გაწუხებთ საწვავის მოხმარების ზრდა, ძრავის მუშაობის შემცირებული ეფექტურობა, რთულად დაქოქვა და ხმაურიანი მუშაობა, ან თუნდაც მავნე ნივთიერებების ზრდა და შესაბამისად ტექდათვალიერების გავლის პრობლემური საკითხი?
LIQUI MOLY-ს ამ ყველა სიმპტომისა და პრობლემის გადასაწყვეტად ერთი წამალი აქვს!
მაქსიმალურად ეფექტური და გამოყენებაში მარტივი - MOTOR SYSTEM REINIGER BENZIN & DIESEL
ძრავში საწვავის ყოველი აფეთქება იწვევს შემფრქვევისა და ზოგადად წვის სისტემის კომპონენტების დაბინძურებას. რაც უფრო თანამედროვე და ტექნოლოგიურად დახვეწილია ძრავა, მით უფრო მგრძნობიარეა სისტემა საწვავით დაბინძურებაზე და გაცილებით სერიოზულ პრობლემებსაც იწვევს.
უმეტეს წილად, ამგვარი პრობლემების შედეგად გვიწევს ძრავის დაშლა და უკვე დაშლილ მდგომარეობაში დეტალების გაწმენდა, ან სულაც ძვირადღირებული, ახალი დეტალებით ჩანაცვლება. რაც ძალზედ რთული, საპასუხიმგებლო და ამასთან ძვირად ღირებული პროცესია.
განსაკუთრებით პრობლემურია პირდაპირი შემფრქვევი სისტემის მქონე (ბენზინის ან დიზელის) ძრავები. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ამ ტიპის ძრავებში მფრქვევანას თავი მუდმივად არის მაღალ ტემპერატურის, წნევისა და გამონაბოლქვი აირების ზემოქმედების ქვეშ. (მათ შორის ჭვარტლის). რა თქმა უნდა ეს დამოკიდებულია ავტომობილის ექსპლუატაციის პირობებზეც ( მძიმე ან მსუბუქი ) და საწვავის ხარისხზეც. ძირითად შემთხვევებში მფრქვევანას თავზე და წვის კამერაში წარმოიქმნება ნალექი და ნამწვი.
დაბინძურებული მფრქვევანა, იწვევს ძრავის სიმძლავრის დკარგვას, რაც შეიძლება ითქვას, რომ საწვავის მიწოდების შემცირებით არის გამოწვეული. აედან გამომდინარე ხდება საწვავისა და ჰაერის არასწორი შერევა(ანუ საწვავის არასრული წვა) , რის შედეგადაც მნიშვნელოვნად იზრდება, როგორც გამონაბოლქვი აირები, ისე საწავის მოხმარება.
დროთა განმავლობაში, არასწორი წვის შედეგად წარმოიქმნება ნალექი და ჭვარტლი, რაც თან და თან უფრო ახშობს საწვავის გამტარ წვრილ მილებს. ეს კი იწვევს მფრქვევანას დაბლოკვას, სისტემის მუშაობის დესტაბილიზაციას და საბოლოოდ ძრავის დაზიანებას. აქ კი ვუბრუნდებით ისევ ძრავის ძვირადღირებულ შეკეთებას.
MOTOR SYSTEM REINIGER BENZIN – დანამატის უახლესი ტექნოლოგია ხასიათდება, ძლიერ გამწმენდი თვისებებთა და კოროზიისგან დაცვას მაღალი პროცენტული მაჩვენებლებით. შექმნილია განსაკუთრებით სერიოზული დეპოზიტების მოსაშორებლად, მაგალითად, ის რაც ხდება პირდაპირი შეფრქვევის სისტემებში.
MOTOR SYSTEM REINIGER DIESEL – დანამატის უახლესი ტექნოლოგია აერთიანებს, როგორც ძლიერ გამწმენდ და კოროზიისგან დამცავ თვისებებს, ისე გამოირჩევა მაღალი შეფოხვის მაჩვენებლით.
აშორებს პრობლემურ ნალექებს მაღალი სიზუსტის დეტალების ზედაპირებიდან, მაგალითად როგორიცაა მფრქვევანა ( ინჟექტორები ) და მაღალი წნევის ტუმბოები. შედეგად ძრავი ინარჩუნებს სისტემის ოპტიმალურ ფუნქციონირებას.
ის ასევე, იცავს შემფრქვევი სისტემის ძვირად ღირებულ კომპონენტებს ცვეთისაგან, თავისი საპოხი თვისებების საშუალებით.
ორივე დანამატის ჩასხმა შესაძლებელია საწვავის ავზში ნებისმიერ დროს. შერევა ხდება ავტომატურად. 300 მლ ფლაკონი განკუთვნილია მინიმუმ 35 ლ და მაქსიმუმ 75 ლ საწვავის რაოდენობაზე.
რეკომენდაცია: დაამატეთ საწვავის ავზში გამონაბოლქვის სისტემის შემოწმების ( მაგალითად ტექდათვალიერება ) ან სხვა სარემონტო სამუშაოების გავლის დროს. საწვავის სისტემის შეკეთების შემდეგ. პრობლემების ხელახლა წარმოქმნას თავი რომ ავარიდოთ, რეკომენდირებულია პროდუქტის პროფილაქტიკური გამოყენება. მაგალითად ყოველ 5000კმ გავლის შემდეგ, ან შეცდომით დაბალი ხარისხის საწვავის ავზში ჩასხმის შემდეგ და ა.შ. ბენზინის ან დიზელის ძრავის სისტემის გამწმენდ დანამატებს აქვთ უნიკალური მახასიათებელი. ორივე სრულად აშორებს მფრქვევანის ზედაპირზე წარმოქმნილ ნალექს და ნამწვს. ამის დემონსტრირებისთვის ჩატარდა მთელი რიგი ექსპერიმენტები, რომლებიც აჩვენებს ძრავის სისტემის გამწმენდის პოტენციალს LIQUI MOLY-ს დანამატებით.
გრაფიკი ასახავს ნალექების და ნამწვის მოცილებას დაბინძურებული მფრქვევანის ზედაპირიდან 24 საათიანი ინტენსიური სამუშაო რეჟიმის განმავლობაში 450 მგ / ლ დანამატით.
გრაფიკი ასახავს ნალექის და ნამწვის მოცილებას დაბინძურებული მფრქვევანის ზედაპირიდან 16 საცდელი სამუშაო ციკლის პერიოდის განმავლობაში, დაახლოებით 400 ლ საწვავის მოხმარებით.