როგორ გავწმინდოთ კონდიციონერის სისტემა?

     

    ზაფხულის დადგომასთან ერთად, აქტუალური თემა კონდიციონერის სისტემის გამართული მუშაობაა. უმოქმედობის პერიოდში, კონდიციონერის სისტემის არხები, ივსება ბაქტერიებით, რომელიც კონდიციონერის მუშაობის შედეგად გამოიფრქვევა სალონში. არსებული რეალობა ჯანმრთელობისათვის საშიშია და დროთა განმავლობაში, შეიძლება სერიოზული პრობლემების გამომწვევი მიზეზი გახდეს. 

     

     

    კონდიციონერის სისტემის გაუმართაობის მიზეზი:     

    • კონდიციონერის სისტემის არხების დაბინძურება 
    • სოკოსა და ბაქტერიების გავრცელება სალონში
    • არასასიამოვნო სუნი
                  

     

     

     

    პრობლემის შესაძლო შედეგები

    კონდიციონერის სისტემის არასათანადო მოვლა, იწვევს მანქანის სალონში, მუდმივ არასასიამოვნო სუნს. როგორც კონდიციონერის სისტემის, ასევე გამათლობლის სისტემის მუშაობის დროს. დროთა განმავლობაში, სალონში ჩნდება, სხვადასხვა ტიპის ბაქტერიები, რომელიც ერთ-ერთი წინაპირობაა, ადამიანის სასუნთქი გზების დაავადებისა, მხედველობის ორგანოების დაზიანების და ალერგიული სიმპტომების განვითარებისთვის.
     


     

    როგორ გადავჭრათ არსებული პრობლემა?

    საჭიროა სპეციალური საშუალება, რომელიც დაგვეხმარება კონდიციონერის სისტემის გაწმენდაში. 

    კონდიციონერის საწმენდი: Klima Anlagen Reiniger

    • წმინდავს კონდიციონერის სისტემას, ბაქტერიებისაგან.
    • წმინდავს სისტემას უსიამოვნო სუნისგან
    • აშორებს მტვერს და ჭუჭყს
    • აუმჯობესებს მიკროკლიმატს მანქანის სალონში
    • ამცირებს დაავადების წარმოქმნის/განვითარების რისკს
    • მგზავრობას ბევრად კომფორტულს ხდის
    • მარტივია გამოსაყენებლად

     

                                 

     

    როგორ გამოვიყენოთ Klima Anlagen Reiniger?

    • გამორთეთ კონდიციონერი
    • გათბობის რეჟიმი მინიმალურ სიჩქარეზე დააყენეთ
    • დაიწყეთ არხების გაწმენდა, პროდუქტის სპეციალური ზონდის გამოყენებით
    • ასევე შესაძლებელია კონდენსატის არხების გამოყენებით გაწმენდა
    • დამუშავების შემდგომ აუცილებელია დაველოდოთ 10 წუთი
    • გათბობის რეჟიმის დახმარებით გავაშროთ კონდიციონერის არხები
    • აუცილებელია პროდუქტის გამოყენების პროცესში, ავტომობილის მინები იყოს ღია რეჟიმში

       

     

     

     

    კონდიციონერის გამწმენდი საშუალება

    კონდიციონერის გამწმენდი:  Klima Fresh Plus

     

    • წმინდავს კონდიციონერის სისტემის არხებს
    • კლავს ბაქტერიებს
    • ტოვებს სასიამოვნო, კოსმეტიკურ სუნს
    • მარტივია გამოსაყენებლად, არ საჭიროებს სავინტილაციო სისტემის დაშლას

     

    კონდიციონერის სისტემის გამწმენდის გამოყენების შემდეგ: 

    • ქრება უსიამოვნო სუნი
    • ნადგურდება სოკო და ბაქტერიები
    • იწმინდება კონდიციონერის სისტემის არხები
    • ტესტირებულია და არ ზემოქმედებს ჯანმრთელობაზე უარყოფითად.

     

    როგორ გამოვიყენოთ Klima Fresh Plus?

    • დააყენეთ კონდიციონერი (A/C) საშუალო რეჟიმში და ჰაერი მიმართეთ საქარე მინისკენ.
    • გააქტიურეთ პროდუქტი და მოათავსეთ მგზავრის ფეხებთან არსებული კონდიციონერის არხთან, მაქსიმალურად ახლოს.
    • დახურეთ კარებები და დაელოდეთ  10 წუთი, შემდეგ გამორთეთ ძრავი და გაანიავეთ ავტომობილი.