რატომ უნდა გამოვრეცხოთ ძრავი?
რა საჭიროა ძრავების გამორეცხვა? - როგორ და რა საშუალებები გამოიყენება ამისთვის?. ავტომობილის ექსპლუატაციის პროცესში, ძრავის შიდა ზედაპირებზე და შეზეთვის სისტემის არხებში, ნახშირბადოვანი ნაერთები წარმოიქმნება. მათი წარმოქმნა გარდაუვალია და ამ პრობლემის მოგვარება, უბრალოდ მაღალი ხარისხის ძრავის ზეთის გამოყენებით შეუძლებელია. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ძველი ზეთის გამოცვლისას, მისი მცირე ნაწილი ძრავში რჩება. და რით ემუქრება ეს ავტომობილს?
როდესაც ძრავში ახალ ზეთს ჩაასხამთ, მის შემადგენლობაში არსებული დანამატები მაშინვე იწყებს დანალექებთან და დამაბინძურებლებთან ურთიერთქმედებას. ამან შესაძლოა, სხვადასხვა ნეგატიური შედეგი გამოიწვიოს. მათ შორის:
○ ზეთის ფილტრის ნაწილობრივი გაჭედვა
○ ზეთში არსებული დანამატების ნაადრევი გამომუშავება, ასევე ახალჩასხმული ზეთის საექსპლუატაციო თვისებების დაკარგვა
როგორ მოვიქცეთ ასეთ სიტუაციაში? ძრავის გამორეცხვისთვის, აუცილებელია სპეციალური საშუალებების გამოყენება. ამის წყალობით, ძრავის ზეთის გამოცვლის შემდეგ, ახალი ზეთი ეფექტურად და შეუფერხებლად იმუშავებს.
➤ ძრავის გამორეცხვის საშუალება:
აუცილებელია გამოვიყენოთ ძრავის გამოსარეცხი საშუალება. სპეციალური სითხე ისხმევა ძველ ზეთში, სანამ ჩამოცლით მას. გამოსარეცხის ჩასხმის შემდეგ, ძრავი უქმე სვლის რეჟიმში, 10 წუთი უნდა ამუშაოთ. ჩვეულებრივ, ასეთი სარეცხი მინერალური ზეთის საფუძველზე მზადდება, რისი წყალობითაც, ის ფასის მხრივ, ხელმისაწვდომია. შემდეგ ჩამოცლით ძრავის გამოსარეცხ საშუალებას, მის ნაცვლად კი ახალ ზეთს ასხამთ. გამოსარეცხი საშუალება შეიცავს უნიკალური დანამატის პაკეტს, გამოიყენება ძრავის საფუძვლიანი გამორეცხვისათვის, ეფექტურად აშორებს ძველი ზეთის ნადებს და ჭუჭყს. უზრუნველყობს ძრავის იდეალურ სისუფთავეს გამორეცხვის შემდგომ.
რიგ შემთხვევებში საჭიროა პროფესიონალური გამოსარეცხი, რომელთა საშუალებითაც, ძრავის გასუფთავებასთან დაკავშირებული ყველაზე რთული ამოცანების შესრულებაა შესაძლებელი. რით განსხვავდება ასეთი საშუალებები ჩვეულებრივისგან? პროფესიონალურ სარეცხებში გაზრდილია აქტიური კომპონენტების შემცველობა. ისინი რეკომენდებულია შემდეგი შემთხვევებისთვის:
○ უხარისხო ძრავის ზეთის გამოყენება
○ ძრავის ძლიერი გადახურება და ამით გამოწვეული ნამწვის წარმოქმნა
○ საეჭვო ხარისხის საწვავის ხშირი გამოყენება
○ ძრავის აშკარა გაუმართაობები: ცუდი გაშვება, წნევის დაცემა, ბოლი და სხვა
○ ზეთის შეცვლებს შორის ინტერვალების მნიშვნელოვანი გადამეტება
○ ჰიდროკომპენსატორების მუდმივი ძლიერი კაკუნი, რაც ზეთის მიმწოდებელი მაგისტრალის დაბინძურებით არის გამოწვეული.
➤ Liqui Moly-ს მაღალხარისხიანი გამოსარეცხი საშუალებები:
კომპანია Liqui Moly აწარმოებს მაღალი ხარისხის პროდუქტებს, რომლებიც იოლად უმკლავდება ძრავის დაბინძურებას და ნადებს. მათი მეშვეობით, გამორეცხვა და ზეთის შეცვლა გაიოლებული და უფრო ეფექტურია.