×
ბრძოლა ძრავის ცვეთასთან: ზეთის დანამატების შედარება

ბრძოლა ძრავის ცვეთასთან: ზეთის დანამატების შედარება

26 იანვარი 2026

როდის რომელი დანამატი მჭირდება? განსხვავებები და მსგავსებები Oil Additive-ს, Motor Protect-სა და Cera Tec-ს შორის: რა უნდა იცოდეთ LIQUI MOLY-ის ცვეთისგან დამცავი სამი დანამატის შესახებ. წლების განმავლობაში ძრავის კომპონენტები ხახუნის, მაღალი ტემპერატურისა და წნევის შედეგად დიდ დატვირთვას განიცდიან. ლითონის ნაწილების ზედაპირებს ყოველთვის გააჩნიათ მცირე უსწორმასწორობები და ხორკლიანობა. მათი ერთმანეთზე უშუალო ხახუნი, გრძელვადიან პერსპექტივაში, ცვეთასა და დაზიანებას იწვევს.

მოკლედ რომ ვთქვათ: ისეთი ნაწილები, როგორიცაა დგუშები ან ცილინდრები, დროთა განმავლობაში ცვდება. ამ პროცესისთვის წინააღმდეგობის გაწევა შესაძლებელია და აუცილებელიც, რადგან კომპონენტების ცვეთამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს ძრავის წარმადობასა და მისი ექსპლუატაციის ვადაზე. შესაბამისად, მთავარი ამოცანა ძრავის დამატებითი დაცვაა. და სწორედ ამას აკეთებს ჩვენი ზეთის სამი დანამატი ძრავის ცვეთის წინააღმდეგ ბრძოლაში.

რჩება კითხვა: ვისთვის და როდის არის შესაფერისი ამ სამი დანამატიდან თითოეული.

საბაზისო ფიზიკური დაცვა Oil Additive-ით

კლასიკა LIQUI MOLY-ის დანამატებს შორის. ეს იყო პირველი პროდუქტი, რომელიც ჩვენ ბაზარზე გამოვიტანეთ. 60 წლის შემდეგაც კი ის კვლავ ხელმისაწვდომია, ამჟამად უკვე გაუმჯობესებული ფორმულით. ის შეიცავს MoS2-ს — მოლიბდენის სულფიდის აბრევიატურას.

როგორ მუშაობს Oil Additive

მასში შემავალი დაბალი სიბლანტის მქონე მყარი საპოხი მასალა — MoS2, ლითონის ყველა მოძრავ და მბრუნავ ზედაპირზე ქმნის განსაკუთრებული გამძლეობის სასპოხ აპკს. ის ამცირებს ხახუნს და უზრუნველყოფს აგრეგატების უფრო რბილ მუშაობას. შედეგად ვიღებთ საწვავისა და ზეთის მნიშვნელოვან ეკონომიას, ცვეთის მეცნიერულად დადასტურებულ შემცირებას, ექსპლუატაციის მაღალ საიმედოობასა და ავარიულ რეჟიმში მუშაობის უნარს.

ის ამცირებს ხახუნს და უზრუნველყოფს აგრეგატების უფრო რბილ მუშაობას. შედეგად ვიღებთ საწვავისა და ზეთის მნიშვნელოვან ეკონომიას, ცვეთის მეცნიერულად დადასტურებულ შემცირებას, ექსპლუატაციის მაღალ საიმედოობასა და ავარიულ რეჟიმში მუშაობის უნარს.

როგორ მუშაობს Oil Additive

 

           პროდუქტის ნახვა
ამცირებს ძრავის მეტალის ზედაპირის ცვეთას
აუმჯობესებს ძრავის რბილ, თანაბარ მუშაობას
ამცირებს ზეთისა და საწვავის მოხმარებას
გამოირჩევა მაღალი დატვირთვის დროს ეფექტური მუშაობით
აქვს მაქსიმალური თერმული სტაბილურობა
სრულიად თავსებადია ფილტრებთან 
არ წარმოქმნის ნალექს
შესაძლებელია ნებისმიერ ძრავის ზეთთან შერევა

 

Cera Tec არის მაღალტექნოლოგიური დანამატი ცვეთისგან ფიზიკური და ქიმიური დაცვისთვის. შესაბამისად, ის აერთიანებს Oil Additive-ისა და Motor Protect-ის უპირატესობებს. Oil Additive-ისგან განსხვავებით, Cera Tec მყარ საპოხ მასალად იყენებს არა MoS2-ს, არამედ უმცირეს კერამიკულ ნაწილაკებს. ქიმიურად და თერმულად მაღალსტაბილური მიკროკერამიკული კომპონენტი უზრუნველყოფს ძრავის რბილ მუშაობას. Cera Tec-ის დამცავი ეფექტი 50 000 კილომეტრამდე ნარჩუნდება.

როგორ მუშაობს CERA TEC

Cera Tec-ის აქტიური ქიმიური ნივთიერება აგლუვებს ზედაპირებს. გარდა ამისა, კერამიკული ნაწილაკები ავსებენ ლითონზე არსებულ მცირე უსწორმასწორობებს და ამგვარად ხელს უშლიან ლითონის ზედაპირების ერთმანეთთან უშუალო (პირდაპირ) ხახუნს. გრაფიკაზე ნაჩვენებია, თუ როგორ აერთიანებს CERA TEC წინა ორი პროდუქტის — Motor Protect-ისა და Oil Additive-ის მოქმედების პრინციპებს: მიკროკერამიკული მყარი საპოხი და ქიმიური რეაქცია უზრუნველყოფენ ცვეთისგან ოპტიმალურ დაცვას.

მაქსიმალური დაცვა 50 000კმ-მდე

 

 

Cera Tec

                                       პროდუქტის ნახვა

ეფექტურია მაღალ და დაბალ ტემპერატურაზე
თავსებადია დიზელის ჭვარტლის ფილტრებთან (DPF)
აუმჯობესებს ძრავის რბილ მუშაობას
მდგრადია მაღალი წნევის მიმართ
თავსებადია ულტრა-თხელ ფილტრებთან
მაქსიმალური თერმული სტაბილურობა
არ წარმოქმნის ნალექს
ზრდის ძრავის სამუშაო რესურსს
ერევა ბაზარზე არსებულ ყველა სტანდარტულ ძრავის ზეთს
ახდენს საწვავის მოხმარების ოპტიმიზაციას
ამცირებს ხახუნით გამოწვეულ დანაკარგებს
თავსებადია ტურბოკომპრესორებთან და კატალიზატორებთან

 


გამოიწერეთ სიახლეები