×
დაბრუნებისთანავე - იზრუნე ავტომობილზე !

დაბრუნებისთანავე - იზრუნე ავტომობილზე !

02 სექტემბერი 2024

ზაფხულიც ცხელი დღეებიც მიიწურა და შემოდგომაც დადგა. ვინც უკვე დაუბრუნდით ჩვეულ, ყოველდღიურ ცხოვრების რიტმს გეზ მოტორსმა რჩევები და სიახლეები მოგიმზადათ თქვენი ავტომობილის მოვლასთან დაკავშირებით.

დასვენების პერიოდში ალბათ ძალიან ბევრი სიარული მოგვიწია ავტომობილით მთაში თუ ზღვაზე. დამეთანხმებით, რომ მოკლევადიანი დასვენების პერიოდში გვინდა ბევრი რამ მოვასწროთ და მაქსიმალურად გამოვიყენოთ ზაფხულის დასვენება, მაგრამ ამ მოგზაურობის დასრულების შემდეგ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი ავტომობილისათვის ხანგრძლივი მგზავრობისა შემდეგ, აუცილებლად ჩავატაროთ შემოწმება, რადგან დროულად აღმოჩენილი სულ პატარა პრობლემაც კი, სამომავლოდ დიდ საფიქრალს და ფინანსურ ხარჯს აგვარიდებს თავიდან.

შეამოწმე ძრავის ზეთი

ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ, აუცილებელია ყურადღება მივაქციოთ ავტომობილის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ელემენეტს, ძრავს ! ძრავი ყველაზე დიდ როლს ასრულებს ავტომობილის გადაადგილებაში და შესაბამისად, დაბრუნებისთანავე უნდა შევამოწმოთ ძრავის ზეთის მდგომარეობა, დონე და ავტომწარმოებლის გათვალისწინებით აუცილებლად დავიცვათ, ძრავის ზეთის შეცვლის ინტერვალი. ძრავის ზეთის რეკომენდებულ დროში შეცვლა, დაგეხმარებათ გაზარდოთ ძრავის სამუშაო რესურსი და თავიდან აირიდოთ ძრავის შეკეთებასთან დაკავშირებული პრობლემები, რაც დამეთანხმებით, რომ იაფი ნამდვილად არ არის.

შეამოწმე სამუხრუჭე ხუნდები

ჩვენი და გარშემომყოფების უსაფრთხოება მნიშვნელოვანია, ხანგრძლივი მგზავრობისა და განვლილი ათასობით კილომენტრის შემდეგ, აუცილებელია სამუხრუჭე ხუნდების მდგომარეობის შემოწმება. გამართული სამუხრუჭე სისტემის არსებობა, გვეხმარება ვიზრუნოთ ჩვენი და მგზავრების უსაფრთხოებაზე.

შეამოწმე სამუხრუჭე სითხე

სამუხრუჭე სითხის მთავარი დანიშნულება, სამუხრუჭე ელემენტების შეზეთვაა, დროთა განმავლობაში სამუხრუჭე სითხის ექსპლუატაციის ვადა იწურება და საჭიროა მისი შეცვლა. მაინც, რატომ უნდა შეიცვალოს სამუხრუჭე სითხე? მოდით უკვეთ გავიგოთ, სამუხრუჭე სითხის შეცვლის აუცილებლობა და მნიშვნელობა. როდესაც ავტომწარმოებლები რეკომენდაციას გვიწევენ, რომ როდის შევცვალოთ ჩვენს ავტომობილზე სამუხრუჭე სითხე, ისინი ითვალისწინებენ სითხის ქიმიურ შემადგენლობას და ასევე მუშაობის პროცესში დუღილის ტემპერატურას, რომელიც 200°С - დამ 260°С-მდე მერყეობს. დროთა განმავლობაში მუდმივი მუშაობის პირობებში, იშლება სითხის ქიმიური სტრუქტურა, რაც იწევებს მისი ეფექტურობისა და თვისებების დაკარგვას.

შეამოწმე ფილტრები

ძრავის ზეთის შეცვლის დროს, აუცილებელია რომ გამოიყენოთ მაღალხარისხიანი ფილტრი, რომელიც ძრავის ზეთს უკეთესად გაფილტრავს და ალბათობა იმისა, რომ ასეთი ფილტრი დაზიანება ნაკლებია. ასევე მოდით ვისაუბროთ, ჰაერის ფილტრის მნიშვნელობაზე. ჰაერის ფილტრი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რადგან სწორედ ჰაერის ფილტრი უზრუნველყობს ძრავის სისტემაში ჰაერის შეშვებას და ფილტრაციას. რატომ არის მნიშვნელოვანი? წარომიდგინეთ, რომ სუნთქვაში ხელს რაღაც გიშლით, ვერ იღებთ საკმარის ჟანგბადს, დამეთანხმებით უსიამოვნო პროცესია და ეს ჩვენს აქტივობაზეც აისახება. სწორედ ასეთივე მნიშვნელოვანია, ჰაერის ფილტრი ძრავისათვის ! გაჭედილი, უხარისხო, ძველი ჰაერის ფილტრი ვერ ატარებს საკმარის ჰაერს და ვერ უზრუნველყობს საჭირო ფილტრაციას, შედეგად ძრავს უჭირს ''სუნთქვა'' და გარედან წამოსული ნაწილაკები ხვდება ძრავის სისტემაში, რაც დროთა განმავლობაში ძრავის დაზიანებას გამოიწვევს.

საბურავი

საბურავი ავტომობილისათვის და ჩვენი უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ავტომობილის ელემენტზე, რომელსაც გზის საფართან პირველი შეხება აქვს და მისი ხარისხობრივი თვისებები, განსაზღვრას ჩვენი ავტომობილის მართვადობას, მანევრირებას და ჩვენს უსაფრთხოებას. სეზონის შესაბამისად, შესაბამისი საბურავის გამოყენებაა რეკომენდებულია. ასევე შემოწმების დროს ყურადღება მიაქციეთ პროტექტორის ნახატის სიმაღლეს და გამოშვების წელს, რატომ? - პროტექტორზე დატანილი ნახატის ფორმა, ისეა შექმნილი, რომ გზის საფართან შესაბამის მოჭიდებას უზრუნველყობს ხოლო რაც შეეხება გამოშვების წელს, დროთა განმავლობაში, რაც უფრო ძველია საბურავის გამოშვების წელი მით მეტია შანსი, რომ საბურავში შემავალ რეზინს, უკვე დაკარგული ქონდეს თვისებები.


გამოიწერეთ სიახლეები