ECSTA HS52 და ECSTA PS71 - საუკეთესოდ შეფასდა !
პრემიუმ კლასის კორეული ბრენდის Kumho Tire-ის პოპულარულმა ორმა მოდელმა ECSTA HS52 და ECSTA PS71-მა მიიღო "GOOD" ნიშანი. ზაფხულის საბურავის ტესტზე, გერმანიის საავტომობილო ასოციაციის ADAC-ის (Allgemeiner Deutscher Automobil-Club) მიერ. HS52-მა დაამარცხა 42 კონკურენტი და 50-მდე შერჩეული კანდიდატიდან, მერვე ადგილი დაიკავა.
ADAC-ის მიერ საბურავის ტესტირების 50 წლის იუბილეს და ეკოლოგიური და მდგრადობის მზარდი მნიშვნელობის აღსანიშნავად, ADAC-მა შექმნა ახალი ქულების სისტემა. 100 ქულიანი შეფასებიდან 30 ქულით შეფასდა ეკოლოგიური ბალანსი (საბურავის ცვეთა, ეფექტურობა, ხმაური და საბურავის მდგრადობა) 70 ქულით კი, მართვის უსაფრთხოება (მშრალ და სველ გზაზე მოჭიდება, საჭის მართვის ეფექტურობა). KUMHO TIRE-ის მოდელი HS52-მა, გამოავლინა სველ და მშრალ გზის ზედაპირზე მაქსიმალურ უსაფრთხოება და მართვადობა, გაუმჯობესებულ ტენიანობა და გაზრდილი გარბენის მაჩვენებელი.
მეორე, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვან ტესტში, რომელიც ჩატარდა საერთაშორისო ცნობილ ჟურნალ Auto Bild-ის მიერ, KUMHO TIRE ECSTA PS71 დაიკავა მეხუთე ადგილი 20 ფინალისტიდან, რომელშიც ასევე დაჯილდოვდა "GOOD". ნიშნით. Auto Bild-ის მიერ ჩატარებულ ტესტში, KUMHO TIRE ECSTA PS71-ის მნიშვნელოვანი უპირატესობები გამოიკვეთა კონკურენტ მონაწილე საბურავებთან შედარებით, როგორიცაა: საბურავის მდგრადობა, მოჭიდების ეფექტურობა, როგორც სველ ასევე მშრალ ზედაპირზე. ასიმეტრიული მოდელი PS71 იყო ერთ-ერთი პირველი ძირითადი პროდუქტი, რომელიც შეიქმნა კომპანიის R&D ცენტრში, იონგინში, სეულის მახლობლად, სამხრეთ კორეაში და შექმნის მიზანი სწორედ მაღალ სიჩქარეზე სტაბილურობა და გზის სველ ზედაპირზე უსაფრთხოება იყო, რაც Auto Bild-ის მიერ ჩატარებული ტესტების თანახმად, 100%-ით შესრულებულია !
''ჩვენ ვამაყობთ, რომ ორივე ტესტში უკეთესად გამოვავლინეთ თავი, ვიდრე ჩვენმა კოლეგებმა. ასეთი მაღალი დონის ტესტებში ორი მნიშვნელოვანი ჯილდოს მიღება, ჩვენი პროდუქციის კონკურენტუნარიანობას უსმევს ხაზზს როგორც შიდა, ასევე გლობალურ ბაზარზე.'' - ამბობს KUMHO TIRE-ის რეგიონალური წარმომადგენელი.