რიჩარდ ჰამონდი და განსაკუთრებული Jaguar XJR
LIQUI MOLY-ი და კონტენტ პარტნიორი DRIVETRIBE წარმოგიდგენთ ვიდეო ფილმების ხუთნაწილიან სერიას, რომელშიც ავტომობილების გურუ რიჩარდ ჰამონდი მონაწილეობს. რიჩარდ ჰამონდი LIQUI MOLY-ს პროდუქტებს არამხოლოდ მაშინ ენდობა, როდესაც თავისი Jaguar XJR-ის ზეთს ცვლის არამედ, LIQUI MOLY-ის პროდუქტების დახმარებით, მან თავისი ავტომობილი გამოაცოცხლა, როგორც ტექნიკურად, ისე გარეგნულად.
საავტომობილო ისტორიების ბევრი მოყვარული, ვინც ბრიტანულ იუმორსაც აფასებს, მას კარგად იცნობს: რიჩარდ ჰამონდი, ინგლისელი მწერალი და ჟურნალისტი. ის ცნობილი გახდა, როგორც BBC-ს საავტომობილო პროგრამა Top Gear-ის თანა-წამყვანი, რომელიც ჯერემი კლარკსონთან და ჯეიმს მეისთან ერთად, 2002-2015 წლებში მიჰყავდა. Top Gear-ის (კლარკსონთან და მეისთან ერთად) შემდეგ, ჰამონდი 2016 წელს შეუერთდა Amazon Prime Video-ს, სადაც ახალ საავტომობილო გადაცემა The Grand Tour მიჰყავს.
ის ასევე არის DRIVETRIBE-ს თანა-დამაარსებელი, რომელიც LIQUI MOLY-ს გლობალური კონტენტ პარტნიორია. სოციალურ ქსელში მომუშავე კომპანია, ყველა აქტუალურ სოციალური ქსელის პლატფორმაზე, ავტომობილების შესახებ, საინტერესო ისტორიებს აჩვენებს, რისთვისაც ამ დარგის ცნობილ ექსპერტებთან თანამშრომლობს. ეს მსოფლიო საავტომობილო სამყაროში, DRIVETRIBE-ს საზოგადოებრივი აზრის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ლიდერად აქცევს.
ეს ის შემთხვევაა, როცა საქმეში ჩვენი ძრავის ზეთები, დანამატები და ავტომობილზე ზრუნვის პროდუქტები ერთვება. DRIVETRIBE-ს წამყვან მაიკ ფერნისთან ერთად, ჩვენ ჰამონდს მისი „ოცნების იაგუართან“ მივაცილებთ და იმავდროულად, ჩვენი პროდუქტების და მომსახურების ხარისხს წარმოვაჩენთ.
პირველ ვიდეოს, „იუთუბზე“ მთელ მსოფლიოში 2.3 მილიონი მაყურებელი ჰყავდა. და სულ რაღაც რამდენიმე საათში, ის ბრიტანეთის „იუთუბის“ ჩარტებში ტოპ ოცეულში შევიდა.