Nankang Rubber Tire Corporation Ltd დაარსდა 1940 წელს, რომელიც იყო ერთ-ერთი პირველი საბურავების მწარმოებელი კომპანია ტაივანში. შესრულება, ტექნოლოგია და ხარისხი ეს ის მახასიათებლებია, რომელიც ნანკანგის ბრენდის ყველა საბურავშია. ქალაქში, ქვეყნის გარეთ თუ ავტობანზე, ნანკანგის საბურავები შექმნილია მაქსიმალური შედეგისათვის, გზის ნებისმიერ საფარზე. იაპონური წარმოების ტექნოლოგიების პრინციპებზე დაყრდნობით კომპანიამ ტაივანში ორი მსხივილი საწარმო შექმნა (Hsinchu და Nankang). 1959 წელს კი კომპანია ნანკანგმა ოფიციალურად დაიწყო თანამშრომლობა Yokohama-სთან საბურავების წარმოების თაობაზე, კომპანიების თანამშრომლობა 70-იანი წლების მიწურულამდე გაგრძლედა, რის შემდეგაც ნანკანგი, ამერიკული კომპანიის Tireco, Inc-ის მფლობელობაში გადავიდა. Yokohama-სთან თანამშრომლობა საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა კომპანიისათვის, რადგან ორი კომპანიის ტექნოლოგიურმა მიღწევებმა ნანკანგს საშუალება მისცა, რომ მისი პროდუქტისათვის ტექნოლოგიური სიახლეები და მაღალი ხარისხი შეეძინა. კომპანია აქტიურად მუშაობს ბრენდის განვითარებისათვის. ბაზრის მზარდი მოთხოვნილებების საპასუხოდ, კომპანია მუდმივად ანვითარებს პროდუქციის ინოვაციას, პროდუქტის ხარისხზე მუშაობას, გაყიდვების შემდგომი მომსახურებას და გუნდის პროფესიონალებით დაკომპლექტებას. კომპანიას მინიჭებული აქვს Ford Motor Company-იის Q1 სერტიფიკატი და 1994 წლიდან მიღებული აქვს ISO-9001 ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი. 1984 წელს ROC-ის მიერ (ხარისხის კონტროლის საზოგადოება) დაჯილდოვდა ხარისხის კონტროლის მართვის სერტიფიკატით. დღეს, ნანკანგი საერთაშორისო ბაზრის ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეა საბურავების მიმართულებით, ბრენდი 100 მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი, მათ შორის ერთ-ერთი საქართველოა. ბრენდს ევროპის მასშტაბით 300 ზე მეტი წარმომადგენელი ყავს, ასევე ბრენდი წარმოდგენილია ჩრდილოეთ ამერიკაში, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში, აზიაში, აფრიკაში და ავსტრალიაში.
Nankang Rubber Tire-ის კორპორატიული ლოგო 55 წელზე მეტია გამოიყენება. გლობალური ინდუსტრიის მზარდი კონკურენციის და ახალი ტენდეციების გათვალისწინებით. 2010 წელს ბრენდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაენახლებინა კორპორატიული იდენტობა.
მთავარი მიზანია, რომ ბრენდი დარჩეს უცვლელი საკუთარი პრინციპების და ერთგული მომხმარებლის მიმართ. უცვლელი, სწრაფი, მომხმარებლისათვის უკვე კარგად ნაცნობი N სიმბოლო, რომელსაც ბრენდი 55 წელია ამაყად ატარებს და კომპანიის ბიზნეს ფილოსოფიას, კორპორატიულ სულს და მომხმარებელზე ზრუნვას გამოხატავს. წითელი - ბრენდის ფერებში გამოყენებული წითელი ფერი გამოხატავს Nankang-ის კორპორატიულ სულიკვეთებას, მიმხმარებლისადმი პატივისცემასა და ენერგიას. შავი ფერი - ხაზს. უსვამს საბურავების ბიზნესის სიძლიერესა, სტაბილურობას, პროფესიონალიზმსა და სანდოობას. იქნება ეს გზატკეცილზე, მთაში, თოვლსა თუ წვიმაში, 55 წელზე მეტია Nankang-ი მძღოლებს სთავაზობს უსაფრთხო, ინოვაციურ და თანემდროვე საბურავებს.
FOR OVER 60 YEARS, NANKANG TIRE HAS OFFERED DRIVERS SAFE INNOVATIVE MOTORING, WITH A SPIRIT AS UNBREAKABLE AS THE TIRES SHE MANUFACTURES.