
ჰიდროკომპენსატორების ხმაური: მიზეზი და გამოსავალი
ჰიდრავლიკური არხების გაჭედვამ შეიძლება ძრავს სერიოზული პრობლემები შეუქმნას? თუ პრობლემას ყურადღებას არ მივაქცევთ, მაშინ არსებობს ძრავის დაზიანების რისკი, რაც დამეთანხმებით რომ დიდ ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული. მაგრამ რა არის გამოსავალი? - გერმანული ბრენდი LIQUI MOLY-ი გვთავაზობს, ჰიდროკომპენსატორების ხმაურის შემაჩერებელს.
რატომ არის მნიშვნელოვანი ჰიდროკომპენსატორების სწორად მუშაობა?
ჰიდრავლიკური არხები ძრავის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომლის სარქველებიც ახდენენ ძრავის ზეთის გატარებას და უზრუნველყობენ უკეთეს შეზეთვას. თუ ჰიდრავლიკური არხები დაზიანებულია და ძრავის ზეთს კარგად ვერ ატარებს, შესაბამისად ხდება ძრავის შეზეთვის ეფექტურობის დარღვევა, რაც უარყოფითად აისახება ძრავის გამართულ მუშაობასა და სამუშაო რესურსზე. უსიამოვნო ხმა კი, რომელიც ჰიდროკომპენსატორების მუშაობის შედეგად ისმის, სწორედ ამ დარღვევაზე მიგვითითებს. ჰიდრავლიკური არხების დაზიანებას, შეიძლება რამოდენიმე მიზეზი ქონდეს:
- დროთა განმავლობაში ჰიდრავლიკური არხები ცვდება, განსაკუთრებით მაღალი გარბენის შემთხვევაში
- ზეთის ნაკლებობა ან დაბალი ხარისხის ზეთი, გავლენას ახდენს ძრავის სწორად შეზეთვაზე, რა დროსაც ძრავს ან არ ყოფნის ზეთი ეფექტურად შესაზეთად ან დაბალი ხარისხის ზეთის გამოყენების შემთხვევაში ძრავის ზეთის თვისებები, ვერ უზრუნველყობს შესაბამის შეზეთვას.
- ჭუჭყი და ნალექის არსებობა ძრავში ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც შეიძლება ჰიდრავლიკური სარქველები დაზიანდეს და ვერ მოახდინოს ეფექტური შეზეთვა.
- ჰაერის არსებობა ძრავის ჰიდროკომპენსატორების სისტემაში, მნიშვნელოვნად აფერხებს ჰიდრავლიკური არხების ფუნქციონირებას და დროთა განმავლობაში იწვევს მათ დაზიანებას.
როგორ ამოვიცნოთ პრობლემა ჰიდროკომპენსატორების სისტემაში?
დაზიანებული ჰიდროკომპენსატორების სისტემა, რა დროსაც მას უჭირს ძრავის ზეთის გატარება და ნორმალურად ფუნქციონირება გამოსცემს განსხვავებულ ხმას, ე.წ ჩხაკუნის ხმა, რომელიც ამ არასასიამონო პროცესის დროს ძრავიდან გვესმის. ეს ხმაური განსაკუთრებულად მძაფრად ისმის ძრავის ცივი სტარტის დროს და ხმაური შეიძლება გაიზაროდს, ამ რეჟიმში ხანგრძლივად მუშაობის დროს. ხმაურის გარდა, ძრავი მუშაობს არათანაბარ რეჟიმში და კარგავს ძალას, რაც მძღოლის მიერ მარტივად შესამჩნევია.
რა შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს აღნიშნულმა პრობლემამ?
ძრავის სხვა, მნიშვნელოვანი კომპონენტების გაზრდილი ცვეთა რადგან, არასაკმარისად შეზეთილი ძრავის მეტალის ზედაპირი უფრო სწრაფად იცვითება. ძრავის ნორმალური მუშაობის რეჟიმის დარღვევა - გრძელვადიან პერიოდში, შეიძლება მოხდეს ძრავის სერიოზული დაზიანება, რისი შეკეთებაც დიდ ფინანსურ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული.
როგორ ავირიდოთ პრობლემა თავიდან?
ჰიდროკომპენსატორების ხმაურის შემაჩერებელი - სპეციალურად შექმნილი სითხე ჰიდროკომპენსატორების ხმაურის შეჩერებისათვის, წმინდავს არხებს და უზრუნველყობს ძრავის ზეთის ეფექტურ შეზეთვას, ასუფთავებს სარქველებს ამის წყალობით, ჰიდრავლიკური სარქველები იწყებენ ნორმალურად შეზეთვას და მათი მუშაობის ხმაური გაქრება.