×
Mercedes AMG GT4 Biturbo 510HP V8-Michelin Pilot Challenge-დან

Mercedes AMG GT4 Biturbo 510HP V8-Michelin Pilot Challenge-დან

21 ივლისი 2022

LIQUI MOLY და FCP Euro იწყებენ IMSA Michelin Pilot Challenge-სთვის მზადებას, სადაც FCP Euro წარსდგება ახალი Mercedes-AMG GT4 Biturbo 510HP V8 ძრავით აღჭურვილი სარბოლო ავტომობილით.

FCP Euro-ს საავტომობილო სპორტის გუნდი წელს პირველად მონაწილეობს IMSA Michelin Pilot Challenge-ში მთავარ სპონსორთან-გერმანული ზეთების, დანამატებისა და ავტოქიმიის მწარმოებელთან LIQUI MOLY-თან ერთად.

”მოხარული ვართ, რომ მხარს ვუჭერთ ასეთ ძლიერ გუნდს”, - ამბობს სებასტიან ზელგერი, LIQUI MOLY-ის აშშ და კანადის აღმასრულებელი დირექტორი.

”FCP Euro არა მხოლოდ წარმატებული სარბოლო გუნდია, არამედ ჩვენი მომხმარებელიც”, - განმარტავს სებასტიან ზელგერი. ”ეს კომბინაცია მხოლოდ მაშინ მუშაობს, თუ 100% დარწმუნებული ხართ პროდუქტის უმაღლეს ხარისხში და მის მიმართ გაგაჩნია მაქსიმალური ნდობა. ” LIQUI MOLY უკვე სამი წელია რაც FCP Euro Motorsport გუნდის მთავარი სპონსორია, დაწყებული 2018 წლიდან აშშ-ს TCR-ის ჩემპიონატის ფარგლებში. 2021 წელს Liqui Moly-ისა და FCP Euro-ს თანამშრომლობას ემატება კიდევ ერთი კლასი: Mercedes-AMG GT4– ის გუნდი იასპარეზებს IMSA Michelin Pilot Challenge– ში.

დაწყებული 2018 წლიდან Mercedes C300-მა გაიმარჯვა არა ერთ რბოლაში და 2019 წელს FCP Euro ორი VW GTI TCR-ით გახდა SRO America TCR Team & Drivers Championship-ის გამარჯვებული.

დღეს FCP Euro Motorsports– ის ისტორიის შემდეგი, ძალზედ საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება. რვა ცილინდრით, ორი ტურბინით და 510 ცხენის ძალით FCP Euro და Liqui Moly იპყრობენ აშშ-ს GT კლასს #11 Mercedes-AMG GT4- ით IMSA Michelin Pilot Challenge- ში, რომელიც დაიწყება 2021 წლის 14 მაისს, შტატ ოჰაიოში.

" LIQUI MOLY-ის ლოგო და Mercedes-AMG ერთად, არაჩვეულებრივიად გამოიყურება", - ამბობს სებასტიან ზელგერი. ”ის ასევე, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ Liqui Moly-ის აქვს სპეციალური, მაღალი დატვირთვის ძრავის ზეთები, დანამატები და სხვა საცხებ საპოხი მასალები ავტოსპორტისთვის, რასაც Liqui Moly-ის არსებობის ისტორიაში ყოველ წელს გამოცდისა და უმაღლესი ხარისხის დასტურის ნიშანია, ნებისმიერ სარბოლო მონაკვეთზე და მის გარეთ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც. ”

Mercedes-AMG GT4- ის პირველი შეჯიბრი LIQUI MOLY- ისთან ერთად სტარტს იღებს მაისის შუა რიცხვებში. მაგრამ უნდა გვახსოვდეს რომ იქ AMG GT4-ის LIQUI MOLY- ის კიდევ ერთი გუნდი შეხვდება LIQUI MOLY-ის ლოგოთი: ამ კლასში გამოცდილი BMW M4 GT4 Turner Motorsport– ისგან.

 

 


გამოიწერეთ სიახლეები