×
სწორად შერჩეული ძრავის ზეთი, დაბალ ბრუნზე წინსწრებით აალებას აღკვეთს

სწორად შერჩეული ძრავის ზეთი, დაბალ ბრუნზე წინსწრებით აალებას აღკვეთს

11 თებერვალი 2023

შიდაწვის ძრავების ზომების შემცირების გამო, ახალი ფენომენი სულ უფრო ხშირად იჩენს თავს: ესაა დაბალ ბრუნვებზე წინსწრებით აალება (LSPI). LSPI-ს მდგომარეობის წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელია. ამასთან, ის იწვევს ძრავის სერიოზულ დაზიანებას. აქ ჩვენ დაწვრილებით მოვყვებით LSPI-ს შესახებ.

საავტომობილო ძრავები, კანონის შესაბამისად, უნდა გახდეს უფრო სუფთა, შესაბამისად ბაზარი უფრო ეფექტურ ძრავებს მოითხოვს. მეორე მხრივ, წარმადობა უნდა გაიზარდოს. ავტომობილების მწარმოებლები ამას ახორციელებენ ბენზინის ძრავების ზომების შემცირებით და ისეთი ტექნოლოგიების გამოყენებით, როგორიცაა გამონაბოლქვი აირის რეცირკულაცია, კატალიზატორი, ტურბო დამჭირხნები და პირდაპირი შეფრქვევა.

ამ ცვლილებების გამო, ძრავის დატვირთვა მუდმივად იზრდება. ეს, თავის მხრივ, ზრდის ძრავის დაზიანების შანსს. ძრავის დაზიანების მიზეზი ჯერ კიდევ განსჯის საგანია, მაგრამ ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი არის LSPI.

როგორ შევამციროთ LSPi-ი ავტომობილის ძრავზე,  LIQUI MOLY-ის პროდუქტების დახმარებით.

➤ რა არის LSPI?

LSPI არის არასასურველი და უკონტროლო წვა, რომელიც არ უნდა აგვერიოს პინგინგში (სპეციფიკური ხმაური). თანამედროვე ავტომობილები, საწვავის ეფექტურობის მაქსიმალურად გაზრდის მიზნით, მაქსიმალურად მაღალი ბრუნვებით მუშაობენ. დაბალ ბრუნვებზე აჩქარებისას, ძრავზე დატვირთვა უკიდურესად მაღალია. დაბალი ბრუნვების და მაღალი დატვირთვის დროს, TGDI (ბენზინის ტურბო ძრავი, საწვავის უშუალოდ წვის კამერაში შეფრქვევით) ძრავში შეიძლება LSPI მოხდეს.

დაბალ სიჩქარეზე წინასწარი ანთება არასასურველი მოვლენაა, რადგან წვა ხდება შეკუმშვის ტაქტის დროს; მომენტი, როდესაც მუხლა ლილვი აიძულებს დგუშს, ზედა მკვდარი წერტილისკენ იმოძრაოს. შეკუმშვის ტაქტისას, საწვავი წვის კამერაში შედის და გახურებული ნამწვი მის აალებას იწვევს. აირები მანამ იწყებს გაფართოებას, სანამ დგუში ჯერ კიდევ კუმშვის ტაქტს აგრძელებს, რაც წვის კამერაში, წნევის უკიდურესად ზრდას იწვევს.

როდესაც წვა შეკუმშვის ტაქტის დროს ხდება, ამან შეიძლება გამოიწვიოს ძრავის სერიოზული დაზიანება, რადგან დგუში და ქვემოთ არსებული ყველა კომპონენტი, წნევის დარტყმას ღებულობს. იმისათვის, რომ წვის კამერა ნახშირბადის ნაწილაკებისგან თავისუფალი იყოს, ძრავის ზეთს, ცილინდრის კედლიდან ნადების მოშორება უნდა შეეძლოს.

დაზიანებული ბარბაცა
rod
 rod

LSPI-ს შემცირების გადამწყვეტი ფაქტორი, ძრავის სწორი ზეთის არჩევაა. ავტომობილების თითოეული მწარმოებელი თავის სპეციფიკურ ძრავებს ქმნის, რომლებიც თავის მხრივ, საკუთარ ძრავის ზეთს საჭიროებს. დაახლოებით თხუთმეტი წლის წინათ, ძრავების მთელი გამის მომსახურებისთვის, მხოლოდ სამი-ოთხი ძრავის ზეთი იყო საკმარისი. ამჟამად, ათზე მეტი სახის ზეთია საჭირო.

➤ LSPI-ს რისკების მინიმუმამდე შემცირება

დაზიანების და ძვირადღირებული რემონტის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია სწორად შევარჩიოთ ძრავის ზეთი, რომელიც რეკომენდებულია ავტომწარმოებლების მიერ და ცვეთისგან დაცვის უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს.

➤ LIQUI MOLY LSPI აპლიკაცია

LIQUI MOLY LSPI - აპლიკაცია, რომელიც ილუსტრირებულად გვაჩვენებს LSPI-ის ზეგავლენას ავტომობილის ძრავზე და გვიხსნის, LIQUI MOLY-ის რომელი პროდუქტები ეწინააღმდეგება პრობლემას ! 

LIQUI MOLY

გამოიწერეთ სიახლეები