×
7 ხშირად დასმული კითხვა ძრავის ზეთის შეცვლის დროს

7 ხშირად დასმული კითხვა ძრავის ზეთის შეცვლის დროს

09 მარტი 2024

ძრავის ზეთის სწორად შერჩევა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომ ჩვენი ავტომობილის ძრავმა გამართულად იმუშაოს და არ დაჭირდეს სერვისი, რომელიც ძვირადღირებულ ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული. გიზიარებთ ხშირად დასმულ კითხებს, ძრავის ზეთის მნიშვნელობასა და სწორად შერჩევაზე:

- რატომ არის ძრავის ზეთის სწორად შერჩევა ასე მნიშვნელოვანი?
ძრავის ზეთის სწორად შერჩევა, მნიშვნელოვანია იმისათვის რომ, ძრავის ზეთმა დაიცვას ძრავის მეტალის კომპონენტები ცვეთისაგან, მოახდინოს მეტალის სწრაფად შეპოხვა, შეუნარჩუნოს ძრავს სისუფთავე და გაახანგრძლივოს ძრავის სამუშაო რესურსი. არასწორად შერჩეულმა ძრავის ზეთის სიბლანტემ ან უხარისხო ძრავის ზეთმა, რომელი არ არის რეკომენდებული კონკრეტული ავტომობილის ავტომწარმოებლისგან, შეიძლება გამოიწვიოს ძრავის დაზიანება, ძრავის მეტალის დეტალების გაზრდილი ცვეთით ან მაღალი დაბინძურების ფონზე ძრავის სამუშაო რესურსის შემცირებით, რაც ხშირ შემთხვევაში, ძრავის მწყობრიდან გამოყვანით სრულდება.

როგორ იქმნება ძრავის ზეთი ავტომობილისთვის?

ძრავის ზეთები შედგება სამი მნიშვნელოვანი კომპონენტისაგან, საბაზისო ზეთი, სიბლანტის მოდიფიკატორი და დანამატები. ისინი საგულდაგულოდ არის შერჩეული და ოსტატურად შერეული, რათა ზეთმა უზრუნველყოს ძრავის მაქსიმალური დაცვა.

რატომ არის მნიშვნელოვანი ძრავის ზეთის დროული შეცვლა?

მნიშვნელოვანია, რომ ძრავის ზეთი და ძრავის ზეთის ფილტრი დროულად შევცვალოთ, ავტომობილის მწარმოებლის რეკომენდაციების გათვალისწინებით. ძირითადად ავტომწარმოებლები, ძრავის ზეთის შეცვლის რეკომენდაციას გასცემენ განვლილი მანძილის ან დროის ინტერვალის გამოყენებით. რაც უფრო ზედმიწევნით ვიცავთ ავტომწარმოებლის რეკომენდაციებს, მით უფრო მეტად მეტად ვუხანგრძლივებთ ძრავს სამუშაო რესურსს.

რა კლასიფიკაციებით იყოფა ავტომობილის ძრავის ზეთის?

ძრავის ზეთები ხელმისაწვდომია სხვადასხვა კლასებში, რომლებიც კატეგორიზებულია მათი ტიპის, სიბლანტის, დუღილის წერტილის და ხარისხის მიხედვით. ძრავის ზეთის სიბლანტე მითითებულია ორი ნომრით, მაგალითად 5W-30. პირველი რიცხვი "W"-ით აღნიშნულია დაბალი ტემპერატურის სიბლანტე, ანუ რამდენად თხევადია ზეთი დაბალ ტემპერატურაზე. მეორე რიცხვი წარმოადგენს მაღალტემპერატურულ სიბლანტეს, ანუ რამდენად თხევადია ზეთი მაღალ ტემპერატურაზე. ორივე რიცხვს აღნიშნავს შემდეგს: რაც უფრო მაღალია, მით უფრო ბლანტი, ანუ სქელია ზეთი. და პირიქით: რაც უფრო ნაკლებია რიცხვი, მით უფრო თხელია ზეთი.

ძრავის ზეთის სიბლანტის მაჩვენებელი ცხრილი

რატომ ხდება ძრავის ზეთი სულ უფრო და უფრო თხელი?

საინტერესო კითხვაა, რატომ ცდილობენ ავტომწარმოებლები შექმნან სულ უფრო მეტად თხელი ზეთი ავტომობილებისათვის? - ეს განპირობებულია ავტომწარმოებლების ძალისხმევით, რათა კიდევ უფრო შეამცირონ ავტომობილის გამონაბოლქვი. რაც უფრო თხელია საავტომობილო ზეთ, მით ნაკლები ძალა სჭირდება ძრავს, მის ამოსატუმბად. ლოგიკურია, რომ ეს პროცესი ამცირებს საწვავის მოხამრებას, ძრავს ნაკლები ძალა ადგება მუშაობის პროცესში და მცირედით, მაგრამ მაინც იზრდება ძრავის ეფექტურობა. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება ავტომწარმოებლის რეკომენდაციას და ამის გათვალისწინებით, შევარჩიოთ შესაბამისი სიბლანტის ზეთი, ავტომობილისათვის.

და მაინც, რა მოხდება თუ ძრავის ზეთს არასწორად შევარჩევთ?

მოდით განვიხილოთ ვარიანტი, რომ არ გავითვალისწინეთ ავტომწარმოებლის რჩევა და ჩვენს ავტომობილში 0W-20 ის მაგივრად სხვა, უფრო მაღალი სიბლანტის მქონე ზეთი ჩავასხით (უფრო სქელი). ფაქტობრივად ჩვენი ავტომობილს ძრავს, დამატებით თავსატეხს ვუჩენთ, რომ მან უნდა უზრუნველყოს ამ სქელი ზეთის გამოყენებით, ძრავის სრული შეპოხვა, რაც თითქმის შეუძლებელია. ძრავში, ზეთისათვის განკუთვნილი წვრილი არხები, რომლებმაც უნდა გაატარონ ძრავის ზეთის ტუმბოს გამოყენებით ზეთი, ვერ უზრუნველყოფენ თავის დანიშნულებას და ძრავიც არაეფექტურად არის შეპოხილი. ავტომწარმოებლის რჩევის არ გათვალისწინებით, ან უბრალოდ უხარისხო ძრავის ზეთის გამოყენებით ჩვენ შეიძლება საფრთხე შევუქმნათ, ავტომობილის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს - ძრავს.

როგორ გავიგო რომელი ზეთია მანქანისთვის შესაფერისი?

იმისათვის, რომ მოუფრთხილდეთ ავტომობილს და დაიცვათ ავტომობილის ძრავი დაზიანებისაგან, არ არის აუცილებელი, რომ პროფესიონალურ დონეზე ერკვეოდეთ ავტომობილის აგრეგატებში. მთავარია, ეს საქმე პროფესიონალებს ვანდოთ ! ძრავის ზეთის შეცვლის დროს, მნიშვნელოვანი ნაბიჯები, ზეთის სწორად შერჩევა და ტექნიკური შესრულებაა.


გამოიწერეთ სიახლეები