×
AUTO BILD-ის რჩეული საბურავი - Kumho ECSTA Sport PS72

AUTO BILD-ის რჩეული საბურავი - Kumho ECSTA Sport PS72

13 ივნისი 2025

რომელია ზაფხულის იდეალური საბურავი? ამ კითვაზე პასუხის გაცემა გერმანულმა ავტომობილის გამოცემამ, AUTO BILD-მა გადაწყვიტა, რომელმაც პრემიუმ კლასის ზაფხულის საბურავებს შორის ტესტირება ჩაატარა. ტესტში მონაწილეობა მიიღო ოთხმა საბურავის მწარმოებელმა ბრენდმა: KumhoContinental, Michelin და Goodyear. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ეს ბრენდი უკვე კარგად დამკვიდრებულია ბაზარზე, ტესტმა საინტერესო შედეგები აჩვენა.

Kumho Ecsta Sport S -მა – კორეულმა პრემიუმ ხარისხის საბურავმა, უმაღლესი შეფასება მოიპოვა და პირველი ადგილი გაინაწილა ინდუსტრიის ლიდერთან, Continental-თან.

Kumho-ს საბურავი გამოირჩევა შესანიშნავი მართვის რეაქციით როგორც მშრალ, ისე სველ საფარზე. მართვის დროს ის უზრუნველყოფს საჭის სრულ კონტროლს.

KUMHO TIRE

წყარო: https://www.autobild.de/produkttests/sommerreifen-255-35-r19-test-28011357.html

AUTO BILD-ის საბოლოო შეფასება ძალიან კარგია – და ეს შეფასება მხოლოდ ქაღალდზე დაწერილი სიტყვა არ არის. ეს არის გერმანული სიზუსტით ჩატარებული უმკაცრესი ტესტირების შედეგი.

მშრალ საფარზე პრემიუმ ხარისხის საბურავების უმეტესობა მეტნაკლებად მსგავს შედეგებს დებს. რაც გამოარჩევს კუმოს არის მისი მანევრი, დამუხრუჭება და საჭის მართვის შეგრძნება სველ საფარზე, სადაც კუმო უპირობო ლიდერია.

მაგალითად, აკვაპლენინგი, რაც ნიშნავს საბურავის პროტექტპრის ზედაპირის აკვაგეგმარებას - Kumho Ecsta Sport S პირველ ადგილზეა, მას მოსდევს Continencal Sportcontact 7, შემდეგ Michelin Pilotsport 5, Goodyear Eagle F1.

მართვა და საჭის კონტროლი - Continencal Sportcontact 7 პირველ ადგილასა, მას მოსდევს Kumho Ecsta Sport S, ხოლო შემდეგ Michelin Pilotsport 5, Goodyear Eagle F1.

რაც შეეხება სამუხრუჭე მანძილს - Continental-სა და KUMHO-ს თითქმის იდენტური შედეგები აქვს. პირველ ადგილასაა Continental Sportcontact 7, მას მცირედით ჩამორჩება  KUMHO Ecsta Sport S, Michelin Pilotsport 5, და ბოლო ადგილას რეიტინგის ლიდერებთან დიდი სხვაობით Goodyear Eagle F1.

აღსანიშნავია, რომ Kumho Ecsta Sport S -ს მონაწილეებთან შედარებით, ხელმისაწვდომი ფასი აქვს, რაც კუმოს ბრენდს კიდევ უფრო ღირებულს ხდის. მას არსებულ ბაზაზრე კონკურენტებთან შედარებით დაახლოებით 30%-ით უფრო დაბალი ფასი აქვს.

აუტო ბილდის სტატიას შეგიძლიათ მითითებულ ლინკზე გაეცნოთ. 

https://www.autobild.de/produkttests/sommerreifen-255-35-r19-test-28011357.html

 

Kumho Ecsta Sport S PS72-ის შესახებ:

Kumho Tire წარმოგიდგენთ Ultra-high preformance ზაფხულის საბურავს — ECSTA Sport PS72-, რომელიც არ არის უბრალოდ საბურავი. ეს არის ოთხწლიანი კვლევისა და ინოვაციის შედეგი, რომელიც განხორციელდა Kumho Europe-ის ტექნიკურ ცენტრსა და Kumho R&D-ს შორის. მათ მიზანი მარტივი, მაგრამ ამბიციური ჰქონდათ — შეექმნათ საბურავი, რომელიც საუკეთესოდ იმუშავებდა როგორც მშრალ, ასევე სველ გზაზე, მაღალი სიჩქარისა და ექსტრემალური მართვის პირობებში.

 

სპეციალურად შემუშავებული ნაერთისა და საბურავის სტრუქტურის წყალობით, ECSTA Sport უზრუნველყოფს საჭის ზუსტ რეაგირებას, შესანიშნავ მოჭიდებასა და სრულ სტაბილურობას გზის ნებისმიერ საფარზე. მძღოლს შეუძლია იგრძნოს სრული კონტროლი, მაშინაც კი, როცა სიჩქარე 300 კმ/სთ-ს აღწევს.

საბურავი უკეთესი მოჭიდების პირობებს ქმნის, რითიც ამცირებს სრიალის რისკს და ზრდის რეაგირების სიზუსტეს. მშრალ ზედაპირზე კი მოჭიდების მაჩვენებლები 5–10%-ით არის გაზრდილი. თუმცა ეს ყველაფერი არ არის. ახალიტექნოლოგიაარამარტო ზრდის საბურავის გამძლეობას, არამედ აუმჯობესებს საწვავის მოხმარების ეფექტურობას.

ექსტა სპორტი იდეალურად ერგება როგორც სპორტული კომპლექტაციის მოდელებს, როგორიცაა – Golf R, BMW M2, Mercedes-Benz A/CLA 45, ასევე მაღალი კლასის სედანსა და კუპეებს – BMW M3/M4, Audi RS5, AMG C63, Porsche 911 და სხვა.

 


გამოიწერეთ სიახლეები