×
რას ნიშნავს L ავტომობილის გადაცემათა კოლოფზე?

რას ნიშნავს L ავტომობილის გადაცემათა კოლოფზე?

13 თებერვალი 2023

თანამედროვე ავტომობილის ავტომატურ გადაცემათა კოლოფის გადამრთველ ბერკეტზე, რამდენიმე სიმბოლოა გამოსახული. ეს სიმბოლოები წარმოადგენს გადაცემის სხვადასხვა ფუნქციას, რაც მძღოლებს საშუალებას აძლევს, მათი საჭიროებიდან გამომდინარე, მართვის საუკეთესო გამოცდილება მიიღონ.

➤ რას ნიშნავს L ავტომობილზე?

ავტომატური ტრანსმისიით აღჭურვილი ავტომობილების გადაცემების გადამრთველზე, L დადაბლებულ გადაცემას ნიშნავს. მექანიკური კოლოფით აღჭურვილ ავტომობილზე კი ქვედა გადაცემა, პირველ და მეორე გადაცემას შეესაბამება. L რეჟიმში, ავტომობილის ტრანსმისია საფეხურებს რეგულარულად არ ცვლის. ამის ნაცვლად, გადაცემათა კოლოფი დარჩება დაბალ საფეხურზე, რის შედეგადაც, ძრავში ნაკლები საწვავი შედის. მიუხედავად იმისა, რომ ეს ამცირებს ძრავის სიმძლავრეს, თქვენ მიიღებთ ძრავის დამატებით მაბრუნ მომენტს. როდესაც თქვენ დადაბლებული საფეხურის რეჟიმში, ფეხს გაზის პედალს დააჭერთ, ძრავი თქვენს საბურავებს მეტ მომენტს გადასცემს და არა გაზრდილ ბრუნვებს. ძრავის დამატებული სიმძლავრე, რამდენიმე სიტუაციაშია მოსახერხებელი (მაგრამ ამაზე მოგვიანებით).

➤ როგორ გამოვიყენოთ L გადაცემა?

ავტომატური ტრანსმისიის მქონე ავტომობილი, გადაცემას ავტომატურად ცვლის, როდესაც თქვენ გაზრდით ან ამცირებთ სიჩქარეს და როდესაც ბრუნვები გარკვეულ ზღვარს მიაღწევს. დაბალი საფეხურის რეჟიმის გამოყენება, სელექტორის აღნიშნულ რეჟიმზე გადატანით, ან სიჩქარის შემცირებით შეგიძლიათ.

ახლა, როდესაც თქვენ იცით, როგორ გამოიყენოთ L გადაცემა, მოდით გავარკვიოთ, როდის უნდა გამოვიყენოთ ის.

➤ როდის გამოვიყენოთ L ფუნქცია?

გადაცემათა კოლოფის გადამრთველზე დაბალი სიჩქარის დაყენება, მძღოლებს უპირატესობას ანიჭებს გარკვეულ გარემოებებში და კონკრეტული ამოცანების შესრულებისას. სამი მაგალითი, როდესაც დაბალი სიჩქარის რეჟიმი რეკომენდებულია:

 ბუქსირება

 ცუდი ამინდი

 მკვეთრი დაღმართები

ციცაბო ფერდობებზე და ბორცვებზე დაშვებისას, ძრავსა და სამუხრუჭე სისტემაზე, დამატებითი დატვირთვა მოქმედებს. თუმცა, დაბალი გადაცემა, ძრავით დამუხრუჭების საშუალებას იძლევა, რაც სტანდარტულ დამუხრუჭებაზე გაცილებით უსაფრთხოა.

➤ რა არის ძრავით დამუხრუჭება?

ძრავით დამუხრუჭება არის მანქანის შენელების მეთოდი, სამუხრუჭე პედლის დაჭერის გარეშე. ამ გზით, თქვენ შეგიძლიათ შეინარჩუნოთ კონტროლი დაღმართში მოძრავ მანქანაზე, გადაცემათა კოლოფზე, სამუხრუჭე პედლებსა და სამუხრუჭე ხუნდებზე, ზედმეტი ზეწოლის გარეშე.

4 ხშირად დასმული კითხვა ავტომობილის ტრანსმისიაზე:

 აქვთ ელექტრომობილებს L რეჟიმი?

 დიახ, ელექტრომობილებს აქვთ L რეჟიმი. ელექტრომობილების უმეტესობა მას იყენებს რეგენერაციული დამუხრუჭებისთვის და აკუმულატორის დასამუხტად.

 რა არის რეგენერაციული დამუხრუჭება?

რეგენერაციული დამუხრუჭება არის მეთოდი, რომლის საშუალებითაც, შენლებისას გამოყოფილი ენერგია, ავტომობილის აკუმულატორის დამუხტვას ხმარდება.

 რას ნიშნავს ავტომობილზე?

გადაცემების სელექტორზე S ნიშნავს სპორტს ან S რეჟიმს. S რეჟიმი თანამედროვე ავტომობილს პირველ და მეორე გადაცემათა დონეზე ტოვებს და ზრდის ძრავისა და ტრანსმისიის წარმადობას. S გადაცემათა კოლოფი ძრავს აიძულებს, იმუშაოს უფრო მაღალ ბრუნვებზე, რაც სიჩქარეს ზრდის და გადაცემების უფრო სწრაფად გადართვის საშუალებას იძლევა.

 რა სარგებელი აქვს ძრავით დამუხრუჭებას?

ძრავით დამუხრუჭება, დაბალ გადაცემაზე გადასვლით, ავტომობილის შენელებაში ისე გეხმარებათ, რომ ინტენსიური დამუხრუჭება არ დაგჭირდებათ. და ამ პროცესისგან თქვენ სარგებელს იღებთ, როგორ? 

მოვლის დაბალი ხარჯები: როცა სამუხრუჭე სისტემას ნაკლებად იყენებთ, ზიანის შემცირება შეგიძლიათ. ეს ამცირებს სამუხრუჭე კომპონენტების შეცვლის სიხშირეს, როგორიცაა სამუხრუჭე ხუნდები, სამუხრუჭე პედლები, პარკირების მუხრუჭი და სამუხრუჭე სითხე.

გადაჭარბებული ხახუნის პრევენცია: ძრავით დამუხრუჭება, თქვენს ტრანსმისიას და სამუხრუჭე სისტემას, ზედმეტი ხახუნისგან იცავს და ამცირებს მუხრუჭების დაზიანების რისკს.

უმჯობესდება სამუხრუჭე სითხის და საწვავის ეფექტურობა: ძრავით დამუხრუჭების დროს, ECM (ძრავის მართვის მოდული) წყვეტს საწვავის მიწოდებას. ეს თავის მხრივ, ხელს უწყობს საწვავის გამოყენების ეფექტურობას და ამცირებს სამუხრუჭე სითხის მოხმარებას.

 

 


გამოიწერეთ სიახლეები