Motorbike Fork Oil 10W Medium 10W (0.5L)

Motorbike Fork Oil 10W Medium 10W (0.5L) - 1506

ფასი: 28 ₾

სინთეტიკური ზეთი ჩანგლებისა და ამორტიზატორებისათვის Motorbike Fork Oil Medium 10W

პოლიალფაოლეფინების ბაზაზე შექმნილი 100% სინთეტიკური ზეთი მადემფირებელ სითხედ გამოყენებისათვის მოტოციკლეტებისა და სხვა მოტოტექნიკის ჰიდრავლიკურ ამორტიზატორებში. მწარმოებელთა რეკომენდაციების თანახმად ოპტიმალურია მოტოციკლეტებისა და სპორტული ბაიკების საკიდებში გამოყენებისათვის. ხელს უშლის აქაფებას, ამსუბუქებს ჩანგლის სვლას, ამცირებს ცვეთას, უზრუნველყოფს თავისუფალ სვლასა და შესანიშნავ ამორტიზაციას, ზრდის მოძრაობის უსაფრთხოებას.

პოლიალფაოლეფინებზე შექმნილი 100% სინთეტიკური ბაზისა და თანამედროვე დანამატების გამოყენება უზრუნველყოფს როგორც საკიდის სტაბილურ მუშაობას ტემპერატურათა ფართო დიაპაზონში ასევე სითბური გაფართოების დაბალ კოეფიციენტს, რაც აუმჯობესებს დემფირებას მაღალ დატვირთვებზე და რხევის მაღალ სიხშირეზე.

ახშობს ქარწარმოქმნას, უზრუნველყოფს თავისუფალ სვლას, ამცირებს ცვეთას, შეთავსებადია ამორტიზატორების პოლიმერულ და შემამჭიდროვებელ მასალებთან. იცავს კოროზიისგან, კარგად აცალკევებს წყალს.

- სტაბილური დემფირება

-თავისუფალი სვლა

- სითბური გაფართოების დაბალი კოეფიციენტი

- ახშობს ქაფწარმოქმნას

- ოპტიმალურია გრძელსვლიანი საკიდებისათვის

- შეთავსებადია პოლიმერულ მასალებსა და რეზინასთან

- ამცირებს ცვეთას

- ახშობს კოროზიას, აცალკევებს წყალს

 

Motorbike Fork Oil 5W Light უზრუნველყოფს საუკეთესო მართვადობას და კომფორტს მოძრაობაში. ამცირებს ცვეთას, ახანგრძლივებს შემამჭიდროვებლებისა და საკიდის საექსპლუატაციო ვადას.

პერსონალური
მომსახურება

ჩვენ გთავაზობთ 24 საათიან მომსახურებას

დამზადებულია
გერმანიაში

100% გერმანული პროდუქცია

პროდუქტები

ჩვენ გთავაზობთ 7000-ზე პროდუქციას