×
Ford Fusion - როგორ მოვუაროთ ავტომობილს სწორად

Ford Fusion - როგორ მოვუაროთ ავტომობილს სწორად

09 ნოემბერი 2024

Ford Fusion არის ამერიკული კომპაქტური და მორგებული სედანი, რომელიც პირველად 2005 წელს გამოვიდა და 2020 წლამდე Ford-ის მიერ წარმოებული ერთ-ერთი წარმატებული მოდელი იყო. Ford Fusion-ის შექმნა მიზნად ისახავდა კომპაქტურ და ენერგოეფექტურ ავტომობილზე მოთხოვნის დაკმაყოფილებას, რაც იმ დროს ბაზარზე სერიოზულად იზრდებოდა.

შექმნის ისტორია

Ford Fusion-ის შექმნის იდეა ამერიკულ ავტოინდუსტრიაში ეკონომიური და ეკოლოგიურად მეგობრული მანქანების დანერგვის საჭიროებას უკავშირდება. თავდაპირველად, Ford Fusion 2006 წლისთვის შეიქმნა და ის ბაზარზე Toyota Camry-სა და Honda Accord-ის კონკურენტი გახდა. Fusion-ს აერთიანებდა ელეგანტური დიზაინი, კარგი მართვა და გაზრდილი უსაფრთხოების სტანდარტები.

2012 წელს Ford Fusion-მა განიცადა სრული განახლება, Detroit auto show-ზე წარსდგა Ford Fusion-ის რესტალინგი მოდელი. მისი ვიზუალი და ტექნოლოგიური შესაძლებლობები, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. მოდელს დაემატა ჰიბრიდული ვერსია, რაც საშუალებას აძლევდა მძღოლებს, ენერგიის დაზოგვა და ეკოლოგიური ცვლილებების ხელშეწყობა. სწორედ ამ პერიოდში, Ford Fusion გახდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არჩევანი ეკოლოგიურად მეგობრული და ენერგოეფექტური ავტომობილის მაძიებელი მომხმარებლებისთვის.

ძრავის ზეთის შეცვლა

Ford Fusion-ი საქართველოში პოპულარული ავტომობილია, განსაკუთრებით კი ჰიბრიდული ვერსიები, რომელიც აღჭურვილია 2,0 ლიტრის ოთხ ცილინდრიანი ბენზინის ძრავით და 1.4-kWh ლითიუმ-იონების აკუმულატორით (lithium-ion battery), რაც მთავარია ტოიოტას ჰიბრიდული სისტემითაა დასაჩუქრებული. განვიხილოთ 2 ყველაზე პოპულარული Ford Fusion-ის ვერსია საქართველოში: 2.0 ჰიბრიდული ძრავით და 2.5 ბენზინის ძრავით აღჭურვილი. 

Ford Fusion 2.0 ჰიბრიდული ძრავის ავტომობილისთვის რეკომენდებულია LIQUI MOLY Special Tec AA 0W-20, ასევე LIQUI MOLY Molygen New Generation 0W-20 და S-OIL 7 RED #9 SP 0W-20 სიბლანტის ზეთი. რომელიც სრულად შეესაბამება Ford-ის მიერ მოთხოვნილ სპეციფიკაციებსა და დაშვებებს, API SP, ILSAC GF-6 სტანდარტის. სწორად შერჩეული ზეთის გამოყენება უზრუნველყოფს საწვავის ეკონომიას, ძრავის დაცვას, დაბალ ტემპერატურზე სტაბილურ მუშაობას და ენერგიის ეფექტურობას, რაც ჰიბრიდული მანქანებისთვის ოპტიმალურ შედეგს იძლევა. ზეთის შეცვლისათვის საჭიროა 4.3 ლიტრი ზეთი და შეცვლა რეკომენდებულია ყოველ 8000 კმ გავლის შემდგომ. 

დასკვნა

Ford Fusion 2.0 Hybrid-ისთვის ოპტიმალურია API SP, ILSAC GF-6 სტანდარტის მქონე 0W-20 ზეთი. ამ სტანდარტების შესაბამისი ზეთის გამოყენება უზრუნველყოფს:

○ ძრავის ხანგრძლივ დაცვას
○ საწვავის ეკონომიას
○ სტაბილურ მუშაობას სხვადასხვა ტემპერატურაზე

2.5 ლიტრიანი ბენზინის ძრავით აღჭურვილი 2017 წლის Ford Fusion-ისთვის, რეკომენდირებულია სპეციალური 5W-20 სიბლანტის, ძრავის ზეთის გამოყენება, რომელსაც გააჩნია API SP, ILSAC GF შესაბამისი დაშვება. რეკომენდებულია LIQUI MOLY SPECIAL TEC AA 5W-20, LIQUI MOLY Molygen New Generation 5W-20 და S-OIL 7 RED #9 SP 5W-20 ძრავის ზეთები, რომელიც აკმაყოფილებენ ford-ის მიერ დადგენილ მოთხოვნებს. 

კოლოფის ზეთი

FORD FUSION მოდელი აღჭურვილია 6-საფეხურიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფით (6F35), რომელიც საჭიროებს Mercon LV ტიპის სტანდარტის მქონე ზეთს (უფრო ძველი FORD FUSION -ისთვის რეკომენდებულია Mercon V სტანდარტის მქონე ზეთის გამოყენება, რომელსაც LIQUI MOLY ATF 1200 და S-OIL 7 ATF MULTI სრულად აკმაყოფილებს). გადაცემათა კოლოფისათვის, რეკომენდებულია LIQUI MOLY TOP TEC 1800 ან S-OIL 7 ATF VI კოლოფის ზეთი, ორივე მათგანი სრულიად აკმაყოფილებს  Mercon LV ტიპის სტანდარტის დაშვებას. 

Top Tec ATF 1800 არის LIQUI MOLY-ის მიერ წარმოებული სრულად სინთეზური, მაღალი ხარისხის ავტომატური გადაცემათა კოლოფის ზეთი, რომელიც განკუთვნილია თანამედროვე მრავალსაფეხურიანი გადაცემათა კოლოფებისთვის. Top Tec ATF 1800 ზეთი უზრუნველყოფს გადაცემათა კოლოფის გამართულ მუშაობას და ხანგრძლივ დაცვას.

S-OIL 7 ATF VI არის ინოვაციური ავტომატური გადაცემათა კოლოფის სითხე, რომელიც დაფუძნებულია სინთეტიკურ ტექნოლოგიაზე და უზრუნველყოფს მაღალ წარმადობას. მისი დაბალი სიბლანტე ხელს უწყობს საწვავის ეკონომიას და უზრუნველყოფს გადაცემათა კოლოფის სტაბილურ მუშაობას. 

Mercon LV არის სპეციალური დაბალი სიბლანტის (Low Viscosity) ავტომატური გადაცემათა კოლოფის ზეთი, რომელიც შემუშავებულია Ford Motor Company-ის მიერ და რეკომენდებულია მათი ახალი თაობის ავტომატური გადაცემათა კოლოფებისთვის. ეს ზეთი განსაკუთრებით განკუთვნილია Ford-ის და Lincoln-ის იმ მოდელებისთვის, რომლებიც იყენებენ 6-საფეხურიან ან სხვა მრავალსაფეხურიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფებს (მაგალითად, Ford Fusion 2.5 ლიტრიანი ძრავით).

სამუხრუჭე სითხე

Ford Fusion, როგორც თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი ავტომობილი, მოითხოვს ისეთ სამუხრუჭე სითხეს, რომელიც არამხოლოდ ხარისხიანი და საიმედოა, არამედ სრულად შეესაბამება მისი მუხრუჭის სისტემის სპეციფიკურ მოთხოვნებს. Ford Fusion-ის სამუხრუჭე სისტემა აღჭურვილია ანტილოქი (ABS) და სტაბილურობის კონტროლის (ESP) სისტემებით, რაც უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფას მოითხოვს. რეკომენდირებულია LIQUI MOLY Brake Fluid SL6 DOT 4 სამუხრუჭე სითხის გამოყენება. 

რატომ არის მნიშვნელოვანი DOT 4 LV სამუხრუჭე სითხე?

ამ ტიპის სითხე განსაკუთრებით განკუთვნილია თანამედროვე მუხრუჭების სისტემებისთვის, რომლებიც სწრაფ და ზუსტ რეაგირებას მოითხოვენ. LV – დაბალი სიბლანტის მახასიათებელი – უზრუნველყოფს მუხრუჭის სისტემის ეფექტურ მუშაობას, განსაკუთრებით დაბალ ტემპერატურაზე და მაღალი დატვირთვის პირობებში, რაც Ford Fusion-ის სისტემებისთვის იდეალურია.

 

 


გამოიწერეთ სიახლეები