×
ფასდაკლება გადაცემათა კოლოფის ზეთებზე

ფასდაკლება გადაცემათა კოლოფის ზეთებზე

21 დეკემბერი 2022
შეცვალე გადაცემათა კოლოფის ზეთი დროულად

○ გადაცემათა კოლოფში ზეთის შეცვლა - 15%


➤ რატომ არის მნიშვნელოვანი გადაცემათა კოლოფში ზეთის შეცვლა? 

ავტომობილის სატრანსმისიო სითხე მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებს, რათა შეუფერხებელი მუშაობა უზრუნველყოს. ის მონაწილეობს ძრავის სიმძლავრის ბორბლებამდე გადაცემის პროცესში და გადაცემათა კოლოფის სისტემის, ნაწილების შეზეთვისა და გაგრილების მისია აკისრია. გადაცემათა კოლოფში ზეთის შეცვლა, ერთ-ერთი მოთხოვნადი მომსახურებაა, გარდა იმისა, რომ გადაცემათა კოლოფი ავტომობილის გამართულად მუშაობისათვის აუცილებელი კომპონენტია, მისი დაზიანების შემთხვევაში, გადაცემათა კოლოფის რემონტი საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. ამიტომაც უმნიშვნელოვანესია, რომ დროულად შევცვალოთ გადაცემათა კოლოფის ზეთი, დავზოგოთ ფინანსები და მოვუფრთხილდეთ ავტომობილის მდგომარეობას.

➤ გადაცემათა კოლოფში ზეთის შეცვლის შემდგომ

○ სიჩქარის ოპტიმიზირებული გადაცემა - გამორიცხავს გადაადგილებისას სიჩქარის გადართვის შეფერხებას და უხეშ, ზოგჯერ ხმაურიან გადართვას.
○ საწვავის შემცირებული მოხმარება ( ხშირად 30%-თაც კი ) - რბილი და დროული სიჩქარის გადართვა დადებითად აისახება საწვავის მოხმარებაზე.
○ მნიშვნელოვნათ ამცირებს დეტალების ხახუნს და ცვეთას - გადაცემათა კოლოფის სპეციალური დანამატით გამორეცხვა, მაღალი ხარისხის და ავტომწარმოებლის მიერ დამოწმებული დაშვების მქონე ზეთი დანამატებით სპეციალურ ცვეთის საწინააღმდეგო დანამატს, უზრუნველყოფს კოლოფის მშვიდ მუშაობას და დეტალების ნაკლებ ცვეთას.
○ გაზრდილი სამუშაო რესურსი - მწარმოებლების უმეტესობა რეკომენდაციას უწევს გადაცემათა კოლოფში ზეთის შეცვლას ყოველი 30,000 კმ-დან მაქსიმუმ 60,000 კმ-მდე, ან 3-დან 5 წლამდე ვადით.


გამოიწერეთ სიახლეები