NANKANG-ის სარეკლამო ბანერი NORDSCHLEIFE-ზე გამოჩნდა
ტაივანელი საბურავების მწარმოებელი Nankang-ის ბრენდი Nürburgring-ზე გამოჩნდა როგორც პარტნიორი. სამომავლოდ, ლეგენდარული Nordschleife-ის სტუმრები, Breidscheid-ის ზონაში, კომპანიის ლოგოს 87 მეტრი სიგრძის სარეკლამო ინსტალაციაზე იხილავენ. თანამშრომლობის კონტრაქტი თავდაპირველად, 2025 წლის ბოლომდე გაფორმდა.
ათ წელზე მეტია, Nankang-ი საბურავებს სხვადასხვა დანიშნულებისთვის ავითარებს. Nürburgring-ის მიერ განიხილება, როგორც მოტორსპორტული საბურავების გამოყენება, რომელსაც ეტალონად მოიაზრებს ტრეკზე, ასევე სხვადასხვა დანიშნულების საბურავების გატესტვა. - მაგალითად, Nürburgring Endurance სერიის რბოლებში მონაწილეობისას.
სარეკლამო ინსტალაციით, კომპანია, რომელიც დაფუძნებულია მაღალტექნოლოგიურ კუნძულოვან ქვეყანაში, მომდევნო ნაბიჯს Nürburgring-ზე დგამს და ამით, ევროპულ ბაზარზე ცნობადობას უზრუნველყოფს Nankang-ის ლოგო ასევე ინტეგრირებული იქნება სარბოლო თამაშ Breidscheid-ის ზონაში, რაც მას ხილულს მსოფლიოში ყველასთვის გახდის, ვინც ციფრული სიმულაციების რბოლებში მონაწილეობს.