×
სწორი გეზი ზამთრისკენ LIQUI MOLY-თან ერთად

სწორი გეზი ზამთრისკენ LIQUI MOLY-თან ერთად

25 დეკემბერი 2025

ზამთრის სეზონი ავტომობილზე დიდ გავლენას ახდენს - დაბალი ტემპერატურა და ცივი შოკური სტარტი, ძრავის მაღალ ბრუნზე მუშაობა, ჩართული გათბობის რეჟიმი და სხვა დამატებითი დატვირთვები. იმისათვის, რომ უსაფრთხოდ ვიმოძრაოთ და ავტომობილი ცივი ზამთრისთვის მზად იყოს, ჩვენ გიზიარებთ მისი მოვლის 5 ნაბიჯს LIQUI MOLY-ის პროდუქტებით.
 
1. ძრავის ზეთის შეცვლამდე, ძრავის გამორეცხვა

პრობლემა: ზამთარში ძრავს უწევს მუშაობა “ცივი სტარტის” რეჟიმში. დაბალ ტემპერატურაზე ძველი ზეთი უფრო სქელდება, ხოლო მასში დაგროვილი ნალექი კიდევ უფრო აფერხებს ზეთის ცირკულაციას.

შედეგი: 
- დაქოქვისას ძრავის დეტალები, წამების განმავლობაში მუშაობს ზეთის გარეშე (მშრალი ხახუნი).
- იჭედება ზეთისთვის განკუთვნილი არხები და დგუშის რგოლები (კოლიცოები).
- ახალი ზეთი ჩასხმისთანავე, ერევა ძველ ნარჩენებს და კარგავს თვისებებს.
 
გამოსავალი: ამ პრობლემის მოსაგვარებლად LIQUI MOLY გვთავაზობს ორ პროდუქტს, რომელიც ზეთის შეცვლამდე გამოიყენება

      I.         Engine Flush Plus - კოდი: 2657 

Engine Flush 0,3L
ვისთვის არის: იდეალურია სტანდარტული მოხმარების ავტომობილებისთვის, რომლებიც რეგულარულად გადიან სერვისს.
ეფექტი: სწრაფად და ეფექტურად ხსნის ნადებსა და ნალექებს.

    II.         Pro-Line Engine Flush – 2427 - (პროფესიონალური)

Pro-Line Motorspulung 0,5L

ვისთვის არის: რეკომენდებულია იმ ავტომობილების ძრავებისთვის, რომელშიც არ ვიცით, რა ტიპის ზეთი გამოიყენებოდა ან უხარისხო იყო, მაღალი გარბენის მქონე ან რთულ პირობებში მომუშავე ავტომობილებისთვის.
ეფექტი: გააჩნია უფრო კონცენტრირებული ფორმულა, რომელიც ღრმად წმენდს სისტემას და ამზადებს მას ახალი ზეთისთვის.

შედეგი პროცედურის შემდგომ:
- სუფთა ძრავი: ახალი ზეთი მუშაობს თითქმის 100%-იანი რესურსით.
- მარტივი სტარტი: ზეთი მალევე პოხავს ყველა დეტალს დაბალ ტემპერატურულ გარემოში.
- დაცვა: მცირდება ხმაური და ძრავის ცვეთა.

ნაბიჯი 2. ძრავის ზეთი

პრობლემა: ბევრი მძღოლი ფიქრობს, რომ თუ ავტომობილს აქვს მაღალი გარბენი, ზაფხულში "სქელი" ზეთი უნდა ჩაასხას, რასაც ხშირად ზამთარშიც ტოვებს. ტემპერატურის ვარდნასთან ერთად, ზეთის სიბლანტე იმატებს, რის გამოც დაქოქვისას დეტალები წამების განმავლობაში მშრალი ხახუნის რეჟიმში მუშაობენ.

შედეგი:
დაგვიანებული შეზეთვა: 5W-30 ან 10W-40 ზეთი ყინვაში უფრო მეტად სქელდება, ვიდრე 0W-20. ძრავის დაქოქვისას, ზეთის ტუმბოს უჭირს მისი "ამოტუმბვა", რის გამოც ზედა დეტალები (ამძრავი ლილვი, სარქველები და სხვა) წამების განმავლობაში რჩება შეზეთვის გარეშე.
დამატებითი დატვირთვა: სქელი ზეთის "დასატრიალებლად" სტარტერს და აკუმულატორს მეტი ენერგია სჭირდება, რაც ხშირად ხდება დაუქოქავობის მიზეზი.
ცვეთა: ძრავის ცვეთის ძალიან დიდი პროცენტული წილი სწორედ ამ პირველ წამებზე მოდის, როცა ზეთი ჯერ კიდევ სქელია.
გამოსავალი: გამოსავალი არ არის უბრალოდ “კარგი ზეთი", გამოსავალი არის ზუსტად შენი ავტომობილისთვის დაშვებული სიბლანტე. LIQUI MOLY-ს დაბალი სიბლანტის ინდექსის მქონე ზეთები (მაგალითად: Special Tec ან Top Tec სერიდან) სპეციალურად შექმნილია იმისათვის, რომ -35°C-ზეც კი შეინარჩუნოს დენადობა და მყისიერად მიაღწიოს ძრავის ყველაზე დაშორებულ წერტილამდე.

შედეგი სწორი შერჩევის შემდეგ:

- მყისიერი სტარტი: ძრავი იქოქება მარტივად, ზედმეტი ხმაურის გარეშე.
- საწვავის ეკონომია: თხელი და ხარისხიანი ზეთი ამცირებს ხახუნს, რაც ზოგავს საწვავს.
- მშვიდი მგზავრობა: თქვენ იცით, რომ თქვენი ავტომობილი დაცულია მწარმოებლის სტანდარტების შესაბამისად.
 
რატომ უნდა გვენდოთ ჩვენ?

- პროფესიონალური შერჩევა: ჩვენ ვიყენებთ LIQUI MOLY-ის ოფიციალურ კატალოგსა და პროფესიონალურ გამოცდილებას, რომელიც ეყრდნობა მწარმოებლის (OEM) კონკრეტულ დაშვებებს.
- ზუსტი შესაბამისობა: ჩვენი კონსულტანტები შეგირჩევენ ზეთს, რომელიც არა მხოლოდ სიბლანტით, არამედ ქიმიური შემადგენლობითაც იდეალურია თქვენი ძრავისთვის.
 
ნაბიჯი 3. ძრავის დაცვა

პრობლემა: მაშინაც კი, როცა საუკეთესო ზეთი გაქვთ ჩასხმული (როგორიც გეზ მოტორსშია), ზამთრის "ცივი სტარტი" მაინც ყველაზე კრიტიკული მომენტია ჩვენი ავტომობილის ძრავებისთვის. სანამ ზეთი მთელ სისტემას გაივლის, ლითონის დეტალები ერთმანეთს ეხება. დროთა განმავლობაში ეს იწვევს მიკრო-დაზიანებებს, სიმძლავრის დაკარგვას და ხმაურის მომატებას.

შედეგი:

- ძლიერი ცვეთა: ყოველი ასეთი სტარტი ძრავის რესურსს მნიშვნელოვნად ამცირებს.
- მიკრო-ბზარები: ლითონის ზედაპირზე ჩნდება დაზიანებები, რაც იწვევს კომპრესიის დაკარგვას.
ხმაური და ვიბრაცია: ძრავი მუშაობს უფრო უხეშად, იმატებს წვა და მცირდება სიმძლავრე.
- რისკი: სიცივესა და ყინვაში იზრდება ძრავის "დასტუკვის" ან დეტალების გაჭედვის საშიშროება.
- გამოსავალი: ამ რისკებისგან თავის ასარიდებლად LIQUI MOLY გვთავაზობს ორ დანამატს, რომლებიც ქმნიან მყარ დამცავ ფენას ლითონზე და ზეთის გარეშეც კი არ უშვებენ დეტალების უშუალო კონტაქტს:

      I. Cera Tec – 3721

Cera Tec

ვისთვის: თანამედროვე ძრავებისთვის მაქსიმალური დაცვისთვის.
ეფექტი: კერამიკული მიკრონაწილაკები ავსებენ უსწორმასწორობებს და დაზიანებულ ძრავის დეტალებს და ქმნიან მტკიცე ზედაპირს.
ბონუსი: ეფექტი ნარჩუნდება სამი ზეთის შეცვლა, დაახლოებით 30 000კმ. ანუ ზეთის შემდეგი შეცვლისას მისი ხელახლა ჩასხმა საჭირო არ არის.

    II. Oil Additive MoS2 - 8350

Oil Additiv 0,3 L

ვისთვის: შედარებით კლასიკური და 2005 წლამდე გამოშვებული ავტომობილებისთვის. გამოცდილი დაცვა მაღალი გარბენის მქონე ძრავებისთვის.
ეფექტი: ქმნის თხელ დამცავ ფენას, რომელიც მინიმუმამდე დაჰყავს ხახუნი.
ბონუსი: საგრძნობლად ამცირებს ძრავის ხმაურს და ახანგრძლივებს მის სიცოცხლეუნარიანობას.
 
შედეგი პროცედურის შემდეგ:

- მშვიდი სტარტი: ძრავი დაცულია პირველივე წამიდან, მაშინაც კი, როცა ზეთი ჯერ კიდევ ძრავის ავზშია
- სიმძლავრის აღდგენა: შემცირებული ხახუნი ნიშნავს მეტ ენერგიას და ნაკლებ წვას.
- ხანგრძლივი რესურსი: თქვენი ძრავი ბევრად დიდხანს იმუშავებს კაპიტალური რემონტის გარეშე.
 
ნაბიჯი 4. საწვავის სისტემის წმენდა

პრობლემა: ზამთარში ჰაერის ტენიანობის მატება და ტემპერატურის ცვალებადობა საწვავის ავზში იწვევს კონდენსატის წარმოქმნას. გარდა ამისა, დაბალ ტემპერატურაზე საწვავში არსებული მინარევები უფრო ადვილად ლექავენ ინჟექტორებსა და სარქველებს.

შედეგი:

- რთული დაქოქვა: დაბინძურებული ფრქვევანები (ფარსუნკები) ვერ აწვდიან საწვავს თანაბრად, რაც ართულებს აფეთქებას ცივ ძრავში.
არასტაბილური მუშაობა: ძრავი "კანკალებს" უქმ სვლაზე (აბაროტების თამაში) და კარგავს სიმძლავრეს აჩქარებისას.
- გაზრდილი ხარჯი: სისტემა ცდილობს აანაზღაუროს ცუდი წვა მეტი საწვავის მიწოდებით, რაც ზამთარში ისედაც გაზრდილ ხარჯს კიდევ უფრო ზრდის.
- კოროზია: ავზში დაგროვილი წყალი აზიანებს საწვავის ტუმბოსა და მის კომპონენტებს.
გამოსავალი:

      I. Motorsystemreiniger Benzin – 5129

საწვავის სისტემის საწმენდი

ეფექტი: ასუფთავებს ინჟექტორებს, წვის კამერას და იცავს სისტემას კოროზიისგან.
შედეგი: აღადგენს ოპტიმალურ გაფრქვევას და ამცირებს გამონაბოლქვს.

    II. Motorsystemreiniger Diesel – 5128

საწვავის სისტემის საწმენდი
ეფექტი: აშორებს ნაგარს მაღალი წნევის ტუმბოდან და ინჟექტორებიდან. ზრდის ცეტანის რიცხვს.
შედეგი: უზრუნველყოფს დიზელის ძრავის რბილ და სწრაფ დაქოქვას.

შედეგი პროცედურის შემდეგ:

- შემფრქვევი სისტემა მუშაობს თანაბრად და "ცოცხლდება" ძრავის დაქოქვისთანავე.
- ეკონომია: საწვავის სისტემა მუშაობს ქარხნული სიზუსტით, რაც ამცირებს ზედმეტ დანახარჯს.
- სისუფთავე: ავტომობილის ძრავი დაცულია უხარისხო საწვავის მავნე ზემოქმედებისგან.
 
ნაბიჯი 5. საწვავის სისტემის დაცვა

პრობლემა: ზამთარში საწვავი ორ ძირითად საფრთხეს აწყდება -

ბენზინი: თუ ავტომობილი დიდხანს დგას (ან ჰიბრიდია და ბენზინს იშვიათად მოიხმარს), საწვავი განიცდის კოროზიას, კარგავს თვისებებს და ავზში ნალექს აჩენს.
დიზელი: დაბალ ტემპერატურაზე დიზელში არსებული პარაფინი იწყებს კრისტალიზაციას.
პრობლემის შედეგი:

ბენზინის დეგრადაცია: ძველი ბენზინი აზიანებს საწვავის ტუმბოს და ინჟექტორებს, იწვევს ძრავის წყვეტილ მუშაობას და რთულ სტარტს
კოროზია: ტემპერატურის ცვალებადობისას წარმოქმნილი კონდენსატი იწვევს ავზის შიდა კედლების ჟანგვას.
გამოსავალი:

      I. Petrol Stabilizer – 5107

Benzinstabilisator

ვისთვის: იდეალურია ჰიბრიდებისთვის, სეზონური ტექნიკისთვის ან იშვიათად გამოსაყენებელი ავტომობილებისთვის.
ეფექტი: იცავს საწვავს დაჟანგვისა და დაბერებისგან.

    II. Diesel Flow Fit – 1877

დიზელის საწვავის ნაკადის გამაუმჯობესებელი

- ვისთვის: ყველა დიზელის ძრავისთვის, როცა ტემპერატურა 0°C-ს ქვემოთ ეცემა.
- ეფექტი: ხელს უშლის პარაფინის კრისტალების ზრდას. უზრუნველყოფს დიზელის დენადობას -31°C-მდე.
- მნიშვნელოვანია: უნდა ჩაისხას საწვავის "გაყინვამდე".

შედეგი პროცედურის შემდეგ:

- ბენზინი ინარჩუნებს ოქტანობას და თვისებებს ხანგრძლივი დგომის დროსაც კი.
- გარანტირებული სტარტი: დიზელი რჩება თხევადი და თავისუფლად გადის ფილტრში ნებისმიერ ყინვაში.
- სისტემის დაცვა: საწვავის ავზი და მილეი დაცულია კოროზიისა და ნალექისგან.


გამოიწერეთ სიახლეები