×
მინერალური, სინთეტიკური, თუ სრულად სინთეტიკური?

მინერალური, სინთეტიკური, თუ სრულად სინთეტიკური?

06 დეკემბერი 2022

LIQUI MOLY-ის ძრავის ზეთების სპეციალისტი, განმარტავს განსხვავებებს მინერალური, სინთეტიკური და სრულად სინთეტიკურ ძრავის ზეთებს შორის.

ძრავის ზეთი, უბრალო საპოხი მასალიდან, მაღალტექნოლოგიურ სითხედ გადაიქცა. იმავდროულად, ზეთების მარკების რიცხვი და სპეციფიკაციები მნიშვნელოვნად გაიზარდა. LIQUI MOLY-ს ზეთების ლაბორატორიის ხელმძღვანელის მოადგილე ოლივერ კუნი, ბევრ ინფორმაციას გაგაცნობთ და განგიმარტავთ, რა არის ყველაზე მთავარი.

○ როგორი ზეთები არსებობს?

ოლივერ კუნი: ძრავის ზეთები პირობითად ორ კატეგორიად შეიძლება დავყოთ: მინერალურ საფუძველზე შექმნილი და სინთეტიკური ზეთები. მინერალური ზეთები ავტომობილებისთვის სულ უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანი ხდება, რადგან მათ მაღალი საექსპლუატაციო მახასიათებლები არ აქვთ. თანამედროვე ძრავები ზეთებისადმი გაცილებით მომთხოვნია, ვიდრე ძველი კონსტრუქციის ძრავები. ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება მხოლოდ სინთეტიკურ ზეთებს შეუძლია.

○ ესე იგი, სინთეტიკური ზეთები უკეთესებია?

ოლივერ კუნი: დიახ, მაგრამ თქვენ ასევე შეგიძლიათ, მინერალური ზეთი სინთეტიკურს შეურიოთ. თუმცა ასეთი ნახევრად სინთეტიკური ზეთები, ბაზარზე სულ უფრო ნაკლებად გამოიყენება, რადგან მათი მახასიათებლები საკმარისად მაღალი არაა, რამდენადაც ისინი მინერალებს შეიცავს.

○ რთულად ჟღერს. მაგრამ ყველა სინთეტიკური ზეთი მსგავსია?

ოლივერ კუნი: სამწუხაროდ, არა. სინთეტიკური ზეთის წარმოების ორი გზა არსებობს. ერთი მათგანის მეშვეობით, ეგრეთ წოდებულ PAO ზეთს ღებულობენ. ეს არის კლასიკური სინთეტიკური ზეთი, რომელიც ბაზარზე 1970-იან წლებში გამოჩნდა. ის ქიმიურად ძალიან სუფთაა და ამიტომ ეფექტურია. მაგრამ იმავდროულად, მისი წარმოება ძალიან ძვირია. მეორე მეთოდით წარმოებისას, ზეთს ჰიდრო-კრეკინგის ტექნოლოგიით ღებულობენ და შესაბამისად, ასეთ პროდუქტს HC ზეთს უწოდებენ. HC ზეთები უფრო თანამედროვეა და ასეთები ბაზარზე 1990-იან წლებში გამოვიდა. ამჟამად ასეთ ზეთებს, თანამედროვე ძრავებისთვის საუკეთესო მახასიათებლები აქვს.

○ რომელი ავარჩიოთ, PAO თუ HC ზეთი?

ოლივერ კუნი: ასეთი არჩევანი ხშირად ხელმისაწვდომი არცაა. დღეს ყველა ზეთის შემუშავება, HC ზეთების საფუძველზე ხდება. ზეთების ბევრი სპეციფიკაცია, მხოლოდ HC ზეთებს შეესაბამება.

○ როგორ გავარკვიო, სინთეტიკური ზეთი რომელი ტიპისაა?

ოლივერ კუნი: ეს არც ისე იოლია, რადგან ერთიანი ტერმინები არ არსებობს. მაგალითად, აშშ-ში PAO და HC ზეთებს, სინთეტიკურ ზეთებად მოიხსენიებენ, მაგრამ გერმანიაში ასეთად მხოლოდ PAO ზეთებს აღიარებენ. სწორედ ამიტომ, ჩვენ HC ზეთებს აღვნიშნავთ მარკით „სინთეტიკური ტექნოლოგია“. სხვა ნავთობმწარმოებლები იყენებენ ისეთ ტერმინებს, როგორიცაა „100% სინთეტიკა“, ან „სინთეტიკური ნარევი“, სადაც გაურკვეველია, რა აქვთ მხედველობაში.

○ ეს საკმაოდ დამაბნეველია.

ოლივერ კუნი: მართალია. მაგრამ მძღოლებისთვის და ხელოსნებისთვის მნიშვნელობა არ აქვს კითხვას, რომელი ტიპის სინთეტიკური იგულისხმება კონკრეტულ შემთხვევაში. საუბარი არაა იმაზე, თუ რომელი ზეთია უკეთესი. გადამწყვეტი ფაქტორი ისაა, რომ ზეთი იმ სპეციფიკაციებს აკმაყოფილებდეს, რომლებიც ავტომობილის მწარმოებელმა, კონკრეტული მოდელისთვის დააწესა. ეს მანქანის სახელმძღვანელოშია მითითებული. ან შეგიძლიათ, ჩვენი ზეთების უფასო ცნობარით, www.liqui-moly.com-ზე ისარგებლოთ.

○ ასე რომ, თუ სპეციფიკაცია სწორია, მნიშვნელობა არ აქვს, ზეთი არის PAO, ან HC?

ოლივერ კუნი: ასეა. ნებისმიერ შემთხვევაში, დანამატების პაკეტებს, სულ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება. დღეისათვის, დანამატები უშუალოდ ზეთთან ერთად, ძრავის ზეთის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტებია. მათი მეშვეობით მიიღწევა ძრავის ზეთის მახასიათებლების უმეტესობა. ძრავის ბევრი თანამედროვე ზეთის საბაზისო ზეთი, შეიძლება მხოლოდ დანამატების მატარებელი იყოს.


გამოიწერეთ სიახლეები