იგრძენი თავი მშვიდად LIQUI MOLY-ის დანამატებთან ერთად !
მოგზაურობის პერიოდში აუცილებელია, ავტომობილი გამართულად მუშაობდეს, რათა თავიდან ავირიდოთ არასასურველი შეფერხებები. მოგეხსენებათ, ძრავის მოვლა ყველა მძღოლის უმნიშვნელოვანესი პასუხისმგებლობაა. სწორედ ამიტომ, ძრავის უკეთ მუშაობისთვისა და გაუთვალისწინებელი დაზიანების თავიდან ასარიდებლად, გირჩევთ დანამატების გამოყენებას. როდესაც შორ გზაზე ბევრი ბარგით მიეშურებით, ავტომობილის ძრავი დიდი დატვირთვით მუშაობს. ასეთ დროს ძრავისთვის საწვავისა და ზეთის სწორად მიწოდება უმნიშვნელოვანესია, თუმცა, სხვადასხვა დაბინძურება და ნარჩენი ამ პროცესს ხელს უშლის. დანამატები კი ამ პრობლემის თავიდან აცილებაშიც დაგეხმარებათ.
გარდა ამისა, ძრავის დაცვას ნებისმიერ გარემოპირობებში შეძლებთ, კერძოდ: თუ მიდიხართ ისეთ ადგილას, სადაც ახლომახლო არ არის ხარისხიანი საწვავის მქონე ბენზინგასამართი სადგური, დანამატების ჩასხმის შემთხვევაში შეგიძლიათ თავი მშვიდად იგრძნოთ. თანამედროვე ძრავები მაღალი ხარისხის საწვავს საჭიროებს და ძალიან მგრძნობიარენი არიან ცუდი ხარისხის საწვავის მიმართ. რაც უფრო ცუდ საწვავს ჩავასხამთ ავტომობილში, მით უფრო სწრაფად წარმოიქმნება ძრავში პრობლემური ნარჩენები. ეს იწვევს არა მხოლოდ ძრავის არათანაბარ მუშაობას, გაზრდილ საწვავის მოხმარებასა და ინჟექტორების დაზიანებას, არამედ შესაძლოა ძრავის სრულ დაზიანებამდეც მივიდეს საქმე. დაგვეთანხმებით, არავის უნდა ბედნიერი მოგზაურობის შემდეგ, ცუდი საწვავის ჩასხმის გამო, ავტომობილის ძრავის შეკეთების პრობლემა შეექმნას.
LIQUI MOLY-ის ბენზინის დანამატები მოხერხებულად შეფუთული და კომპაქტური ზომისაა. მათი გამოყენება მარტივია და განსაკუთრებულ ცოდნას არ საჭიროებს: უბრალოდ დაამატეთ საწვავის ავზში. ეს გაზრდის თქვენი ავტომობილის სიცოცხლის ხანგრძლივობას და თქვენი მოგზაურობიაც უფრო ბედნიერად ჩაივლის. შორ გზაზე მგზავრობისას, ძრავის ზეთის მდგომარეობასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მანქანის დაქოქვის მომენტიდან ძრავი გაუჩერებლად მუშაობს და ასრულებს უამრავ დავალებას იმისათვის, რომ შეუფერხებლად მოგემსახუროთ.
თუ ძრავის კომპონენტები არ არის ოპტიმალურად შეზეთილი, ისინი ერთმანეთს ერევა, რაც იწვევს ძრავის ცვეთას. ერთი სიტყვით - მოიმარაგეთ დანამატი, გამოცვალეთ ძრავში ზეთი დროულად და დაიწყეთ მოგზაურობა ბედნიერად.