LIQUI MOLY SPECIAL TEC DX1-ის სრული დაშვებით
LIQUI MOLY-ს პროდუქტი Opel-ის და General Motors-ისთვის ( Chevrolet, Cadillac, GMC და BUICK ). Special Tec DX1 არის სპეციალური ზეთი, რომელიც Opel-ის და General Motors-ის ბენზინის ძრავებისთვისაა შექმნილი.
2017 წლის ოქტომბერი – Special Tec DX1-ის სახით, LIQUI MOLY ბაზარზე უშვებს ზეთს, რომელიც საჭიროა Opel-ის და General Motors-ის ბენზინის ახალი ძრავებისთვის. საავტომობილო ზეთის ჩვეულ ამოცანებთან ერთად - შეზეთვა, გაწმენდა, გაგრილება, კოროზიისგან დაცვა - ამ ზეთმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა უნდა გადაჭრას.
ზოგიერთ მცირე ძრავს, ასევე რამდენიმე უფრო დიდ, მაღალი წარმადობის ძრავს პირდაპირი შეფრქვევით, აქვს ნაადრევი აალების გაზრდილი რისკი, როდესაც ძრავი დაბალ ბრუნვებზე მუშაობს (LSPI დაბალ სიჩქარეზე წინასწარი აალება).
ამ დროს, ბენზინი/ჰაერის ნარევი, წვის კამერაში თვითნებურად აალდება მანამ, სანამ აალების ნაპერწკალი წარმოიქმნება. ამან შეიძლება გამოიწვიოს ძრავში კაკუნი, ძლიერი დარტყმა და, შესაბამისად, ძრავის სერიოზული დაზიანება. ეს მოვლენა ჯერ ბოლომდე არ არის გასაგები. ამაში გარკვეული წილი, ძრავის შიგნით არსებულ ჭუჭყს და საწვავის ცუდ ხარისხსაც აქვს. და აღმოჩნდა, რომ ამ რისკის შემცირება, სპეციალური საავტომობილო ზეთის დახმარებით არის შესაძლებელი. ამიტომაც Opel და General Motors, ასეთ ზეთს გარკვეული მოდელებისთვის მოითხოვდნენ.
ასეთი ზეთია LIQUI MOLY Special Tec DX1. ის აკმაყოფილებს General Motors-ის Dexos 1 Generation 2 სტანდარტს. სხვა ავტომწარმოებლები, როგორებიცაა Chrysler, Ford, Kia, Honda, Hyundai, Mazda, Nissan და Toyota, მათი რამდენიმე მოდელისთვის, ასევე მოითხოვენ ამ თვისებების მქონე ზეთს. Special Tec DX1 განკუთვნილია მხოლოდ გარკვეული ბენზინის ძრავებისთვის და არ უნდა იქნას გამოყენებული დიზელის ძრავებში. სპეციალური ზეთი, რომელიც ხელს უშლის აალების პრობლემებს რამდენიმე ძრავში - ეს გვიჩვენებს, რომ საავტომობილო ზეთები დიდი ხანია, აღარ არის რიგითი საპოხი საშუალებები. ეს არის უაღრესად სპეციალიზებული საშუალებები, რომლებიც ზუსტად უნდა მოერგოს შესაბამის ძრავს.