტომობილიო ზეთისა და მათი სწორად შერჩევის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტში ხელმისაწვდომია, მაინც ძნელია იმის გარკვევა, რომელი ზეთი უნდა შევურჩიოთ ავტომობილის ძრავს სწორი მუშაობისა და ეფექტურობისათვის.

რა ხდება მაშინ, როდესაც ძრავის ზეთს არასწორად ვარჩევ?: 

○ უჭირს ცივ ამინდში დაქოქვა - თუ ზეთის სიბლანტე არასწორად შევარჩიეთ (სიბლანტე მაღალია) ავტომობილს უჭირს დაქოქვა, განსაკუთრებით ცივ ამინდში, რადგან ზეთის სიბლანტე არ აძლევს ძრავს საშუალებას ეფექტურად მოახდინოს ყველა დეტალის შეზეთვა, რაც ძრავისგან მოითხოვს დამატებით დატვირთვას. დროთა განმავლობაში კი მცირდება ძრავის სამუშაო რესურსი. 

○ ავტომობილი მოიხმარს მეტ საწვავს - ძრავის ზეთის არასწორი შერჩევის დროს, ძრავის მუშაობის ეფექტურობა მცირდება, იზრდება ძრავის დატვირთვა. დატვირთვის პირობებში კი ძრავს მუშაობისათვის მეტი საწვავი სჭირდება. 

○ ხმაური - არასწორად შერჩეული ძრავის ზეთის დროს, საკმარისად არ ხდება მეტალის დეტალების შეზეთვა, რა დროსაც იზრდება დეტალების ხახუნი რაც საბოლოო ჯამში წარმოქმნის ძრავის ხმაურს. გარდა იმისა, რომ ძრავი ხმაურით მუშაობს, ძრავის არასწორი მუშაობა ამცირებს ძრავის სამუშაო რესურსს. 

იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ ძრავის დაზიანების პრობლემა, აუცილებელია სწორად შევარჩიოთ ძრავის ზეთი. მივმართოთ სერვის ცენტრს, რომელიც მწარმოებლის რეკომენდაციის გათვალისწინებით, ზუსტად შეარჩევს ძრავის ზეთსს, ავტომობილის ძრავის ხანგრძლივი და ეფექტური მუშაობისათვის. 


გამოიწერეთ სიახლეები