S-OIL SEVEN GOLD - ევროპული ავტომობილებისათვის !
ევროპული ავტომწარმოებლები საქართველოში ძალიან პოპულარულია, შესაბამისად ყველა კუთხეში შეხვდებით BMW, MERCEDES, VOLVO, VW, AUDI და სხვა პოპულარულ ევროპული ავტომწარმოელბების თითქმის ყველა მოდელს. მიუხედავად იმისა, რომ ძრავის ზეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნებისმიერი ავტომობილისათვის, ევროპულ ავტომობილებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ.
- ავტომობილის ძრავები ცნობილია ერთი განსაკუთრებული თვისებით, ისინი გამოირჩევიან ძრავში შემავალი კომპონენტების მინიმალური დისტანცირებით, (+/- 0.005 mm to +/- 0.025 mm) ეს ამცირებს ხახუნს და აუმჯობესებს ეფექტურობას, მაგრამ ამავდროულად გამოირჩევიან განსაკუთრებული მგრძნობელობით, როდესაც ძრავის შიდა კომპონენტები არასათანადოდ არის შეზეთილი.
- თანამედროვე ტექნოლოგიები: ევროპული მანქანები ხშირად ამაყობენ ისეთი ფუნქციებით, როგორიცაა ტურბინირებული ძრავები და ემისიის საწინააღმდეგო მოწინავე ტექნოლოგიები. ეს ტექნოლოგიები წარმოქმნის დამატებით თავის ტკივილს ძრავისათვის, რომელიც შემდგომ მოითხოვს სწორი საცხებ-საპოხის გამოყენებას, რომელიც თავის მხრივ უზრუნველყობს იდეალურ შეზეთვას.
- ხანგრძლივი მომსახურების ინტერვალები: ზოგიერთი ევროპელი მწარმოებელი რეკომენდაციას უწევს მომსახურების ხანგრძლივ ინტერვალებს ზეთის შეცვლას შორის. ეს დამატებით აქცენტს აკეთებს მაღალი ხარისხის ზეთის გამოყენებაზე, რომელსაც შეუძლია შეინარჩუნოს თავისი თვისებები დიდი ხნის განმავლობაში.
ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ევროპული ავტომობილისათვის, შესაფერისი ზეთის არჩევა უმნიშვნელოვანესია. ყველა ზეთი არ არის რეკომენდებული და ზოგიერთი შეიძლება არ იყოს შემუშავებული, თქვენი ძრავის სპეციფიკური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ევროპული ავტომობილის მფლობელებს გვიწევს, სწორად შევარჩიოთ ავტომობილის ზეთი ჩვენი ავტომობილისათვის:
სპეციალურად შემუშავებული პროდუქტი ევროპული ავტომწარმოებლისთვის S-OIL SEVEN GOLD.
1976 წელს დაარსებული სამხრეთ კორეული კომპანია S-OIL, დღეს საცხებ-საპოხი მასალების მწარმოებელი TOP კომპანიების სათავეშია, რომელიც წარმოდგენილია არამარტო აზიის არამედ ევროპისა და ამერიკის ბაზარზეც. S-OIL SEVEN GOLD სერია - ევროპული ავტომწარმოებელი ბრენდებისთვის შექმნილი კორეული ხარისხის ზეთია, რომელიც დამზადებულია 100%-ი სინთეტიკური საბაზისო ზეთისგან და სრულიად შეესაბამება ევროპული ავტომწარმოებლების მოთხოვნებს, როგორიცაა Volkswagen, BMW, Mercedes Benz, Volvo, Audi ა.შ
➤ რატომ უნდა ავირჩიოთ S-OIL SEVEN GOLD?
S-OIL SEVEN GOLD არის სრულად სინთეზური ძრავის ზეთი, რომელიც სპეციალურად შექმნილია ევროპული მანქანებისთვის. იგი გამოირჩევა თვისებების უნიკალური კომბინაციით, რაც მას იდეალურ არჩევანს აქცევს. ძრავის ზეთში შემავალი ქიმიური კომპონენტები, მაქსიმალურად უზრუნველყოფენ ძრავის მეტალის ზედაპირის დაცვას ცვეთისაგან, მეტალის ზედაპირის ერთმანეთთან ხახუნის შემცირების წყალობით, რაც უხანგრძლივებს ძრავს სიცოცხლის უნარიანობას. S-OIL SEVEN GOLD -ის დახმარებით, ძრავის შიდა კომპონენტები ინარჩუნებს მაქსიმალურ სისუფთავეს და ხელს უშლის ჭუჭყისა წარმოქმნას რის შედეგადაც, ძრავი მუშაობს სტაბილურ რეჟიმში რაც ასევე აისახება საწვავის შემცირებულ მოხმარებასა და გამონაბოლქვის შემცირებაზე.
➤ S-OIL SEVEN GOLD - იდეალური არჩევანია თქვენი ევროპელისათვის:
- მოწინავე სინთეზური საბაზისო ზეთები: ეს სინთეზური ზეთები უზრუნველყოფენ, მაღალ წინააღმდეგობას თერმული რღვევისა და კოროზიის მიმართ, რაც უზრუნველყოფს ოპტიმალურ შეზეთვას მაღალ სამუშაო ტემპერატურაზეც კი.
- Mid-SAPS ფორმულირება: S-Oil Seven Gold, შეიცავს Mid-SAPS (სულფატირებული ნაცარი, ფოსფორი, გოგირდი) ფორმულას. ეს უზრუნველყოფს თავსებადობას გამონაბოლქვის თანამედროვე სისტემებთან, როგორიცაა მაგალითად: დიზელის ნაწილაკების ფილტრი (DPF) და ბენზინის პირდაპირი ინექციის (GDI) ძრავებისათვის.
ძრავის მეტალის დეტალების მაქსიმალური დაცვა: S-OIL SEVEN GOLD-ის ძრავის ზეთში შემავალი დამატებითი ქიმიური კომპონენტები, უზრუნველყოფენ ძრავის მეტალის დეტალების ერთმანეთშორის ხახუნის შემცირებას. სპეციალური დამცავ ფენა ამცირებს ხახუნს და ზრდის ძრავის სამუშაო რესურსს.
- საწვავის ეკონომია: ხარისხიანი ზეთის გამოყენება ძრავის სტაბილური მუშაობის გარანტია. ეფექტური შეზეთვით, ძრავს აღარ უწევს დამატებითი დატვირთვით მუშაობა, რაც შესაბამისად დადებითათ აისახება საწვავის მოხმარებაზე.
- ეკონომია & ეკოლოგია: ავტომფლობელებს, ერთხელ მაინც გვქონია შემთხვევა, როდესაც ძრავის გაუმართაობის გამო, მიგვიმართავს სერვის ცენტრისათვის, დამეთანხმებით, რომ ძრავის ტექნიკური მოვლა, შეკეთება დამატებით დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული. ძრავში შესაბამისი დაშვების და ხარისხიანი ზეთის გამოყენებით, თქვენ შეგიძლიათ თავიდან აირიდოთ დამატებითი ხარჯები და რაც მთავარია დაზოგოთ დრო, რომელიც ძრავის შეკეთების უსიამოვნო პროცესს ახლავს. ამავდროულად, რეკომენდაციების გათვალისწინებით, შეგიძლიათ იზრუნოთ გარემოზეც, რადგან სწორი ზეთის გამოყენებით თქვენ ამცირებთ ავტომობილის გამონაბოლქვს.
- 7 წამი საკმარისია? - დიახ, S-OIL SEVEN GOLD სერიის ზეთი, სტარტიდან ზუსტად 7 წამში უზრუნველყობს ძრავის სრულად შეზეთვას,
➤ S-OIL SEVEN GOLD-ის არჩევით და მწარმოებლის რეკომენდაციების დაცვით, თქვენ აკეთებთ ინვესტიციას, ზოგავთ გაცილებით დიდ თანხას ავტომობილის ძრავის ტექნიკურ მომსახურებაში და ახანგრძლივებთ მის სამუშაო რესურსს .