×
KUMHO TIRE გერმანიის უმსხვილეს გამოფენაზე

KUMHO TIRE გერმანიის უმსხვილეს გამოფენაზე

25 მაისი 2026

საავტომობილო სამყარო კიდევ ერთი მასშტაბური მოვლენის მოლოდინშია - 9-დან 11 ივნისის ჩათვლით, გერმანიის ქალაქ კიოლნში საბურავების ინდუსტრიის უმსხვილესი და ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო გამოფენა, The Tire Cologne 2026 (TTC) იმართება. წელს ამ გლობალური პლატფორმის ერთ-ერთი მონაწილე, სამხრეთ კორეული გიგანტი Kumho Tire იქნება, რომელიც ფართო აუდიტორიის წინაშე სრულიად ახალი ამბიციითა და 20-ზე მეტი ინოვაციური პროდუქტით წარდგება. კრედოთი - „ინოვაციები მომავლის შესაქმნელად“, კომპანია მზად არის მსოფლიოს თავისი ჭკვიანი გადაწყვეტილებები და მომავლის მობილობის საკუთარი ხედვა გაუზიაროს.

KUMHO TIRE გერმანულ პრესტიჟულ გამოფენაზე

Kumho Tire-ის წლევანდელი პორტფოლიო მართლაც მრავალფეროვანია და მოიცავს როგორც საზაფხულო და ზამთრის, ისე ყველა სეზონისა და სატვირთო ავტომობილების საბურავებს. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს KUMHO TIRE-ის ბრენდის ულტრა-მაღალი ეფექტურობის (UHP) ზაფხულის საბურავი, კერძოდ კი ECSTA SPORT S და ECSTA SPORT მოდელები, რომლებიც სპეციალურად მძლავრი ავტომობილებისთვისაა ინჟინერირებული და ევროპულ ბაზარზე უკვე მოიპოვეს აღიარება. ზამთრის სეზონისთვის კი ბრენდი, WinterCRAFT WP52+-ს გვთავაზობს, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ, გერმანული ავტორიტეტული გამოცემა Auto Bild-ის მიერ ჩატარებულ ტესტში, 51 კონკურენტ ბრენდს შორის საპატიო მესამე ადგილი დაიკავა და „სანიმუშო“ შეფასება დაიმსახურა. გარდა ამისა, ტექნოლოგიური პროგრესის მოყვარულებს გამოფენაზე ფუტურისტული კონცეპტ-საბურავების, Volume-სა და Origami-ს ხილვაც შეეძლებათ.

ინოვაციებთან ერთად, Kumho Tire-ისთვის ამ გამოფენას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული დატვირთვა აქვს - საკუთარი გლობალური შვილობილი ბრენდის, MARSHAL-ის პოზიციების განმტკიცება ევროპაში !  გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ამ ბრენდის ისეთი წამყვანი მოდელები, როგორებიცაა MU12, MH15 და MH22. მათ შორის MU12 ნამდვილი აღმოჩენაა მათთვის, ვინც მაღალ სიჩქარეზე სტაბილურ მართვას, საიმედო მოჭიდებასა და უსაფრთხო დამუხრუჭებას ეძებს. MARSHAL-ის მთავარი ხიბლი იმაში მდგომარეობს, რომ ის Kumho-ს მოწინავე ტექნოლოგიებზე დაყრდნობით საუკეთესოდ აბალანსებს მაღალ ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასს.

ბრენდის ეს თამამი ნაბიჯები და ამბიციური გეგმები სულაც არ არის შემთხვევითი. გასულ წელს კომპანიამ რეკორდული ფინანსური მაჩვენებელი — 3.2 მილიარდი ევროს გაყიდვები დააფიქსირა. ამ წარმატების მთავარი მამოძრავებელი ძალა სწორედ ევროპული ბაზარი აღმოჩნდა, სადაც ბრენდის წლიური ზრდა სტაბილურად 20%-ს აჭარბებს. ეს ყველაფერი კი იმ მიზანმიმართული კვლევებისა და განვითარების (R&D) სტრატეგიის შედეგია, რომელსაც Kumho Tire სპეციალურად ევროპელი მძღოლების საჭიროებებისა და ადგილობრივი გზების თავისებურებების გათვალისწინებით ახორციელებს. ბრენდის უმაღლესი ტექნოლოგიური დონე ისეთი მკაცრი ორგანიზაციების დამოუკიდებელი ტესტებითაც დასტურდება, როგორებიცაა ADAC და Auto Bild.

როგორც Kumho Tire-ის ევროპული მიმართულების ხელმძღვანელმა, ტონი განგსეუნგ ლიმ აღნიშნა, ეს გამოფენა საუკეთესო პლატფორმაა იმისთვის, რომ ბრენდმა კიდევ უფრო მყარად დაიმკვიდროს თავი, როგორც მდგრადმა, მომავალზე ორიენტირებულმა სმარტ-მობილობის პარტნიორმა.  შეგახსენებთ, რომ KUMHO TIRE-ის ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში გეზ მოტორსია, რომელიც 2024 წლიდან აღნიშნული ბრენდის პროდუქტს სთავაზობს ქართულ ბაზარს. 


გამოიწერეთ სიახლეები