×
ძრავის ზეთის წნევის სენსორის გაუმართაობის 3 ნიშანი

ძრავის ზეთის წნევის სენსორის გაუმართაობის 3 ნიშანი

13 თებერვალი 2023

ძრავის ზეთის წნევის სენსორი, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ზეთის წნევის ჩამრთველი, ან ზეთის წნევის გადამწოდი, არის პატარა კომპონენტი, რომელიც დამონტაჟებულია ზეთის ფილტრსა და თქვენი მანქანის ზეთის ძირს შორის. სენსორი მნიშვნელოვან როლს ასრულებს თქვენი ძრავის კარგად ფუნქციონირებაში. ის ავტომობილის შემზეთ სისტემაში, ზეთის წნევას აკონტროლებს და დაბალი წნევის შემთხვევაში, ამ ინფორმაციას მართვის ელექტრონულ ბლოკს გადასცემს. მაშ, როგორ გავიგოთ, რომ ის დაზიანდა? ან რა შეგიძლიათ გააკეთოთ იმისათვის, რომ კარგად იმუშაოს? - ამ სტატიაში, ძრავის ზეთის წნევის სენსორის გაუმართაობის შესახებ, სიმპტომებს, დიაგნოზს და ზოგიერთ ხშირად დასმულ კითხვას განვიხილავთ.

➤ ძრავის ზეთის წნევის სენსორის გაუმართაობის 3 ნიშანი

უმარტივესი გზა იმის გასარკვევად, არის თუ არა თქვენი ზეთის წნევის სენსორი კარგ მდგომარეობაში, არის თქვენი მანქანის მაჩვენებლების დაფის დათვალიერება. 

აქ არის სამი გამაფრთხილებელი ნიშანი იმისა, რომ ზეთის წნევის სენსორი გაუმართავია:

 ზეთის წნევის მრიცხველის არაზუსტი ჩვენება

პირველი და აშკარა ნიშანი იმისა, რომ თქვენი ძრავის ზეთის წნევის სენსორი გამართულად არ მუშაობს, არის, როდესაც ზეთის წნევის საზომი არასწორ ჩვენებას იძლევა. ზეთის გაუმართავი სენსორი, არასწორი ჩვენების ტიპურ მიზეზად ითვლება. მრიცხველის მაჩვენებელი შეესაბამება ზეთის წნევას მანქანის ზეთის ძირში. როდესაც ზეთის წნევის სენსორი გაუმართავია, ხანდახან წნევის მრიცხველის ისარი ან რომელიმე ბოლოში ჩარჩება, ან იმუშავებს მხოლოდ არათანაბარი ინტერვალებით.

 ზეთის წნევის გამაფრთხილებელი ნათურა ჩართულია, ან ციმციმებს

ჩვეულებრივ, ზეთის წნევის გამაფრთხილებელი ნათურა ირთვება, როდესაც თქვენს მანქანას ზეთი აკლია. ზეთის წნევის გაუმართავმა სენსორმა, შეიძლება მცდარად გამოიწვიოს ზეთის დაბალი წნევის მდგომარეობა, რის გამოც, ზეთის შუქი აინთება. თუ ზეთის წნევის გადამწოდი დაზიანებულია, ამან ასევე შეიძლება ზეთის წნევის ნათურის ციმციმი გამოიწვიოს. იმის დასადგენად, არის თუ არა გამოწვეული გამაფრთხილებელი შუქი, ზეთის რეალური დაბალი წნევით, ან გაუმართავი ზეთის წნევის ჩამრთველით, ავტო-მექანიკოსმა უნდა შეამოწმოს, ძრავის ზეთის დონეს ზეთის ძირში. თუ ზეთის დონე ნორმალურია, მაშინ არის შანსი, რომ დაგჭირდეთ ზეთის წნევის სენსორის შეცვლა.

 ინდიკატორ Check Engine-ის ნათება

ინდიკატორ check engine-ის ჩართვა არის გამაფრთხილებელი ნიშანი, რომელიც ძრავის რომელიმე კომპონენტთან დაკავშირებული პრობლემის შემთხვევაში ინთება. ის ასევე მოიცავს ძრავის ზეთის წნევის სენსორს. ერთადერთი გზა იმის გასაგებად, არის თუ არა გაუმართაობის მიზეზი ზეთის წნევის გაუმართავი სენსორი, არის მანქანის მექანიკოსთან შესამოწმებლად მიყვანა. თქვენი მექანიკოსი დააკავშირებს Diagnostic Trouble Code (DTC) სკანერს მანქანის ელექტრონულ მართვის ბლოკთან და ჩაატარებს დიაგნოსტიკურ სკანირებას.

თუ ზეთის წნევის გაუმართავი სენსორი არის გამაფრთხილებელი შუქის ანთების მიზეზი, მაშინ სავარაუდოდ გამოჩნდება შემდეგი OBD კოდებიდან ერთ-ერთი:

○ P0520: ზოგადი ფიზიკური პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია ძრავის ცუდ მუშაობასთან

○ P0521: ზოგადი შიდა პრობლემები, რომლებიც ზეთის დაბალ წნევას იწვევს

○ P0522: სპეციფიკური შიდა პრობლემები, რომლებიც ზეთის დაბალ წნევას იწვევს

○ P0523: სპეციფიკური შიდა პრობლემები, რომლებიც ზეთის მაღალ წნევას იწვევს 

თუ გზაზე ყოფნისას შუქი ირთვება, შეეცადეთ, პარკინგისთვის უსაფრთხო ადგილი იპოვოთ, სასწრაფოდ გამორთეთ მანქანა და კონდიციონერი. ეს ხელს უწყობს ძრავის ძვირადღირებული შიდა დაზიანების ალბათობის შემცირებას. ახლა თქვენ იცით ზეთის წნევის სენსორების გაუმართაობის ნიშნები. ვნახოთ, როგორ შეიძლება დიაგნოსტირების ჩატარება.

ახლა თქვენ იცით ზეთის წნევის სენსორების გაუმართაობის ნიშნები. ვნახოთ, როგორ შეიძლება დიაგნოსტირების ჩატარება: 

ამუშავებამდე თქვენი მანქანა უნდა გააჩეროთ სწორ ზედაპირზე, ძრავი კი ცივი უნდა იყოს. ამით ხელების დამწვრობას აირიდებთ.

შენიშვნა: თუ არ ერკვევით მანქანის ნაწილებში, დიაგნოსტიკის ჩასატარებლად, ყოველთვის ავტო პროფესიონალს მიმართეთ.

➤  შეამოწმეთ ძრავის ზეთის დონე და მდგომარეობა

პირველ რიგში, გადაამოწმეთ ზეთის დონე თქვენს ძრავში, რისთვისაც უნდა ამოიღოთ ღერო (შუპი) მილაკიდან. გაასუფთავეთ ის და ხელახლა ჩადეთ მილაკში, რათა დააკვირდეთ მასზე არსებულ ნაჭდევებს. თუ ძრავის ზეთის დონე არის მარკერის ქვემოთ, მაშინ ძრავის გაუმართაობის მიზეზი, ზეთის დაბალი წნევაა

შემდეგ ზეთის მდგომარეობას დააკვირდით:

* ჩვეულებრივი ძრავის ზეთი უნდა იყოს მუქი ყავისფერი, ან შავი

* ღია რძის ფერი ზეთი ნიშნავს, რომ თქვენი გამაგრილებელი სითხე ძრავში ჟონავს

* თუ ზეთში ლითონის ნაწილაკებია, ეს შეიძლება ძრავის შიდა დაზიანება იყოს

➤  შეამოწმეთ სენსორის გაყვანილობა

თუ ზეთის დონე და სამუშაო პირობები ნორმალურია, შემდეგი ნაბიჯი არის სენსორის გაყვანილობის შემოწმება. ჩაატარეთ ვიზუალური შემოწმება დაზიანების, ან ცუდად დაკავშირებული გაყვანილობის მოსაძებნად.

➤  შეამოწმეთ ზეთის ფაქტობრივი წნევა

ბოლო ნაბიჯი, სანამ ზეთის განაწილების ბლოკის გაუმართაობას დაადასტურებთ, არის ძრავში ზეთის ფაქტობრივი წნევის შემოწმება. ამისათვის ზეთის წნევის საზომი დაგჭირდებათ.

ამოიღეთ ზეთის წნევის ჩამრთველი და დააყენეთ ზეთის წნევის საზომი, ძრავის ადაპტერით. ჩართეთ ძრავი, გაახურეთ ის გარკვეულ ტემპერატურამდე და წნევის გაზომვის წინ, სტაბილური ბრუნვები შეინარჩუნეთ.

შენიშვნა: ძრავის სხვადასხვა მოდელს და მარკას, ზეთის წნევის შესამოწმებლად, სხვადასხვა პარამეტრები აქვს.

თუ ძრავის მუშაობისას, მანომეტრი ზეთის დაბალ წნევას აჩვენებს, ეს შეიძლება იყოს ძრავის შეზეთვის სისტემის შიდა პრობლემა, ან ზეთი ძალიან თხელია თქვენი ძრავისთვის. მას ასევე შეუძლია მიგვანიშნოს ზეთის ფილტრის გაჭედვაზე, რადგან ამას ძრავში ზეთის მიწოდების კლება მოჰყვება, რაც დაბალ წნევას განაპირობებს. თუ მანომეტრზე ზეთის წნევა მოსალოდნელ მნიშვნელობებშია და არ არის პრობლემები გაყვანილობასთან დაკავშირებით, დიდი შანსია, რომ ზეთის წნევის გაუმართავი სენსორი ან გადამრთველი გაქვთ.

თქვენ გაქვთ ძირითადი ნიშნები იმისა, თუ როგორ უნდა დადგინდეს ზეთის წნევის სენსორის გაუმართაობა. აქ ვუპასუხებთ რამდენიმე ხშირად დასმულ კითხვას, რომლებიც ამ პრობლემას უკავშირდება.

➤  როგორ მუშაობს ძრავის ზეთის წნევის სენსორი?

ზეთის წნევის სენსორები ორი ტიპისაა:

* მარტივი გადამრთველი, რომელიც წრედს წყვეტს, როდესაც ის ზეთის მინიმალურ საჭირო წნევას დააფიქსირებს (თანამედროვე მანქანისთვის)

* სენსორი, რომელიც ძრავში ზეთის რეალურ წნევას ზომავს (ძველი მანქანა)

ორივე ტიპი აკონტროლებს ძრავის ზეთის წნევას და ზეთის წნევის ინფორმაციას, მაჩვენბლების დაფას გადასცემს. ასე მუშაობს გადამრთველის უფრო გავრცელებული ტიპი:

როდესაც ჩართავთ ანთების სისტემას და ძრავა ჯერ კიდევ გამორთულია, ზეთის სისტემაში წნევა არ არის. გადამრთველი რჩება დახურული, რის გამოც ზეთის წნევის ნათურა ირთვება და მანომეტრის მაჩვენებელი 0-ზეა. მაგრამ როდესაც ძრავს აამუშავებთ, ზეთი ძრავის შეზეთვის სისტემაში დენას იწყებს. ძრავის ზეთის ნაკადი, ზეთის ძირიდან ძრავის ბლოკამდე, ზეთის წნევას წარმოქმნის, რომელსაც შემდეგ ზეთის წნევის სენსორი აჩვენებს. სენსორი შეზეთვის სისტემაში წნევას აფიქსირებს და ხსნის ჩამრთველს (ღია წრე). ის მიღებულ ჩვენებებს გადასცემს ავტომობილის მონაცემების დამუშავების ბლოკს და მაჩვენებლების დაფას. ამის შემდეგ, ზეთის დაბალი წნევის ნათურა ითიშება. 

 ძრავის ზეთის წნევის სენსორის დაზიანებისას, მართვა უსაფრთხოა?

მართვა არაა რეკომენდებული, როდესაც ზეთის წნევის სენსორი არის გაუმართავი. თქვენ ეს სერიოზულად უნდა აღიქვად მაშინაც კი, თუ დარწმუნებული ხართ, რომ ეს მხოლოდ ზეთის წნევის სენსორის პრობლემაა. ძრავში ზეთის სწორი წნევის შენარჩუნება, მისი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად გადამწყვეტია. ზეთის წნევის გაუმართავმა სენსორმა, შეიძლება ზეთის წნევის არასწორი დონე აჩვენოს. თქვენ ვერ გაიგებთ, ზეთის წნევა ძალიან დაბალია, თუ ძალიან მაღალი და ძრავის სრული დაზიანების რისკზე მიდიხართ. ასევე საფრთხის ქვეშ დააყენებთ თქვენს უსაფრთხოებას, თუ კვლავ განაგრძობთ ავტომობილის მართვას, როდესაც ზეთის სისტემა გაუმართავია. 

დასკვნა

ძრავის ზეთის წნევის სენსორი, ან გადამრთველი არის გადამწყვეტი კომპონენტი, რომელიც თქვენი მანქანის ძრავის მუშაობას უზრუნველყოფს. ძრავის ზეთის წნევის გადამრთველის გაუმართაობამ, თუ ამას უყურადღებოდ დატოვებთ, შეიძლება თქვენი ძრავის სერიოზული დაზიანება გამოიწვიოს.

 

 

 

 


გამოიწერეთ სიახლეები