რა უნდა იცოდეთ ავტომობილის სერვისის შესახებ
იმისათვის, რომ მოვუაროთ ავტომობილს, აუცილებელია ხშირად შევამოწმოთ მისი ტექნიკური მდგომაროება, რადგან ამაზეა დამოკიდებული ავტომობილის სამუშაო რესურსი. ტექნიკური მდგომარეობის შემოწმება მნიშნველოვანია, რადგან უმჯობესია თავის დროზე მოვუაროთ ავტომობილს, სანამ საჭირო გახდება მისი რემონტი, რაც დამეთანხმებით რომ ავტომობილის შენახვის ხარჯებს მნიშვნელოვნად ზრდის.
გთავაზობთ, თქვენი ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის შესანარჩუნებლად 7 მნიშვნელოვან ფაქტროს, რომლის რეგულარული დაცვა, საშუალებას მოგცემთ გაზარდოთ თქვენი ავტომობილის სამუშაო რესურსი.
სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირება
დამეთანხმებით, რომ ავტომობილის ინსპექტირება მნიშვნელოვნია, რათა დარწმუნდეთ, რომ თქვენი ავტომობილი ტექნიკურად კარგ მდგომარეობაშია. ტექნიკური ინსპექტირების დროს მოწმდება, ყველა ის მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც მნიშვნელოვანია თქვენი ავტომობილისათვის და რათქმაუნდა თქვენი უსაფრთხო მგზავორბისათვის. ამიტომ, კანონის შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ თავის დროზე მოვახდინოთ ავტომობილის ტექ-ინსპექტირება და დავრწმუნდეთ ავტომობილის გამართულობაში.
საბურავების მოვლა
საბურავი თქვენი უსაფრთხო მგზავრობისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. დროთა განმავლობაში, საბურავი ცვდება და გარკვეულ გზის საფარზე შეიძლება დაკარგოს ეფექტურობა. რაც ხელის შემშლელი ფაქტორია ავტომობილის მანევრირების დროს. ამ რიკის თავიდან აცილება შეგიძლიათ, საბურავის მდგომარეობის რეგულარული შემოწმებით: მნიშვნელოვნია მივაქციოთ ყურადღება საბურავის წნევას, თანაბარ ცვეთას, ხომ არ აღენიშნება საბურავს დაზიანება. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რა საბურავი აყენია ჩვენს ავტომობილზე, რადგან ის, რომ საბურავს ჯერ კიდევ აქვს პროტექტორი, არ ნიშნავს, რომ ის უსაფრთხოა ჩვენი მგზავრობისათვის, რაც უფრო ძველია საბურავი მასში შემავალი ქიმიური ელემენტები მეტად კარგავენ ეფექტურობას, რაც ამცირებს გზასთან მოჭიდების ეფექტურობას და შესაბამისად იზრდება სამუხრუჭე მანძილი, მნიშვნელოვნად უარესდება მართვა და ა.შ
ზეთის შეცვლა
ძრავის ზეთი მნიშვნელოვანია თქვენი ავტომობილის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალის, ძრავის სწორად და შეუფერხებლად მუშაობისათვის. საშუალოდ, ავტომობილების მომსახურების მიმწოდებლების უმეტესობა, ზეთის შეცვლას ყოველ 8 000-დან 10 000-მდე კილომეტრში, ან წელიწადში ორჯერ მაინც გვირჩევს.
ფარების მოვლა
ავტომობილის ფარები უსაფრთხოდ გიცავთ ღამის მგზავრობისას, ან გზის ხილვადობის არადამაკმაყოფილებელი პირობების დროს. თუ შეამჩნევთ, რომ თქვენი განათება ბუნდოვანი, ან ჩაბნელებულია, არ დაელოდოთ, შეცვალეთ ისინი რაც შეიძლება მალე. შეცვლის შორის ინტერვალი და მუშაობის ხანგრძლივობა, განსხვავებულია თქვენი ნათურის ტიპისა და მართვის ჩვევების მიხედვით. აუცილებლად, ხშირად შეამოწმეთ ავტომობილის განათება, რათა მინიმუმამდე დაიყვანოთ ავარიის რისკი ცუდი ხილვადობის პირობებში.
აალების სანთლების შეცვლა
აალების სანთლები უზრუნველყოფენ თქვენი ძრავის რაც შეიძლება, ეფექტურად მუშაობას და ამცირებენ თქვენი ავტომობილის გამონაბოლქვს ატმოსფეროში. აალების სანთლების გამოცვლა განიხილება, როგორც პრევენციული მომსახურება, რომელიც ჩვეულებრივ ტარდება გაუმართაობის ნიშნების შემთხვევაში. თქვენ უნდა შეამოწმოთ აალების სანთლები, თუ შეამჩნევთ, რომ ძრავი არათანაბრად მუშაობს, ან თუ შეამჩნიეთ, რომ თქვენი საწვავის ხარჯი იზრდება.
ფილტრები
იმისდა მიხედვით, თუ რა ტიპის მანქანა გყავთ, აუცილებელია ხშირად შევამოწმოთ ავტომობილის ჰაერის და სალონის ფილტრები. საჭირო ცვლილების ნიშნებია ჰაერის უსიამოვნო სუნი კონდიციონერის მუშაობისას, ავტომობილის არათანაბარი გაგრილება. ავტომობილის ფილტრები სეზონში ერთხელ მაინც შეამოწმეთ, რადგან სხვადასხვა ამინდის პირობებმა და მართვის ჩვევებმა, შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენი ფილტრების მდგომარეობაზე. თქვენ შეგიძლიათ, შეცვალოთ ისინი თქვენი მანქანის მომსახურების დროს, რათა დაზოგოთ დრო და ხარჯები.
სამუხრუჭე ხუნდები
მუხრუჭები მანქანის მოვლის შედარებით მარტივი ფორმაა, რომელიც მგზავრობისას, თქვენი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის აუცილებელია. შეცვლის საშუალო დრო განსხვავდება, თქვენი მართვის ტიპის მიხედვით. თუმცა, რეკომენდებულია შემოწმება ყოველ 16 000 კილომეტრზე და გამოცვლა ყოველ 45 000-ზე.
ხშირად დასმული კითხვები ავტომობილის მომსახურებასა და რემონტზე:
რომელი რეგულარული მომსახურებები უნდა ჩაუტარდეს ავტომობილს?
თქვენი მანქანის ნებისმიერი ნაწილი, რომელიც საჭიროა უსაფრთხოებისა და ფუნქციონირებისთვის, უნდა იყოს ჩართული თქვენს რეგულარულ შემოწმების განრიგში. მათ შორისაა აალების სანთლები, ზეთის და სითხის დონე, მუხრუჭები, ფილტრები, ხუნდები, განათებები, საბურავები და ა.შ
რა არის ავტომობილის ყველაზე მნიშვნელოვანი მომსახურება?
არ არსებობს მომსახურების ელემენტი, რომელიც სხვა რომელიმეზე მნიშვნელოვანია. თქვენი მანქანის ეფექტურად და უსაფრთხოდ მოძრაობისთვის, ყველა ნაწილი მნიშვნელოვანია.