სტარტ-სტოპ სისტემა: იწვევს ძრავის კომპონენტების ცვეთას?
თქვენთვის ალბათ ნაცნობია ასეთი სიტუაცია: შუქნიშანთან თქვენი ავტომობილის ძრავი ქვრება. ბედად, ის მაშინვე ჩაირთვება, როცა დაძვრას დააპირებთ. გამაღიზიანებელია? თუ ჭკვიანური? ავტომატური სისტემა სტარტ-სტოპი, ავტომოყვარულებს ერთდროულად სძულთ და მოსწონთ.
➤ სტარტ-სტოპ სისტემა
ეს ტექნოლოგია ახალი არ არის. ის უკვე გამოიყენებოდა 70-იან და 80-იან წლებში. მაგრამ იმის გამო, რომ იმდროინდელი მძღოლები ფიქრობდნენ, რომ ეს უცნაური და არასაჭირო იყო, ის შემდგომში არ განვითარებულა. დღეს, თითქმის ყველა თანამედროვე მანქანა აღჭურვილია ამ სისტემით. მაშ რატომ მაინც და მაინც ახლა? იმის გამო, რომ ავტომობილების მწარმოებლებს, საწვავის დაზოგვა სურთ. ისინი ბევრს მუშაობენ, რათა აღმოიფხვრას მეათედი პროცენტული დანაკარგი ძალურ დანადგარში, რაც გამოიწვევს საწვავის ნაკლებ მოხმარებას და, შესაბამისად, ნაკლები CO2-ის გამოყოფას. მსოფლიოში ყოველწლიურად, ავტომობილების მიერ, საცობებში, ან უქმედ მუშაობისას, მილიარდობით ლიტრი საწვავი იწვება. სტარტ-სტოპ სისტემა რა თქმა უნდა ძალიან ადვილი მიღწევაა. მას შეუძლია დაზოგოს 3%-დან 10%-მდე საწვავი, ტრაფიკისა და ავტომობილის შესაბამისად. ბოლო წლებში საწვავის მაღალი ფასების გამო, მძღოლებში სისტემის პოპულარობა გაიზარდა.
➤ რას ნიშნავს ეს თქვენი ძრავისთვის?
შეიძლება უკვე იცით, რომ ძრავის ცვეთა ძირითადად დაქოქვისას ხდება, იმ მომენტში, როდესაც მოძრავი ნაწილები მოძრაობას იწყებს და ამ დროს, ზეთი ამოტუმბული ჯერაც არაა. ძრავის სიცოცხლის მანძილზე, ცვეთის 75%-მდე, სწორედ დაქოქვის ფაზაზე მოდის. აქ საუბარია ე.წ მოსაზღვრე შეზეთვაზე. მუხლა და გამანაწილებელი ლილვები, ჩვეულებრივ ინარჩუნებს შეზეთვას, დაგროვილი საპოხი ფენით, როდესაც ლილვები მუშაობს. მაგრამ როდესაც ძრავი გამორთულია, ისინი დაბლა ეშვება და საკისრებს ეყრდნობა. ძრავის დაქოქვის მომენტში, ლითონების ზედაპირების კონტაქტი ხდება. ასე მხოლოდ მოკლე დროის განმავლობაშია. ჩვეულებრივ, ღერძის ნახევარი შემობრუნებაც კი საკმარისია, რათა საპოხი ფენა წარმოიქმნას, მაგრამ მაინც იწვევს ცვეთას. კვლევამ აჩვენა, რომ სტარტ-სტოპ სისტემით აღჭურვილ ავტომობილზე, ძრავი 3-ჯერ უფრო ხშირად იქოქება, ვიდრე ასეთი სისტემის გარეშე.
➤ რას ნიშნავს ეს ზეთისთვის?
საბედნიეროდ, ავტომობილების მწარმოებლებმა ასევე იციან, რომ გაზრდილი ცვეთა ამ სისტემის მინუსია. ამიტომ, ისინი ამ ნაკლის გამოსასწორებლად, ხშირად ქმნიან და იყენებენ უფრო მტკიცე კომპონენტებს. ამიტომ ცოტა ზედმეტი ცვეთა, შეიძლება უპრობლემო გახდეს. მეორე მხრივ, ისინი ასევე მჭიდროდ თანამშრომლობენ საპოხი მასალების მწარმოებლებთან, რათა ამ სპეციფიკური პირობებისთვის, საიმედო საპოხი მასალები განავითარონ.
➤ დასკვნა
ასე რომ, სწორი, კარგი ხარისხის ზეთის გამოყენებისას და შეცვლის დადგენილი ინტერვალის დაცვით, საწვავის ხარჯის შესამცირებლად, უფრო მეტი ცვეთის ფასს არ იხდით. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენი ავტომობილის მწარმოებლის მიერ დადგენილი სპეციფიკაცია, იმ პროდუქტს შეესაბამებოდეს, რომელსაც ზეთის შესაცვლელად გამოიყენებთ. გსურთ იცოდეთ, რომელი ზეთი არის შესაფერისი თქვენი მანქანისთვის? ამის გასაგებად, დაგვიკავშირდით და ჩვენი პროფესიონალი ტექნიკური კონსულტანტები, დაგეხმარებიან ძრავის ზეთის სწორად შერჩევაში.