რა არის LIQUI MOLY-ის დანამატები?
შესაძლებელია დანამატების დახმარებით პრობლემის მოგვარება? - LIQUI MOLY-ის დანამატების გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ თავი აარიდოთ სერვის ცენტრებში სიარულს და დაზოგოთ ფული. მაგალითად: როდესაც ვაწყდებით პრობლემას, რომელიც დაკავშირებულია საწვავის სისტემის დაბინძურებასთან, შეგიძლიათ გამოიყენოთ დანამატების პაკეტი, რომელიც უზრუნველყობს საწვავის სისტემის წმენდას. LIQUI MOLY-ის დანამატების ჩასმხა ძრავსა თუ საწვავის ავზში ძალიან მარტივია და არ საჭიროებს სერვის ცენტრში ვიზიტს.
მოაგვარე პრობლემა მარტივად
დაბინძურებული ძრავი
საწვავის წვის პროცესში, ძრავში წარმოიქმნება მავნე ნაწილაკები, რომელსაც დეპოზიტებს ვუწოდებთ. დროთა განმავლობაში დეპოზიტები ნეგატიურად მოქმედებს ძრავის გამართულ მუშაობაზე, რის შედეგადაც იზრდება საწვავის მოხმარება, გამონაბოლქვი და მცირდება ძრავის ეფექტური მუშაობა. LIQUI MOLY-ის დანამატები უზრუნველყობენ მავნე ნივთიერებების ეფექტურ წმენდას და ეხმარებიან ძრავს ეფექტურ მუშაობაში.
რადიატორიდან სითხის ჟონვა
თუ რადიატორიდან სითხე ჟონავს, დანამატის დახმარებით პრობლემის მოგვარება მარტივია. დანამატი დალუქავს ყველა იმ წერტილს, სადაც ხდება ჟონვა და თქვენ აღარ მოგიწევთ ავტომობილისათვის დამატებითი სერვისის ჩატარება.
საწვავის ხარისხი
თანამედროვე ძრავებისათვის აუცილებელია მაღალი ხარისხის საწვავი. თუმცა ხშირად გვხვდება ბენზინგასამართ სადგურები, რომლებიც ვერ გვთავაზობენ ხარისხიან პროდუქტს, დაბალი ხარისხის საწვავის მოხმარების დროს კი ძრავი ვერ აღწევს სრულ სიმძლავრეს და მუშაობს არაეფექტურად. საწვავის არ იწვის სუფთად, ნარჩენები გროვდება ძრავში, საბოლოო შედეგი კი ძრავის დაზიანებაა. LIQUI MOLY-ის დანამატის წყალობით, შესაძლებელია გაანეიტრალოთ მავნე ნივთიერებები საწვავში და გაზარდოთ ოქტანობის მაჩვენებელი.
ძრავის ზეთის ჟონვა
თუ ავტომობილის ძრავი კარგავს ზეთს, LIQUI MOLY-ის დანამატების დახმარებით შესაძლებელია ამ პრობლემის მოგვარება. ძრავის მეტალის დეტალები და რეზინები დროთა განმავლობაში ზიანდება, კარგავენ ეფექტურობას, რაც იწვევს ძრავიდან ზეთის ჟონვას. დანამატის სპეციალური სითხე, გარსს ედება მეტალის დეტალებს და ქმნის დამცავ ფენას, რომელიც ხელს უშლის ზეთს ჟონვაში.
ეწვიე ჩვენს ონლაინ მაღაზიას და შეარჩიე შენთვის სასურველი პროდუქტი