×
8 თაობაში ჩატეული ისტორია ! ეს Volkswagen Golf-ია.

8 თაობაში ჩატეული ისტორია ! ეს Volkswagen Golf-ია.

16 სექტემბერი 2024

8 თაობა და 35 მილიონზე მეტი ეგზემპლიარი. გაიცანი ეს Volkswagen Golf-ია. 

მსოფლიოში ბევრი ავტომობილია, რომელთაც ბაზარზე შეუძლიათ განაცხადონ, რომ სამუდამოდ შეცვალეს საავტომობილო ინდუსტრია. ერთ-ერთი კი ვისაც ნამდვილად შეუძლია ამის გაჟღერება Volkswagen Golf -ია.  მე-8 თაობის გამოსვლასთან ერთად, Golf-მა დაწერა ისტორია, რომელიც 1974 წლიდან დღემდე 35 მილიონზე მეტ ეგზემპლიარს და Golf-ის ძალიან დიდ თაყვანისმცემლების ჯგუფს მოიცავს. 

Golf Mk1 – 1974 - 1983

ყველაფერი კი 1974 წელს Golf Mk1-ის გამოჩენით დაიწყო ვოლფსბურგში. ახალი ავტომობილის გამოჩენამ საბოლოოდ დაიწყო ახალი ერა, სადაც ჯერ კიდევ Beetle-ი დომინირებდა თავისი უკან დამონტაჟებული ძრავით და უკანა ამძრავით. Golf-ი იყო პირველი ავტომობილი, სადაც Volkswagen-მა გამოიყენა ახალი ტექნოლოგიები. Golf Mk1 - რომელიც შემუშავებულია ჯორჯეტო ჯუჯაროსა და ფოლკსვაგენის მიერ - რომელთაც ჰქონდათ ძალიან დიდი მოლოდინი, რომ ახალი მოდელი გაამართლებდა. თანამედროვე და უსაფრთხო წამყვანი სისტემის კონცეფცია, მეტად მანევრირებადი Golf Mk1, რომელიც სთავაზობდა მეტ კომფორტს ავტომობილში და განსხვავებული დიზაინი, იმდენად დამაჯაერებელი აღმოჩნდა მომხმარებლისათვის, რომ 1976 წლის ოქტომბერში Volkswagen-მა იზეიმა Golf Mk1-ის მემილიონე ეგზემპლიარის წარმოება. საერთო ჯამში Golf Mk1-ი საწარმოში 6.99 მილიონი ეგზემპლიარი დამზადდა და გაყიდა დედამიწის ყველა კონტინენტზე. 

ვოლტსვაგენ გოლფის პირველი თაობა


Golf Mk2 - 1983 - 1991

პირველი ევოლუციური ეტაპი. ეს იყო 1983 წელს გამოშვებული Golf Mk2-ი, რომელიც  ბეიბი-ბუმერის თაობას ყველაზე კარგად ემახსოვრება და ყველასათვის სასურველი ავტომობილი მაშინ Golf Mk2-ი იყო. როდესაც წინამორბელი უკვე გახდა ფავორიტი ავტომობილი, განსაკუთრებით კი მართვის ინსტრუქტორებს შორის, ახალმა გოლფმა საბოლოოდ დაიპყრო და შეუქცევადი გახადა, მომხმარებლის დადებითი დამოკიდებულება ამ მოდელის მიმართ. მეორე თაობა, პირველი თაობისგან განსხვავებით გამოირჩეოდა თანამედროვე ტექნოლოგიებით. კონტროლირებადი კატალიზატორი, დაბლოკვის საწინააღმდეგო სამუხრუჭე სისტემა და სხვა. 1988 წელს გოლფმა უკვე გადააჭარბა საწარმოო წარმოებით 10 მილიონ ავტომობილს. გოლფის მეორე თაობა ეტაპობრივად ამოიღეს 1991 წლის ზაფხულიდან. 

ვოლტსვაგენ გოლფის მეორე თაობა

Golf Mk3 – 1991 - 1997

უსაფრთხოების გამარჯვება. 1991 წლის აგვისტოდან Volkswagen-მა წამოიწყო უსაფრთხოების ახალი ერა გოლფის მესამე თაობით.  ერთი, Mk3 Golf იყო პროდუქციის ხაზის პირველი მოდელი, რომელიც ხელმისაწვდომი იყო წინა აირბაგებით 1992 წლიდან და მეორეც, დიდი პროგრესი განიცადა ავტომობილის ძარამ, რომელიც მეტად იყო უსაფრთხოების სტანდარტებზე მორგებული. Volkswagen-მა მოახდინა რევოლუცია პასიურ უსაფრთხოებაში, რადგან მილიონობით მომხმარებელი თავს გრძნობდა მეტად დაცულად ვიდრე სხვა, ბაზარზე არსებული ავტომობილებისა. ასევე, Volkswagen-მა მხოლოდ უსაფრთხოებაზე არ გააკეთა აქცენტი, არამედ გაზარდა ძრავის მოცულობა და მომხმარებელს, პირველი ექვს ცილინდრიანი ძრავა, კრუიზ კონტროლის სისტემა და პირველი გვერდითი აირბალიშები შესთავაზა. 1994 წლის მაისში Volkswagen-მა აღნიშნა 15 მილიონი წარმოებული Golf ავტომობილი. 1997 წელს მესამე თაობა ეტაპობრივად გაუქმდა 4,83 მილიონი წარმოებული მანქანის შემდეგ.

ვოლტსვაგენ გოლფის მესამე თაობა
Golf Mk4 - 1997 - 2003

საკუთარი სტილი. Mk4 Golf ახალი სერია, უკვე განიხილება როგორც ინდივიდუალური სტილის მქონე ავტომობილი. Mk4 Golf-ით Volkswagen-მა დანერგა ხარისხის სრულიად ახალი სტანდარტი სეგმენტში. პარალელურად, ESP-ის დებიუტმა შემდგომი წვლილი შეიტანა მომხმარებლებისთვის უსაფრთხოების ხელმისაწვდომობაში. რომელიც შემდგომ, ESP გახდა სერიული წარმოების სტანდარტი გერმანიაში.  Golf GTI 132 კვტ, რომელიც გამოვიდა 2001 წელს (GTI-ს 25 წლის იუბილეს აღსანიშნავად), უკვე მოთხოვნადი კლასიკაა.  მას მოჰყვა პირველი გოლფი პირდაპირი ბენზინის ინექციის ძრავით (FSI).  Volkswagen-მა ასევე წარმოადგინა ის, რაც მაშინ ყველაზე სპორტული გოლფი იყო: მაქსიმალური სიჩქარით 250 კმ/სთ,  2003 წელს ეს იყო Golf R32, რომელიც პირველად გახდა ხელმისაწვდომი ორმაგი გადაჭიმვის გადაცემათა კოლოფით (DSG). 4,99 მილიონი ეგზემპლიარის გამოშვების შემდეგ, Mk4 Golf-მა იმავე წელს Mk5 Golf-ის წარმოებისათვის გაანთავისუფლა ადგილი. 

ვოლტსვაგენ გოლფის მეოთხე თაობა

Golf Mk5 – 2003 - 2008

საზღვრების დასასრული. ეს იყო გოლფის მე-5 თაობა, რომელიც მომხმარებელს სთავაზობდა კომფორტს და დინამიკას, რომელიც სცილდებოდა საშუალო ზომის ავტომობილების საკმაოდ დიდი რაოდენობის კონკურენტებს. იგივე ექო ისმოდა ხარისხზე, რომელიც ხაზს უსვამდა ლაზერით შედუღებული აგრეგადების სტაბილურობასა და ხარისხზე, ავტომობილის სიმტკიცე გაიზარდა 35%-ით 2003 წელს Golf Mk5-ის დებიუტის შემდეგ. Golf Mk5 ასევე იყო პირველი მოდელი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობდა სურვილისამებრ, უკანა გვერდითი აირბაგებით. კომფორტისა და დინამიკის თვალსაზრისით, Golf Mk5-მა მაღალი შეფასება დაიმსახურა. განსაკუთრებით კი მომხმარებლებში აღტაცებას იწვევდა: ახალი 7-სიჩქარიანი DSG გადაცემათა კოლოფი, ბიქსენონის ფარები, წვიმის სენსორები, პანორამული ლუქი. სიახლეები, რომელიც Golf Mk5-ში ჩაინერგა, ისტორიის და გამოცდილების შედეგი იყო. 

 ვოლტსვაგენ გოლფის მეხუთე თაობა

Golf Mk6 – 2008 - 2012

მაღალი კლასის კომპაქტური კლასი. 2008 წელს Golf Mk5-ს შემდეგმა მოდელმა, Golf Mk6-მა კიდევ ერთხელ შეძლო მომხმარებლების გაოცება, ამაზე ციფრებიც მეტყველებს: 2008-2012 წლებში Golf Mk6 მოდელი 2.85 მილიონი ეგზემპლიარი გამოვიდა, რითაც Golf-მა დაამტკიცა, რომ მომხმარებლებისათვის ისევ და ისევ სასურველი ავტომობილი იყო.  ლაზერით შედუღებული კორპუსი იმდენად სტაბილური იყო, რომ EuroNCAP-ის ავარიის ტესტში Golf Mk6 მოიპოვა მაქსიმალური ხუთი ვარსკვლავი, სტანდარტულ კომპლექტაციაში ახლა უკვე წარმოდგენილი იყო დამატებით აირბაგები მეტი უსაფრთხოებისათვის. ახალმა ფუნქციებმა როგორიცაა Light Assist, პარკინგ კონტროლის დამხმარე, ადაპტური შასის კონტროლი DCC, Golf Mk6 მოდელი გახადა 2009 წლის „წლის მსოფლიო მანქანა“. 

ვოლტსვაგენ გოლფის მეექვსე თაობა

Golf Mk7 – 2012 - 2020

2012 წელს 4 სექტემბერს, Volkswagen-მა ბერლინში მეშვიდე გოლფის თაობის მსოფლიო პრემიერა აღნიშნა. სულ რაღაც ერთი დღის შემდეგ, დაიწყო წინასწარი გაყიდვები და იმ მომენტისათვის Golf-ის საერთო გაყიდვების რიცხვი 29.3 მილიონს შეადგენდა. რა იყო ახალი Golf Mk7-ში? პირველი და მნიშვნელოვანი შემცირებული წონაა, ინჟინრებმა შეძლებს, რომ Golf Mk7-ი მეტად მანევრული და სწრაფი გაეხადათ, წონა კი 100 კგ-მდე შეემცირებინათ. Volkswagen-მა დამატებით გამოუშვა Golf ბაზარზე ახალი დამხმარე სისტემები და ფუნქციები, რომელიც მანამდე, მსგავსი არცერთ მოდელზე არ იყო წარმოდგენილი. შეჯახების საფრთხის სენსორი, რომელიც ავტომატურად ამუხრუჭებდა, მგზავრების პროაქტიური დაცვის სისტემა, ასევე ACC ადაპტური კრუიზ კონტროლი და წინა დამხმარე ზონის მონიტორინგის სისტემა.  დღეისათვის Golf Mk7-ის დაახლოებით 6 მილიონი ერთეულია წარმოდგენილი ბაზარზე, რაც იმის მანიშნებელია, რომ 50 წლიანი ისტორიის განმავლობაში Golf-ი პოპულარობას მაინც არ კარგავს. 

ვოლტსვაგენ გოლფის მეშვიდე თაობა


გამოიწერეთ სიახლეები