×
ლიქვიტამინები: შენი მანქანა ცოცხალი ორგანიზმია

ლიქვიტამინები: შენი მანქანა ცოცხალი ორგანიზმია

16 თებერვალი 2026

ლიქვიტამინები: შენი მანქანა ცოცხალი ორგანიზმია

გიფიქრიათ, რომ თქვენი ავტომობილი საოცრად ჰგავს ადამიანის სხეულს? მასაც აქვს გული, სუნთქავს, აქვს სისხლის მიმოქცევის სისტემა და, რაც მთავარია, მასაც სჭირდება მოვლა და ზრუნვა.

სწორედ ამიტომ შეიქმნა ლიქვიტამინების კონცეფცია -  ეს არის LIQUI MOLY-ს მაღალტექნოლოგიური დანამატების სერია, რომელიც თქვენს მანქანას ისე მკურნალობს, როგორც ვიტამინები - ადამიანის ორგანიზმს.

იმისთვის, რომ გავიგოთ, რატომ არის მნიშვნელოვანი ავტომობილის სწორი მოვლა, მოდით, გადავავლოთ თვალი მის „ბიოლოგიას“:

ძრავა ეს გულია: ის არის მთელი სისტემის მამოძრავებელი ცენტრი. თუ გული სუსტდება მთელი სხეული კარგავს ენერგიას.
ზეთი ეს სისხლია: ის ატარებს სასიცოცხლო მნიშვნელობის კომპონენტებს ყველა დეტალამდე. თუ სისხლის დონე დაბალია, ორგანიზმი ნელ-ნელა ინგრევა.
ზეთის ფილტრი ეს თირკმელია: მისი ფუნქცია „სისხლის“ გაწმენდაა. თუ თირკმელი მწყობრიდან გამოვა, ტოქსინები მთელ სისტემას დააზიანებს.
ჰაერის ფილტრი ეს ცხვირი და ფილტვებია: მანქანა სუნთქავს! თუ ჰაერის მიწოდება შეფერხებულია, ძრავას „ჰაერი არ ჰყოფნის“, რაც იწვევს დაღლილობასა და სიმძლავრის დაკარგვას.

რატომ სჭირდება მანქანას ლიქვიტამინები?

წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც ექიმთან მიდის ჩივილით: „მალე ვიღლები, გული მიჩქარდება“. ექიმი სინჯავს და ხედავს, რომ სისხლძარღვები ქოლესტერინით არის გაჭედილი. რა თქმა უნდა, ამ ამბავს მხოლოდ ერთი აბი ვიტამინი ვერ უშველის. აქ საჭიროა ეტაპობრივი მკურნალობა.

ზუსტად ასე მუშაობს ლიქვიტამინების სისტემა:

1. არტერიების დეტოქსიკაცია (გაწმენდა)

სანამ ახალ „ვიტამინებს“ მივიღებთ, საჭიროა სისტემის გაწმენდა. Engine Flush Plus და Pro-Line Motorspülung არის ძრავის შიდა არტერიების გამწმენდი საშუალებები. ისინი ზეთის შეცვლამდე 10-15 წუთით ადრე ემატება ძველ ზეთს, შლიან დაგროვილ ნალექს (ძრავის „ქოლესტერინს“) და გამოდევნიან მას სისტემიდან. ეს არის შანსი, რომ ახალმა ზეთმა აბსოლუტურად სუფთა გარემოში იმუშაოს.

2. გულის კედლების დაცვა

გაწმენდის შემდეგ გულს დაცვა სჭირდება. მაღალი დატვირთვისა და ხახუნის გამო, ძრავის დეტალებზე ჩნდება მიკრონაკაწრები.

Oil Additiv MoS₂ და Cera Tec სწორედ ის „ლიქვიტამინებია“, რომლებიც მეტალის ზედაპირზე ქმნიან დამცავ ფენას.
ისინი ავსებენ დაზიანებულ ადგილებს, ამცირებენ ხახუნს 70%-მდე და იცავენ ძრავას „ინფარქტისგან“ (გაჭედვისგან).

მანქანა არ არის მხოლოდ რკინა. ის ცოცხალი ორგანიზმივით რეაგირებს ყურადღებასა და უყურადღებობაზე. თუ თქვენს „რკინის მეგობარს“ ისე მოუვლით, როგორც საკუთარ თავს — აჭმევთ ხარისხიანად და დროულად მისცემთ საჭირო ვიტამინებს — ის ათეულობით ათასი კილომეტრის მანძილზე ერთგულად გემსახურებათ.

გახსოვდეთ: სუფთა არტერიები და ჯანმრთელი გული — ეს არის თქვენი ავტომობილის ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო.

ნუ დაელოდებითტკივილებს“ — გამოუწერე თქვენს მანქანას ლიქვიტამინები დღესვე !


გამოიწერეთ სიახლეები