ბენზინისა და დიზელის ძრავის სისტემის წმენდა
გაწუხებთ საწვავის მოხმარების ზრდა, ძრავის მუშაობის შემცირებული ეფექტურობა, რთულად დაქოქვა და ხმაურიანი მუშაობა, ან თუნდაც მავნე ნივთიერებების ზრდა და შესაბამისად ტექდათვალიერების გავლის პრობლემური საკითხი?
➤ LIQUI MOLY-ს ამ ყველა სიმპტომისა და პრობლემის გადასაწყვეტად ერთი წამალი აქვს!
მაქსიმალურად ეფექტური და გამოყენებაში მარტივი - MOTOR SYSTEM REINIGER BENZIN & DIESEL ძრავში საწვავის ყოველი აფეთქება იწვევს შემფრქვევისა და ზოგადად წვის სისტემის კომპონენტების დაბინძურებას. რაც უფრო თანამედროვე და ტექნოლოგიურად დახვეწილია ძრავა, მით უფრო მგრძნობიარეა სისტემა საწვავით დაბინძურებაზე და გაცილებით სერიოზულ პრობლემებსაც იწვევს.
უმეტეს წილად, ამგვარი პრობლემების შედეგად გვიწევს ძრავის დაშლა და უკვე დაშლილ მდგომარეობაში დეტალების გაწმენდა, ან სულაც ძვირადღირებული, ახალი დეტალებით ჩანაცვლება. რაც ძალზედ რთული, საპასუხიმგებლო და ამასთან ძვირად ღირებული პროცესია.
განსაკუთრებით პრობლემურია პირდაპირი შემფრქვევი სისტემის მქონე (ბენზინის ან დიზელის) ძრავები. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ამ ტიპის ძრავებში მფრქვევანას თავი მუდმივად არის მაღალ ტემპერატურის, წნევისა და გამონაბოლქვი აირების ზემოქმედების ქვეშ. (მათ შორის ჭვარტლის). რა თქმა უნდა ეს დამოკიდებულია ავტომობილის ექსპლუატაციის პირობებზეც ( მძიმე ან მსუბუქი ) და საწვავის ხარისხზეც. ძირითად შემთხვევებში მფრქვევანას თავზე და წვის კამერაში წარმოიქმნება ნალექი და ნამწვი.
➤ შედეგები:
დაბინძურებული მფრქვევანა, იწვევს ძრავის სიმძლავრის დკარგვას, რაც შეიძლება ითქვას, რომ საწვავის მიწოდების შემცირებით არის გამოწვეული. აედან გამომდინარე ხდება საწვავისა და ჰაერის არასწორი შერევა(ანუ საწვავის არასრული წვა) , რის შედეგადაც მნიშვნელოვნად იზრდება, როგორც გამონაბოლქვი აირები, ისე საწავის მოხმარება.
დროთა განმავლობაში, არასწორი წვის შედეგად წარმოიქმნება ნალექი და ჭვარტლი, რაც თან და თან უფრო ახშობს საწვავის გამტარ წვრილ მილებს. ეს კი იწვევს მფრქვევანას დაბლოკვას, სისტემის მუშაობის დესტაბილიზაციას და საბოლოოდ ძრავის დაზიანებას. აქ კი ვუბრუნდებით ისევ ძრავის ძვირადღირებულ შეკეთებას.
MOTOR SYSTEM REINIGER BENZIN – დანამატის უახლესი ტექნოლოგია ხასიათდება, ძლიერ გამწმენდი თვისებებთა და კოროზიისგან დაცვას მაღალი პროცენტული მაჩვენებლებით. შექმნილია განსაკუთრებით სერიოზული დეპოზიტების მოსაშორებლად, მაგალითად, ის რაც ხდება პირდაპირი შეფრქვევის სისტემებში.
○ მისი გამოყენება ამცირებს მავნე აირებს გამონაბოლქვში (მარტივად გაივლით ტექდათვალიერებას )
○ უზრუნველყოფს ძრავის სტაბილურ და ოპტიმალურ მუშაობას
○ მარტივად აშორებს ნამწვს და ნალექს მთლიანი საწვავის სისტემიდან
○ ხელს უშლის საწვავის სისტემაში კოროზიის განვითარებას
○ უზრუნველყოფს საწვავის და ჰაერის ოპტიმალურ ნაზავს
○ ხელს უწყობს ოპტიმალურ ფეთქებადობას წვის კამერაში
○ ტესტირებულია კატალიზატორთან
○ მნიშვნელოვნად ამცირებს საწვავის მოხმარებას
○ ინარჩუნებს მფრქვევანას საქშენის სისუფთავეს იდეალურად არის მორგებული ბენზინის ყველა ძრავზე. განსაკუთრებით ეფექტური კი არის პირდაპირი შემფრქვევი სისტემის მქონე ძრავების შემთხვევაში.
MOTOR SYSTEM REINIGER DIESEL – დანამატის უახლესი ტექნოლოგია აერთიანებს, როგორც ძლიერ გამწმენდ და კოროზიისგან დამცავ თვისებებს, ისე გამოირჩევა მაღალი შეფოხვის მაჩვენებლით.
აშორებს პრობლემურ ნალექებს მაღალი სიზუსტის დეტალების ზედაპირებიდან, მაგალითად როგორიცაა მფრქვევანა ( ინჟექტორები ) და მაღალი წნევის ტუმბოები. შედეგად ძრავი ინარჩუნებს სისტემის ოპტიმალურ ფუნქციონირებას. ის ასევე, იცავს შემფრქვევი სისტემის ძვირად ღირებულ კომპონენტებს ცვეთისაგან, თავისი საპოხი თვისებების საშუალებით.
○ უზრუნველყოფს მავნე გამონაბოლქვის შემცირებას ( მარტივად გაივლით ტექდათვალიერებას )
○ ხსნის ნალექებს მთლიანი საწვავის სისტემიდან
○ ხელს უშლის ნალექის ხელახლა დაგროვებას
○ იცავს შემფრქვევი სისტემის კომპონენტებს ცვეთისაგან
○ მნიშვნელოვნად ამცირებს საწვავის მოხმარებას
○ უზრუნველყოფს სტაბილურ და ოპტიმალურ წვას
○ მორგებულია ყველა ტიპის დიზელის მომუშავე ძრავს, მათ შორის “Common Rail” და “Pump-Jet”-ის მაღალი წნევით შემფრქვევი სისტემის მქონე ძრავებს.\
➤ დანამატის დანიშნულება და გამოყენების წესები:
ორივე დანამატის ჩასხმა შესაძლებელია საწვავის ავზში ნებისმიერ დროს. შერევა ხდება ავტომატურად. 300 მლ ფლაკონი განკუთვნილია მინიმუმ 35 ლ და მაქსიმუმ 75 ლ საწვავის რაოდენობაზე.
➤ რეკომენდაცია: დაამატეთ საწვავის ავზში გამონაბოლქვის სისტემის შემოწმების ( მაგალითად ტექდათვალიერება ) ან სხვა სარემონტო სამუშაოების გავლის დროს. საწვავის სისტემის შეკეთების შემდეგ. პრობლემების ხელახლა წარმოქმნას თავი რომ ავარიდოთ, რეკომენდირებულია პროდუქტის პროფილაქტიკური გამოყენება. მაგალითად ყოველ 5000კმ გავლის შემდეგ, ან შეცდომით დაბალი ხარისხის საწვავის ავზში ჩასხმის შემდეგ და ა.შ. ბენზინის ან დიზელის ძრავის სისტემის გამწმენდ დანამატებს აქვთ უნიკალური მახასიათებელი. ორივე სრულად აშორებს მფრქვევანის ზედაპირზე წარმოქმნილ ნალექს და ნამწვს. ამის დემონსტრირებისთვის ჩატარდა მთელი რიგი ექსპერიმენტები, რომლებიც აჩვენებს ძრავის სისტემის გამწმენდის პოტენციალს LIQUI MOLY-ს დანამატებით.
➤ ეფექტურობის დასტური:
○ ფოტო 1- სრულად გაწმენდილი მფრქვევანა ტესტის დასაწყისში
○ ფოტო 2 - 48 საათიანი ინტენსიური მუშაობის შედეგი
○ ფოტო 3 - დანამატთან ერთად 24 საათიანი ინტენსიური მუშაობის შედეგი
➤ ბენზინის საწვავის სისტემა
გრაფიკი ასახავს ნალექების და ნამწვის მოცილებას დაბინძურებული მფრქვევანის ზედაპირიდან 24 საათიანი ინტენსიური სამუშაო რეჟიმის განმავლობაში 450 მგ / ლ დანამატით.
➤ დიზელის საწვავის სისტემა
გრაფიკი ასახავს ნალექის და ნამწვის მოცილებას დაბინძურებული მფრქვევანის ზედაპირიდან 16 საცდელი სამუშაო ციკლის პერიოდის განმავლობაში, დაახლოებით 400 ლ საწვავის მოხმარებით.