20%-მდე ფასდაკლება MOLYGEN-ის სერიაზე
10 თებერვლამდე ! - აირჩიე შენთვის სასურველი პაკეტი და მიიღე 20%-მდე ფასდაკლება , LIQUI MOLY-ის მწვანე MOLYGEN-ის ძრავის ზეთების სერიაზე.
შეთავაზების პირობები:
1) MOLYGEN-ის ძრავის ზეთი + ძრავის გამორეცხვა + დანამატი - 20% ფასდაკლება
2) MOLYGEN-ის ძრავის ზეთი + ძრავის გამორეცხვა - 15% ფასდაკლება
3) MOLYGEN-ის ძრავის ზეთი + ფილტრი - 10% ფასდაკლება
რატომ უნდა ავირჩიოთ MOLYGEN-ი?
გამოირჩევა ყველა სხვა ძრავის ზეთებისგან უნიკალური მოლეკულური ხახუნის კონტროლის დანამატების პაკეტით, რომელიც შედგება თხევადი მოლიბდენის და ვოლფრამის ელემენტებისგან. უნიკალური დანამატების შერწყმა მაქსიმალურად ამცირებს ხახუნს, ფიზიკურ დონეზე ახდენის ლეგირებას მეტალის ზედაპირზე და ახდენს მიკრობზარების აღდგენას თხევადი მოლიბდენის და ვოლფრამის მიკროსკოპული ატომების მეშვეობით. ეს მნიშვნელოვნად ზრდის ძრავის სამუშაო რესურსს და დეტალების სიმტკიცეს.
რატომ უნდა მოვუფრთხილდეთ ძრავს ზამთრის პერიოდში განსაკუთრებულად?
საწვავის ნარჩენები ან კონდენსაცია შეიძლება დაგროვდეს ძრავში, განსაკუთრების ძრავის ცივი გაშვების დროს. იმ შემთხვევაში თუ მოკლე მანძილზე გვიწევს გადაადგილება, ძრავის შიდა ტემპერატურა არასდროს ადის სასურველ ტემპერატურაზე, რაც იწვევს ზეთის ნაადრევ დაბერებას და შეზეთვის ცუდ ხარისხს. თუ გარე ტემპერატურის ნიშნული 0-ს ქვემოთაა, არსებობს ძრავის ყინვისაგან დაზიანების რისკი.
რატომ უნდა გამოვრეცხო ძრავი?
ავტომობილის ექსპლუატაციის პროცესში, ძრავის შიდა ზედაპირებზე და შეზეთვის სისტემის არხებში, ნახშირბადოვანი ნაერთები წარმოიქმნება. მათი წარმოქმნა გარდაუვალია და ამ პრობლემის მოგვარება, უბრალოდ მაღალი ხარისხის ძრავის ზეთის გამოყენებით შეუძლებელია. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ძველი ზეთის გამოცვლისას, მისი მცირე ნაწილი ძრავში რჩება. როგორ უნდა გამოვრეცხოთ ძრავი? სპეციალური გამოსარეცხი სითხე უზრუვნელყობს მეტალის დეტალებიდან შლამის და ნალექის მოშორებას და გამოყენებულ ზეთთან ერთად გამოდევნას ძრავიდან, შემდგომ კი საშუალება გვაქვს, რომ უკვე სუფთა ძრავში ჩავასხათ მაღალი ხარისხის ძრავის ზეთი, შესაბამისი დაშვებით. პროცესი მთლიანად უსაფრთხოა ავტომობილის ძრავისათვის. დამატებითი ინფორმაციისათვის გაეცანი სტატიას- გაეცანი სტატიას.
ძრავის მაქსიმალური დაცვისათვის?
ოპტიმალური დაცვისათვის ავტომობილის ძრავში შეგვიძლია გამოვიყენოთ Cera Tec-ი. რომელიც გამოირჩევა მაქსიმალური ეფექტურობით, მაღალი და დაბალი ტემპერატურისას და მდგრადია წნევის მიმართ, მაქსიმალურად ამცირებას ხახუნს მეტალის დეტალებს შორის და უზრუნველყობს ძრავის მეტალის ზედაპირის მაქსიმალურ დაცვას.