×
რატომ არის მნიშვნელოვანი შესაბამისი ზეთის გამოყენება?

რატომ არის მნიშვნელოვანი შესაბამისი ზეთის გამოყენება?

21 ნოემბერი 2022

რატომ არის მნიშვნელოვანი შესაბამისი ზეთის გამოყენება? ღირს თუ არა ძრავის ზეთზე ფულის დაზოგვა და რა საჭიროა მისი შეცვლა? - LIQUI MOLY გიპასუხებთ.

➤ ზოგადი ინფორმაცია

ავტომობილის ძრავი მუდმივად საჭიროებს დაზეთვას. საპოხი მასალის დამცავი აპკი, მოძრავ კომპონენტებს შორის მექანიკურ ხახუნს ამცირებს და მეტალის ზედაპირების უშუალო შეხებას აღკვეთავს. ძრავი ზეთის გარეშე, წამებში მნიშვნელოვნად დაზიანდება. ძრავის ზეთი, მოხახუნე ზედაპირების შეზეთვას, ყველა სამუშაო პირობებში და დატვირთვის დროს უნდა უზრუნველყოფდეს. ყინვისას მას უნდა ჰქონდეს რაც შეიძლება დაბალი სიბლანტე, რათა ძრავის სწრაფად ამუშავება და მისი ყველა მნიშვნელოვანი დეტალის შეზეთვა უზრუნველყოს. მეორე მხრივ, მაღალი ტემპერატურის დროს, საზეთი აპკი არ უნდა დანაწევრდეს, რადგან ამ შემთხვევაში, მშრალი ხახუნი ძრავის დაზიანებას გამოიწვევს.

➤ რატომ არის საჭირო ძრავის ზეთის შეცვლა

ძრავის რეგულარული ცვლა, ძრავის და ტრანსმისიის მუშაობის ხანგრძლივობას ზრდის. დროთა განმავლობაში, ძრავის ზეთი ძველდება და ჭუჭყიანდება. მაგალითად, მას ათხელებს საწვავი და კონდენსირებული წყალი, თვისებებს აუარესებს ზეთში მექანიკური აბრაზივის მოხვედრა და მისი დაძველება.

○ შეზეთვაძრავის ზეთის მთავარი დანიშნულება, ძრავის მექანიკური კომპონენტების შეზეთვაა. მან უნდა შეამციროს მოძრავ კომპონენტებს შორის ხახუნი, რითაც ცვეთას მინიმუმამდე შეამცირებს. დახურული საპოხი აპკის შექმნა აუცილებელია, რათა ძრავი მეტალური ელემენტების უშუალო შეხების და დაზიანებისგან დაცული იყოს.

○ გაგრილებაძრავის ზეთი ძრავის კომპონენტების გაგრილებასაც უწყობს ხელს. ის ძრავში სითბოს გადანაწილებას უზრუნველყოფს, რითაც ცალკეულ დეტალებს გადახურებისგან იცავს.

○ წმენდა - ძრავის ზეთის კიდევ ერთი დანიშნულება, ძრავის წმენდაა. წვის ნარჩენებს, მეტალის აბრაზიულ ნაწილაკებს და ნადებს, ზეთი თავს უყრის და ზეთის ფილტრში ტოვებს.

○ დალუქვა - ძრავის ზეთი, დგუშის რგოლების წვის კამერისგან იზოლირებას უზრუნველყოფს, რითაც ძრავში დამაბინძურებელი ნივთიერებების მოხვედრას აღკვეთავს.

➤ რატომ არის მნიშვნელოვანი შესაფერისი ზეთის გამოყენება?

ყველა ძრავი განსხვავებულია და ამიტომ, ზეთებისადმი განსხვავებული მოთხოვნები აქვს. თუ შეუფერებელი სიბლანტის ზეთს გამოიყენებთ, ზეთის საჭირო წნევის მიღწევა შეუძლებელი გახდება, რაც ძრავის დაზიანებას გამოიწვევს. გარდა ამისა, ამას სხვა დამაზიანებელი შედეგების გამოწვევაც შეუძლია. მაგალითად, იკარგება გარანტია, იზრდება საწვავის ხარჯი და დაზიანების რისკი, იკლებს ძრავის სამუშაო რესურსი და ზიანდება ნაწილაკების ფილტრი და კატალიზატორი.

➤ ძრავის ზეთი ფულის დაზოგვაში დაგეხმარებათ?

ზეთის შეცვლისას, რომელი ზეთის გამოყენებაა სასურველი? არსებობს უამრავი მომწოდებელი, რომლებიც როგორც იაფ, ასევე ძვირადღირებულ პროდუქტებს აწარმოებენ. ბუნებრივია, ნაკლები თანხის დახარჯვა გსურთ, რაც იაფფასიანი ზეთის შეძენისკენ გიბიძგებთ. ეს კი შეიძლება უფრო ძვირად დაგიჯდეთ. მიზეზი: იაფი ზეთი, მწარმოებლის ყველა მახასიათებელს არ აკმაყოფილებს და წარმადობის ნაკლები რესურსი აქვს. ამიტომ, მისი მოხმარება უფრო სწრაფად ხდება და გაცილებით სწრაფად უნდა შეიცვალოს. LIQUI MOLY-ს მაღალი ხარისხის ძრავის ზეთი, ხშირად მწარმოებლის მახასიათებლებს აღემატება და ძრავის მუშაობის დროს ახანგრძლივებს.

➤ დანამატები ზეთში

ძრავის ზეთი, დანამატების ინდივიდუალურ პაკეტს შეიცავს, რაც მწარმოებლის მახასიათებლებზეა დამოკიდებული. მნიშვნელოვანია თქვენი ავტომობილისთვის შესაფერისი ზეთის შერჩევა, რადგან ყველა ძრავს, განსხვავებული მოთხოვნა აქვს.


გამოიწერეთ სიახლეები