გაიცანი LIQUI MOLY GEAR TRONIC III-ი და მისი შესაძლებლობები
ავტომატური გადაცემათა კოლოფის ზეთის შეცვლის პროფესიონალური მომსახურება GEAR TRONIC III – ით
თუ თქვენი ავტომობილის სიჩქარეების გადაცემათა კოლოფში ზეთი ჯერ არ შეგიცვლიათ, მაშინ ეს თემა განსაკუთრებით აქტუალურია თქვენთვის.
ავტომატური გადაცემა კოლოფი უზრუნველყოფს ძრავის მუდმივად იდეალურ მუშაობას მისი ოფტიმალური ეფექტურობის დიაპაზონში. სიჩქარის გადაცემის მართვის სირთულის ზრდასთან ერთად, რომელიც გამოწვეულია სიჩქარეების რაოდენობის , მაგალითად 5-დან 9-მდე გაზრდის შედეგად, ასევე იზრდება და რთულდება სიჩქარის გადაცემათა მექანიზმის მუშაობის პრინციპი და მოთხოვნები. ეს რა თქმა უნდა აისახება უზარმაზარ თერმულ და მექანიკურ დატვირთვაში გადამცემათა კოლოფის ზეთზე. ამის შედეგია დეტალების ცვეთის მაღალი კოეფიციენტი და, შესაბამისად, მომსახურების გამკაცრებული მოთხოვნები.
ავტომატური ტრანსმისიით გადაცემათა კოლოფში ზეთის შეცვლა უფრო მეტად რთულია და მექანიკოსის მხრიდან დასაშვები შეცდომების უფრო მეტ ალბათობას წარმოადგენს, ვიდრე ძრავის ზეთის ან მექანიკური ტრანსმისიის ზეთის შეცვლა. მომსახურების გასამარტივებლად გერმანული საავტომობილო ზეთისა და დანამატების სპეციალისტმა Liqui Moly GmbH შეიმუშავა მაღალტექნოლოგიური მოწყობილობა, რომელსაც შეუძლია გაცილებით მეტი რამ გააკეთოს, ვიდრე უბრალოდ ზეთის ჩამოსხმა და ჩამატება რიგით ავტოსერვისში.
LIQUI MOLY GEAR TRONIC – ავტოტექმომსახურების ეს აპარატი და მისთვის შექმნილი დანამატების პაკეტი, საშუალებას აძლევს პროფესიონალ მექანიკოსებს შეთავაზონ გადაცემათა კოლოფის ზეთის შეცვლის სრული მომსახურება, რაც მოიცავს ავტომატური გადაცემათა კოლოფის სრულად გაწმენდას, გამორეცხვას და ძველი ზეთის ახლით 100%-ან ჩანაცვლებას.
ეს იმას ნიშნავს, რომ Gear Tronic შეუძლია არა მხოლოდ ტრანსმისიის ზეთის შეცვლა, არამედ გადაცემათა კოლოფის საფუძვლიანი გამორეცხვა და ხახუნის და ცვეთის საწინააღმდეგო დანამატების ჩამატება. თუ გადაცემათა კოლოფის ზეთი დროულად არ შეიცვალა, ჭუჭყმა და მეტალის ცვეთის შედეგათ დაგროვებულმა ნივთიერებამ შეიძლება გამოიწვიოს გადაცემათა კოლოფის მექანიკური დაზიანება რასაც ძვირადღირებული რემონტი მოჰყვება.
სწორედ ამიტომ გადაცემათა კოლოფის ზეთის მწარმოებლები - და უფრო მეტად ავტომობილების მწარმოებლებიც - გვირჩევენ გადაცემათა კოლოფის ზეთის შეცვლის კონკრეტულ ინტერვალს, ავტომობილის გარბენიდან, ნამუშევარი მოტოსაათიდან და მართვის სტილიდან გამომდინარე. იგივე ეხება ე.წ. "Lifetime Fluids". თუნდაც 21-ე საუკუნის დასაწყისში შეუძლებელი იყო ავტომატურ გადაცემათა კოლოფში ზეთის სრული შეცვლა რადგან ე.წ. ჰიდრომუფტაში ყოველთვის რჩებოდა ძველი ზეთი და იცვლებოდა მხოლოდ და მხოლოდ გადაცემათა კოლოფის ზეთის კარტერის ავზის მოცულობა, რაც დაახლოებით სრული მოცულობის 50%-დან 60%-მდე შეადგენს. ამ დროს ახალი ზეთი ირევა დაბინძურებული ძველი ზეთის ნაშთებთან, რაც ავტომატურად მნიშვნელოვნად ამცირებს ახალი ზეთის სამუშაო რესურსს.
LIQUI MOLY GEAR TRONIC-ის მოწყობილობა საშუალებას იძლევა ზეთის შეცვლა პრაქტიკულად 100%-ით მოხდეს ახალი სითხის ძველთან შერევის გარეშე. ეს ერთადერთი გზაა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ახალ სითხეს შეეძლება სრულფასოვნად გამოიმუშაოს თავისი რესურსი ავტომწარმოებლის ზეთის შეცვლის ინტერვალის რეგლამენტის მიხედვით. Gear Tronic უშეცდომო ფუნქციონირების გზით გამორიცხავს ზეთის შეცვლის შედეგათ გამოწვეულ დაზიანებას და ძვირადღირებულ სარემონტო სამუშაოებს. ასევე, გამორიცხავს კოლოფში ზედმენტი ან ნაკლები ზეთის ჩატუმბვას ზეთის შეცვლის პროცესის შედეგათ. ამრიგად, მოწყობილობა სრულყოფილია გადაცემათა კოლოფის სპეციალური ხსნარით გამორეცხვისთვის, ზეთის შეცვლისთის და სპეციალური ზეთის დანამატების ჩამატებისთვის - მარტივად, სწრაფად და საიმედოდ.
➤ GEAR TRONIC-ის მომსახურების შემდგომ:
○ სიჩქარის ოპტიმიზირებული გადაცემა - გამორიცხავს გადაადგილებისას სიჩქარის გადართვის შეფერხებას და უხეშ, ზოგჯერ ხმაურიან გადართვას.
○ საწვავის შემცირებული მოხმარება ( ხშირად 30%-თაც კი ) - რბილი და დროული სიჩქარის გადართვა დადებითად აისახება საწვავის მოხმარებაზე.
○ მნიშვნელოვნათ ამცირებს დეტალების ხახუნს და ცვეთას - გადაცემათა კოლოფის სპეციალური დანამატით გამორეცხვა, მაღალი ხარისხის და ავტომწარმოებლის მიერ დამოწმებული დაშვების მქონე ზეთი დანამატებით სპეციალურ ცვეთის საწინააღმდეგო დანამატს, უზრუნველყოფს კოლოფის მშვიდ მუშაობას და დეტალების ნაკლებ ცვეთას.
○ გაზრდილი სამუშაო რესურსი - მწარმოებლების უმეტესობა რეკომენდაციას უწევს გადაცემათა კოლოფში ზეთის შეცვლას ყოველი 30,000 კმ-დან მაქსიმუმ 60,000 კმ-მდე, ან 3-დან 5 წლამდე ვადით.