×
ორმაგი დაცვა 50 000 კმ-მდე. რა არის Cera Tec?

ორმაგი დაცვა 50 000 კმ-მდე. რა არის Cera Tec?

17 ივნისი 2023
ფიზიკური და ქიმიური დაზიანებისგან, ოპიმალური დამცავი საშუალება. 

CERATEC დამზადებულია თხევადი მოლიბდენის ბაზაზე და გამდიდრებულია მიკრო კერამიკული დანამატების პაკეტით. ამ უნიკალური კომბინაციის შედეგათ CERATEC მაქსიმალურად ამცირებს ძრავის მეტალის დეტალების ხახუნსა და ცვეთას. 

CERATEC არის სუსპენზია, რომელიც დაფუძნებულია მიკროკერამიკულ მყარ საზეთ მასალაზე და მინერალურ ზეთში არსებულ ქიმიურ აქტიურ აგენტებზე. პროდუქტის გამოყენება საკმაოდ მარტივია: ძრავის ზეთის შეცვლისას შესაძლებელია, ახალ ზეთთან ერთად CERA TEC-ის ჩასხმაც. 300 მლ შეფუთვა საკმარისია 5 ლიტრამდე ძრავის ზეთისათვის, რომელის ოპტიმალური ოდენობა, ზეთის მთლიანი ოდენობის დაახლოებით 6%-ია. 

CERATEC-ს დამატება ხდება ნებისმიერ ძრავში, ნებისმიერ ძრავის ზეთში დამოუკიდებლათ გარბენისა ან საწვავისა. დანამატი არ შედის ქიმიურ რეაქციაში ზეთთან. განსხვავებით სხვა ამავე კლასის დანამატებისგან, ის პირდაპირ ედება ძრავის დეტალების მეტალის ზედაპირს და ავსებს დაზიანებულ ზედაპირს. ფაქტობრივად შემდეგი 50000 კმ  პერიოდში ხდება მეტალის შემადგენელი ნაწილიები დაცული, ცვეთის საწინააღმდეგო შრით. ამის შედეგათ ის აფერხებს მეტალის ზედაპირის პირდაპირ კონტაქტს, ძრავის ექსპლუატაციისას ნებისმიერ სამუშაო რეჟიმში და ტემპერატურაზე, ყველაზე ექსტრემალურ პირობებშიც კი, იცავს ძრავს გადახურებისგან და უზრუნველყოფს იდეალურ შეზეთვას.

○ ირევა ნემისმიერი სიბლანტის და მწარმოებლის ძრავის ზეთში.
○ კერამიკული დანამატის მეშვეობით 35%-ით ამცირებს ძრავის მეტალის დეტალების ცვეთას
○ მნიშვნელოვნად მატებს ძრავის კომპრესიას.
○ უძლებს როგორც ძალიან დაბალ აგრეთვე ძალიან მაღალ ტემპერატურას.
○ ამცირებს საწვავის მოხმარებას ძრავის სტაბილური მუშაობის შედგად.
○ ხშირად გამოიყენება ტურბირებულ ძრავებში.
○ აფერხებს ძრავის დაზიანებას ექსტრემალურ სიტუაციებში.
○ შეიცავს რა, მხოლოდ 0.5 მკმ-იან ნაწილაკებს, ის აბსოლუტურად თავსებადია ყველა ფილტრთან.
○ Cera Tec თვითშერევადია და ყველა სტანდარტული ძრავის ზეთთანაა თავსებადი.

➤ დადასტურებული ეფექტურობა

პროდუქცია არის საიმედოობა, ეფექტურობა და უმაღლესი ხარისხი - წარმადობა, რომელიც დამოუკიდებელმა ინსტიტუტმა უნდა გამოსცადოს: Automobil-Prüftechnik-Landau GmbH (APL)-მ გამოსცადა Cera Tec.
საიმედოობა, ეფექტურობა, უმაღლესი ხარისხი, წარმადობა - დამოუკიდებელმა ინსტიტუტმა Automobil-Prüftechnik-Landau GmbH (APL) CERA TEC-ზე კვლევა ჩაატარა. APL-ის ექსპერტებმა დაადგინეს ზეთების საპოხი თვისების დატვირთვაზე დამოკიდებულების მაჩვენებელი. კბილანების კიდეებს შორის, გორვა და სრიალი ერთდროულად ხდება. არახელსაყრელი საექსპლუატაციო პირობების გამო, საპოხი აპკი კბილანების კიდეებს შორის შეიძლება დაიშალოს. ეს იწვევს კიდეების ხანმოკლე ლოკალურ შერწყმას და დაშლას. წარმოიქმნება ე.წ. ნაცვეთები, რომლებიც კბილანების კიდეების ზედაპირს აზიანებს.

ტესტირების პროცესი: ავტომობილის დეფორმაციაზე გამოცდის სტენდზე, სატესტო ზეთი შერეული იყო 6% CERA TEC-თან. ყოველი ტესტის შემდეგ, გადაცემათა კოლოფის კბილანებზე, თანმიმდევრობით იზრდებოდა წონა და, შესაბამისად, დატვირთვა. ექსპერიმენტის მიზანი იყო, დამაზიანებელი დატვირთვის მიღწევა. ეს დონე მიიღწევა მაშინ, როდესაც კბილანებზე მიყენებული ყველა ზიანის ჯამი 20 მილიმეტრზე მეტია. ამის შემდეგ, ტესტი მთავრდება. ეტალონურმა ზეთმა მიაღწია დაზიანების ძალის 4 დონემდე. ხოლო Cera Tec-თან შერეულმა ზეთმა, მე-9 დონემდე, რაც ორმაგ დონეზე მეტია. Cera Tec საგრძნობლად ზრდის ძალის რეზერვს, რაც ადასტურებს ცვეთის საწინააღმდეგო დაცვას, წვრილი კერამიკული ნაწილაკებით

ასე აჯამებს შედეგებს დიპლომირებული ინჟინერი პიტერ კუნცი, ტესტირების პროცესის ხელმძღვანელი. კუნცის თავდაპირველი სკეპტიციზმი გაქრა '' ტესტების შემდეგ გაოცებული დავრჩი. პროდუქტმა ყველაფერს გაუძლო და მე ნამდვილად ვგულისხმობ ყველაფერს, ის საუკეთესოა''

➤ რა არის APL?

1989 წელს დაარსებული APL Group-ი უზრუნველყობს უმაღლესი ხარისხის ტესტირებებს, რომლის კლიენტები არიან ცნობილი კომპანიები საავტომობილო ინდუსტრიიდან, ავტომწარმებლები, ავტომობილების კომპონენტების, საცხებ-საპოხი მასალების და დანამატების მწარმოებლები, რომელთათვისაც ხარისხი მნიშვნელოვანი და უზრუნველყოფენ მაღალი დონის ტესტირებებს პროდუქტზე რათა მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის პროდუქტი შესთავაზონ. ძრავების და კომპონენტების თითქმის 145 უახლეს სატესტო მოწყობილობაზე, 1800-ზე მეტი თანამშრომელი, ყოველდღიურ რეჟიმში გაზომვის უახლეს ტექნოლოგიებს იყენებს.


გამოიწერეთ სიახლეები