×
AUTO BILD-ის რჩეული საბურავი - Kumho ECSTA Sport PS72

AUTO BILD-ის რჩეული საბურავი - Kumho ECSTA Sport PS72

13 ივნისი 2025

KUMHO TIRE PS72

რომელია ზაფხულის იდეალური საბურავი? ამ კითვაზე პასუხის გაცემა გერმანულმა ავტომობილის გამოცემამ, AUTO BILD-მა გადაწყვიტა, რომელმაც პრემიუმ კლასის ზაფხულის საბურავებს შორის ტესტირება ჩაატარა. ტესტში მონაწილეობა მიიღო ოთხმა საბურავის მწარმოებელმა ბრენდმა: Kumho, Continental, Michelin და Goodyear. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ეს ბრენდი უკვე კარგად დამკვიდრებულია ბაზარზე, ტესტმა საინტერესო შედეგები აჩვენა.

Kumho Ecsta Sport S -მა – კორეულმა პრემიუმ ხარისხის საბურავმა, უმაღლესი შეფასება მოიპოვა და პირველი ადგილი გაინაწილა ინდუსტრიის ლიდერთან, Continental-თან.

Kumho-ს საბურავი გამოირჩევა შესანიშნავი მართვის რეაქციით როგორც მშრალ, ისე სველ საფარზე. მართვის დროს ის უზრუნველყოფს საჭის სრულ კონტროლს.

AUTO BILD-ის საბოლოო შეფასება ძალიან კარგია“ – და ეს შეფასება მხოლოდ ქაღალდზე დაწერილი სიტყვა არ არის. ეს არის გერმანული სიზუსტით ჩატარებული უმკაცრესი ტესტირების შედეგად მიღებული შედეგი.

მშრალ საფარზე პრემიუმ ხარისხის საბურავების უმეტესობა მეტნაკლებად მსგავს შედეგებს დებს. რაც გამოარჩევს კუმოს მისი მანევრი, დამუხრუჭება და საჭის მართვის შეგრძნება სველ საფარზე, სადაც კუმო უპირობო ლიდერია.

მაგალითად, აკვაპლენინგი, რაც ნიშნავს საბურავის პროტექტპრის ზედაპირის აკვაგეგმარებას - კუმო პირველ ადგილზეა, მას მოსდევს continencal sportcontact 7, შემდეგ Michelin pilotsport 5, goodyear eagle f1.

ასევე, მართვა და საჭის კონტროლი continencal sportcontact 7 პირველ ადგილას, kumho ecsta sport s მეორე ადგილას, ხოლო შემდეგ Michelin pilotsport 5, goodyear eagle f1.

რაც შეეხება სამუხრუჭე მანძილს - კონტინენტალს და კუმოს თითქმის იდენტური შედეგები აქვს. პირველ ადგილასაა კონტინენტალ sportcontact 7, მეორეზე  კუმო ექსტა სპორტ ესი, Michelin pilotsport 5, და ბოლო ადგილას რეიგინგის ლიდერებთან დიდი სხვაობით goodyear eagle f1.

Kumho Ecsta Sport S  -ის მონაწილეებთან შედარებით, ხელმისაწვდომი ფასი აქვს, რაც კუმოს ბრენდს კიდევ უფრო ღირებულს ხდის. მას არსებულ ბაზაზრე კონკურენტებთან შედარებით დაახლოებით 30%-ით უფრო დაბალი ფასი აქვს.

აუტო ბილდის სტატიას შეგიძლიათ აღწერაში მითითებულ ლინკზე გაეცნოთ. 

Kumho Tire წარმოგიდგენთ ახალ ultrahigh preformance ხარისხის ზაფხულის საბურავს — ECSTA Sport PS72-, რომელიც არ არის უბრალოდ საბურავი. ეს არის ოთხწლიანი კვლევისა და ინოვაციის შედეგი, რომელიც განხორციელდა Kumho Europe-ის ტექნიკურ ცენტრსა და kumho R&D-ს შორის. მათ მიზანი მარტივი, მაგრამ ამბიციური ჰქონდათ — შეექმნათ საბურავი, რომელიც საუკეთესოდ იმუშავებდა როგორც მშრალ, ასევე სველ გზაზე, მაღალი სიჩქარისა და ექსტრემალური მართვის პირობებში.

სპეციალურად შემუშავებული ნაერთისა და საბურავის სტრუქტურის წყალობით, ECSTA Sport უზრუნველყოფს საჭის ზუსტ რეაგირებას, შესანიშნავ მოჭიდებასა და სრულ სტაბილურობას გზის ნებისმიერ ზედაპირზე. მძღოლს შეუძლია იგრძნოს სრული კონტროლი, მაშინაც კი, როცა სიჩქარე 300 კმ/სთ-ს აღწევს.

ექსტა სპორტი უკეთესი მოჭიდების პირობებს ქმნის, რითიც ამცირებს სრიალის რისკს და ზრდის რეაგირების სიზუსტეს. მშრალ ზედაპირზე კი მოჭიდების მაჩვენებლები 5–10%-ით არის გაზრდილი. თუმცა ეს ყველაფერი არ არის. ახალიტექნოლოგიაარამარტო ზრდის საბურავის გამძლეობას, არამედ აუმჯობესებს საწვავის მოხმარების ეფექტურობას.

ექსტა სპორტი იდეალურად ერგება როგორც სპორტული კომპლექტაციის მოდელებს, როგორიცაა – Golf R, BMW M2, Mercedes-Benz A/CLA 45, ასევე მაღალი კლასის სედანსა და კუპეებს – BMW M3/M4, Audi RS5, AMG C63, Porsche 911 და სხვა.

ექსტა სპორტის შეძენა საქართველოში ექსკლუზიურად მხოლოდ გეზ მოტორში შეგიძლია. ამჟამად მოქმედებს 40%-იანი ფასდაკლება, ასე რომ იჩქარე და არ დაგავიწყდეს რომ შეგიძლია ისარგებლო მიწოდების სერვისით მთელი საქართველოს მასშტაბით.


გამოიწერეთ სიახლეები