ფასდაკლება ანტიფრიზზე
➤ რატომ არის მნიშვნელოვანი ანტიფრიზი?
ცივ ზამთარში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ავტომობილისათვის - ანტიფრიზია. ანტიფრიზი უზრუნველყობს ავტომობილის გაგრილების სისტემის საიმედო დაცვას გაყინვის, დაჟანგვის და გადახურებისაგან. ხშირია შემთხვევა, როდესაც ზამთრის დადგომასთან ერთად, არ ვიწყებთ ზრუნვას ჩვენი ავტომობილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, არ ვამოწმებთ დონეს, ხარისხს და ყინვაგამძელობას
➤ რა ხდება თუ არ გამოვიყენებთ ანტიფრიზს?
ანტიფრიზის არ გამოყენებამ, შეიძლება მნიშვნელოვანი პრობლემა შეუქმნას ჩვენს ავტომობილს, მაგალითად: გადახურდეს ავტომობილის ძრავი, გაიყინოს გაგრილების სისტემა (რადიატორი), დაზიანდეს ტუმპო (ე.წ პომპა). ამიტომაც მნიშვნელოვნია, რომ ზამთრის დადგომასთან ერთად ვიზრუნოთ ავტომობილის ტექნიკურ გამართულობაზე.
➤ სწორად შერჩეული ანტიფრიზის დადებითი მხარეები
თუკი გადაწყვიტეთ, რომ შეცვალოთ ანტიფრიზი ავტომობილში, მნიშვნელოვანია სწორად შევარჩიოთ ანტიფრიზი. სწორად შერჩეული ანტიფრიზი, ეფექტურად იცავს ავტომობილს ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემებისგან და ამავდროულად უზრუნველყობს კოროზიისგან ეფექტურ დაცვას. ანტიფრიზის ერთ-ერთი თვისება, შეპოხვაა - ანტიფრიზი უზრუნველყობს შიდა აგრეგატების შეპოხვას, რაც მნიშვნელოვნად ზრდის გაგრილების სისტემის სამუშაო რესურსს.