რატომ არის ანტიფრიზი მნიშვნელოვანი ზამთარში?
➤ რა არის ანტიფრიზი?
სანამ გავიგებთ რატომ არის მნიშვნელოვანი ანტიფრიზი, მოდით განვიხილოთ რა არის და რისგან შედგება იგი. ანტიფრიზი შედეგება გლიკოლისაგან - გლიკოლის კომპონენტი, როგორც წესი, შედგება ეთილენგლიკოლის ან პროპილენგლიკოლისგან. საერთო ჯამში ეს კომპონენტები დიდ როლს ასრულებენ, ავტომობილის შეუფერხებელი მოძრაობისათვის ზამთარში და უზრუნველყობენ, ძრავის ყინვისაგან ეფექტურ დაცვას. განსხვავება ამ ორი შემადგენელი ელემენტების ანტიფრიზზს შორის უმნიშვნელოა: პროპილენ გლიკოლით წარმოებული ანტიფრიზი ახალი ალტერნატივაა, რომელიც ამ ეტაპზე გამოიყენება და იგი ნაკლებად ტოქსიკურია, განსხვავებით ეთილენგლიკოლისა, რომელიც თავისი შემადგენლობით მეტად ტოქსიკურია.
➤ რატომ არის ანტიფრიზი მნიშვნელოვანი?
რატომ არის მნიშვნელოვანი ანტიფრიზის გამოყენება ზამთრის ცივ დღეებში? ანტიფრიზი უზრუნველყობს ძრავის ტემპერატურის კონტროლს, ზამთარში გარე ტემპერატურის მკვეთრი დაცემის დროს, ანტიფრიზი იცავს ძრავს გაყინვისაგან და ქმნის ძრავის მუშაობისათვის, შესაბამის სამუშაო გარემოს. თუ თვლით, რომ ანტიფრიზის გამოყენება ნაკლებ მნიშვნელოვანია, ჩამოვთვალოთ ავტომობილის ძვირადღირებული კომპონენტები, რომლებმაც შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს ანტიფრიზის არგამოყენებამ/ნაკლებობამ ძრავში: წყლის ტუმპო, რადიატორი, ცილინდი, დამაკავშირებელი მილსადენები, (ე.წ შლანგები). ასე, რომ მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ ანტიფრიზზს, რადგან შეიძლება ერთ-ერთ ყველაზე საჭირო სითხეთ ჩაითვალოს ავტომობილის სწორად და გამართულად ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად.
➤ რა პერიოდულობით არის აუცილებელი ანტიფრიზის შეცვლა?
ამის გასარკვევათ საუკეთესო გზა, ავტომწარმოებლის მიერ გაცემული რეკომენდაციის გათვალისწინებაა. ზოგიერთი ავტომწარმოებელი, ანტიფრიზის შეცვლას საკუთარი ბრენდის ქვეშ წარმოებულ ავტომობილებზე 3 წელიწადში ერთხელ გვირჩევს, ზოგიერთი კი 5 წელიწადში ერთხელ. ასევე მნიშვნელოვანია ზამთრის დადგომასთან ერთად, შემოწმდეს ანტიფრიზის დონე და ავტომობილში ის ყოველთვის ნორმის ფარგლებში იყოს, რადგან მწარმოებლის რეკომენდაციის გარდა, ანტიფრიზის მუშაობის ეფექტურობა ავტომობილის გარბენზეცაა დამოკიდებული. იმისათვის, რომ სწორად შევარჩიოთ ანტიფრიზი ავტომობილისათვის, აუცილებელია, რომ ვესტუმროთ კომპეტენტურ ავტოსერვისს ცენტრს და მივიღოთ რჩევები პროფესიონალი რჩევები.
მარტივად ვისაუბროთ ანტიფრიზის გამოყენების შემთხვევაში მიღებულ ეფექტსა და არ გამოყენების შემთხვევაში მიღებულ პრობლემებზე
იმისათვის, რომ სწორად შეარჩიოთ ანტიფრიზი თქვენი ავტომობილისათვის, შეგიძლიათ მიმართოთ გეზ მოტორსის სერვის ცენტრს, სადაც პროფესიონალი კონსულტანტები დაგეხმარებიან ზუსტად შეარჩიოთ რეკომენდებული ანტიფრიზი თქვენი ავტომობილისთვის.